ყველა სიახლე
"მადლიერი ვარ, რომ ტრამპი საქართველოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს!"

1780507179

"ქართული ოცნება" ირანსა და ჩინეთს უკანონო ქმედებებში უწყობს ხელს, მაშინ, როდესაც საკუთარ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს.ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის უკანონო ქმედებებს, მაშინ როცა საკუთარ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს. მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს!" - წერს ჯო უილსონი. 

"გიორგი უძილაური აღიარებს, რომ მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ და იდეალებმა აქცია პატიმრად - პოლიტიკურ პატიმრად, რადგან მისი დაჭერა იყო პოლიტიკური სიგნალი"

1780507078

“გიორგი უძილაური, იაზრებს, რა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, აღიარებს, რომ:იკავებდა რა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობას, იმავდროულად ინარჩუნებდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“ დირექტორის თანამდებობას, 2025 წლამდე კი რედაქტორობდა ინტერნეტგამოცემა ”european.ge“-ს, რომელშიც პერიოდულად აქვეყნებდა მის ანალიტიკურ სტატიებს სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ თემებზე, ისევე როგორც მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაში 1994 წლიდან.აღიარებს, რომ საგამოძიებო სამსახურის პარალელურად, ორჯერ იმყოფებოდა პროევროპული სტუდენტების საპროტესტო აქციებზე რუსთაველზე, ერთხელ მოძრაობდა, ხოლო მეორედ იდგა სასტუმრო “თბილისი მარიოტსა” და გალერეას შორის. აქციის დარბევისას არაერთხელ იცვლიდა ლოკაციას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია პროევროპულ სტუდენტებს გაზით არბევდა, სახე არ დაუმალავს. შესაბამისად, შსს-ს ჰქონდა მისი იდენტიფიკაციის საშუალება.იმის მიუხედავად, რომ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებისთანავე გაფრთხილებული იყო, რომ ისმინებოდა მისი ტელეფონები, ხდებოდა ინტერნეტტრაფიკის მონიტორინგი, ფიქსირდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანის ლოკაცია და ხორციელდებოდა სალონის მოსმენა, თავი არ შეუზღუდავს არც შეხვედრებში და არც საუბრებსა თუ მიმოწერებში.უფრო მეტიც, დაუფარავი ენთუზიაზმით დასცინოდა ხელისუფლების მიერ ევროპის დისკრედიტაციისათვის გამოგონილ საფრთხობელებს („Deep State“, “ომის პარტია“, “მასონები“, “ევროგეების საფრთხე“...), გმობდა ხელისუფლების სასტიკ პოლიტიკას პროევროპელი სტუდენტების მიმართ, რადგან ამ პოლიტიკას შედეგად მოჰყვება ახალგაზრდების მასიური გადინება საