1793643327
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კამიშევახაზე დღევანდელ დარტყმას "უკიდურესად საშინელი" უწოდა."დილიდან დასახლებაზე მართვადი ავიაბომბებით უკვე რამდენიმე დარტყმა განხორციელდა - სკოლაზე, რომელიც ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის გამოიყენებოდა: იქ მოსახლეობაზე ჰუმანიტარულ დახმარებას გასცემდნენ. პირველი ავიადარტყმის შემდეგ მოჰყვა განმეორებითი დარტყმა კიდევ ცხრა ბომბით, თანაც ზუსტად იმ თავშესაფარზე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.მისი მონაცემებით, ცნობილია თვრამეტი დაღუპულის შესახებ. ხუთი ადამიანი დაჭრილია.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არ შეიძლება ოკუპანტებს არ სცოდნოდათ, რომ ადგილობრივები ჰუმანიტარულ დახმარებას ყოველკვირეულად სწორედ იქ იღებდნენ."ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთს არანაირი დეესკალაცია და არც რეალური სამართლიანობა არ სურს", - განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოლეშკიში გამართული ჰუმანიტარული მისიის შემდეგ მშვიდობის მიახლოების იმედი გაჩნდა, თუმცა რუსეთი კვლავინდებურად მკვლელობებზე ამყარებს იმედებს.ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ივან ფედოროვის თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება."ადგილზე გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს ყველა სამსახური, კომუნალური სამსახურები ნანგრევებს წმენდენ", - აღნიშნა მან.ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მიხაილ სემიკინის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის ერთი პოლიციელი და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ორი მაშველი. კიდევ 27 ადამიანი დაკარგულად ითვლება.გენერალური პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა."19:00 საათის მდგომარეობით ცნობილია 18 დაღუპულისა და ხუთი დაჭრილის შესახებ. მტრის დარტყმების შედეგად დაზიანდა სასწავლო დაწესებულების შენობა, სამეურნეო ნაგებობა და სატრანსპორტო საშუალებები“, - აცხადებენ უწყებაში.ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებიან. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ ზუსტდება.
1793598493
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 592 770 (+2 500) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.11.26-მდე: ტანკები – 12 452 (+1), ჯავშანტექნიკა – 25 629 (+7), საარტილერიო სისტემები – 51 801 (+46), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 251 (+2).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 731 (+1), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 063 (+9); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 592 541 (+936), ფრთოსანი რაკეტები – 5 140 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 169 110 (+371), სპეციალური ტექნიკა – 4 863 (+2).
1793560525
ზელენსკი იმედოვნებს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელს შეუწყობს თურქეთში პუტინთან მოლაპარაკებების ორგანიზებას.უკრაინის პრეზიდენტი უმაღლეს დონეზე დიალოგს "აუცილებლად" მიიჩნევს, რადგან მხარეებს შორის აქამდე არსებული კონტაქტები ომის დასრულებას ვერ დაეხმარა."ჩვენ მზად ვართ ამ შეხვედრისთვის თურქეთში. ვიცი, რომ პრეზიდენტ ერდოღანს აქვს თავისი კავშირები პუტინთან. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შეხვედრას თურქეთში“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, პრეზიდენტებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს იმ საკითხების გადაჭრის გზების პოვნას, რომელთა გადაწყვეტაც დელეგაციისა და ტექნიკური ჯგუფის დონეზე შეუძლებელია."სწორედ ამიტომ მსურს მასთან შეხვედრა, როგორც ადამიანთან, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.პუტინთან შესაძლო შეხვედრის საკვანძო თემებს შორის უკრაინის ლიდერმა ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტა და შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის მექანიზმის შექმნა დაასახელა.გარდა ამისა, მისი აზრით, პრეზიდენტების დონეზე უნდა განიხილონ უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინის აღდგენა და ტერიტორიული საკითხები.ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ დათანხმდება პუტინის მოთხოვნებს დონბასის გადაცემისა და ყირიმის რუსულად აღიარების შესახებ. მან განმარტა, რომ მსგავსი დათმობები უკრაინის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.ცნობისთვის, მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ პუტინმა შესაძლოა, უპასუხოს ზელენსკის ზარს. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ზელენსკი ჯერჯერობით პუტინთან დარეკვას არ აპირებს.
1793559441
მისივე თქმით, ომის დასრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება ექსკლუზიურად იმ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს მიღწეული, სადაც კონფლიქტის უშუალო მხარეები იმყოფებიან."ეს შეუძლებელია. უკრაინის ბედი უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ეს უსამართლო იქნებოდა და არანაირ შედეგს არ მოიტანდა. ალოგიკურია ქვეყნის ბედზე მოლაპარაკებების წარმოება თავად ამ ქვეყნის დასწრების გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ.მან ასევე აღნიშნა, მსგავსი მცდელობები წარსულში სხვა ლიდერების მხრიდან უკვე იყო, თუმცა მათ არანაირი შედეგისთვის არ მიუღწევიათ.პრეზიდენტმა ასევე შეახსენა ყველას რუსეთის თავდაპირველი სამხედრო მიზნების მიუღწევლობა, მიუხედავად მისი, როგორც დიდი სახელმწიფოს სტატუსისა და გეგმებისა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დაეპყრო."რუსეთი, მაგალითად, თავს დიდად მიიჩნევდა და ამბობდა, რომ უკრაინას სამ დღეში დაიპყრობდა. ახლა ჩვენ ომის მეხუთე წელში შევდივართ. ხუთი წლის განმავლობაში რუსეთი უკრაინის დაპყრობას ვერ ახერხებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის თქმით, არცერთ გარე სახელმწიფოს არ აქვს უფლება განიხილოს სუვერენიტეტის კრიტიკული საკითხები, რომლებიც ექსკლუზიურად დამოუკიდებელი უკრაინის შიდა საქმეებს ეხება.
1793539521
მისივე თქმით, ოქტომბრის განმავლობაში რუსულმა არმიამ 54 400 სამხედრო დაკარგა დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით. ეს არის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე.რეკორდული აღმოჩნდა რუსული ჯარების დღიური დანაკარგებიც. კერძოდ, 21 ოქტომბერს რუსეთის არმიამ 2 250 სამხედრო დაკარგა (მოკლული და დაჭრილი).როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამავდროულად, უკრაინელი დამცველები აგრძელებდნენ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას. ოქტომბერში თავდაცვის ძალებმა 96.2 კვადრატული კილომეტრი უკრაინული მიწა გაათავისუფლეს. ეს 10.4 კვადრატული კილომეტრით მეტია იმაზე, რაც რუსულმა ჯარებმა იმავე პერიოდში დაიკავეს.ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა.რუსეთი კარგავს, ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიას და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ომის ყოველი დღე აგრესორს მაქსიმალურად ძვირი დაუჯდეს. ამ გიჟური დანაკარგების შესაჩერებლად რუსეთისთვის საკმარისია აირჩიოს ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
1793527862
პრესკონფერენციაზე ტრამპს ჰკითხეს, მიიწვევდა თუ არა ზელენსკის G20-ის სამიტზე, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-მა სამიტზე ვლადიმერ პუტინი უკვე მიიწვია."დიახ, სიამოვნებით, პრობლემა არ არის“, - აღნიშნა ტრამპმა.იქამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს შეუძლია, ზელენსკი დეკემბერში დაგეგმილ G20-ის ლიდერების სამიტზე მიიწვიოს, თუ ეს დადებით შედეგებს გამოიღებდა.ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, დათანხმდებოდა თუ არა პუტინი ზელენსკისთან სამმხრივ შეხვედრას მაიამიში.ამერიკის შეერთებული შტატები "დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტს 2026 წლის 14-15 დეკემბერს მაიამიში, ფლორიდის შტატში უმასპინძლებს.
1793513318
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 590 270 (+2 100) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 01.11.26-მდე: ტანკები – 12 451 (+0), ჯავშანტექნიკა – 25 622 (+2), საარტილერიო სისტემები – 51 755 (+16), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 249 (+2).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 730 (+0), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 054 (+9); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 591 605 (+944), ფრთოსანი რაკეტები – 5 140 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 168 739 (+259), სპეციალური ტექნიკა – 4 861 (+1).
1793426880
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 588 170 (+1 670) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 31.10.26-მდე: ტანკები – 12 450 (+0), ჯავშანტექნიკა – 25 620 (+3), საარტილერიო სისტემები – 51 739 (+19), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 247 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 730 (+2), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 045 (+6); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 590 661 (+1 663), ფრთოსანი რაკეტები – 5 140 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 168 480 (+206), სპეციალური ტექნიკა – 4 860 (+0).
1793396809
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაამტკიცოს უკრაინის მთავრობისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძლო მიყიდვა უცხოური სამხედრო გაყიდვების (Foreign Military Sale) პროგრამის ფარგლებში, რაც მოიცავს Patriot Advanced Capability-3 (PAC-3) Missile Segment Enhancement (MSE) ტიპის რაკეტებსა და თანამდევ აღჭურვილობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.გარიგების სრული ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მას ევროპელი პარტნიორები და მოკავშირეები აფინანსებენ.რაკეტების გარდა, პაკეტში შევა PAC-3 MSE-ის საიდუმლო და არასაიდუმლო სათადარიგო ნაწილები. ასევე გათვალისწინებულია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საჭირო ელემენტებისა და პროგრამული მხარდაჭერის მიწოდება.სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიზნების განმტკიცებას. იგი მხარს დაუჭერს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მამოძრავებელი ძალაა."ეს დამტკიცება ნიშნავს, რომ ახლა იწყება მოლაპარაკებები კონტრაქტზე, ასე რომ, რაკეტები, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება მიწოდებული“, - აცხადებს მაკლირი.
1793388882
როგორც მან აღნიშნა, მიიღო მოხსენება სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელებული ღრმა დარტყმების (Deep Strikes) შედეგების შესახებ და სამხედროებს სიზუსტისა და "უკრაინული შორს მოქმედი სანქციების რეგულარული, ხარისხიანი რეალიზაციისთვის“ მადლობა გადაუხადა."ჩვენს ქალაქებსა და თემებზე განხორციელებულ თითოეულ რუსულ დარტყმაზე ყოველთვის გვაქვს სრულიად სამართლიანი პასუხი. ამჟამად, ჩვენი ღრმა დარტყმები იამალიდან დასავლეთ ციმბირამდე რუსეთის სამიზნეებამდე აღწევს და ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენმა დრონებმა და რაკეტებმა კიდევ უფრო შორს მდებარე რუსულ ტერიტორიებსაც მიაღწიონ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.ზელენსკის თქმით, განისაზღვრა საკვანძო მიმართულებები "შორს მოქმედი სანქციების“ შემდგომი გამოყენებისთვის."გაფართოვდება ჩვენი ღრმა დარტყმების ქვედანაყოფების მასშტაბებიც - როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, კერძოდ კი სპეციალური ოპერაციების ცენტრ "ალფას" შესაძლებლობების ბაზაზე, ისე ჩვენი დაზვერვისა და თავდაცვის ძალების სხვა შემადგენელი ნაწილების საფუძველზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.მისივე თქმით, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები ომის დროს ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთ-ერთი რეალური გარანტიაა, მშვიდობის დამყარების შემდეგ კი უსაფრთხოების ერთ-ერთი გრძელვადიანი გარანტი იქნება.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
1792583651
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით სამი წლით პატიმრობა განესაზღვრა, დაეკისრა 1 000 000-ლარიანი ჯარიმა, ჩამოერთვა ქონების ნაწილი
1792756620
ზელენსკი - უკრაინა მოუწოდებს მსოფლიოს, გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და შეაჩეროს მკვლელები
1792435443
"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - თბილისში დღეს აქცია გაიმართება
1792933394
დედაქალაქში „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება
1792569403
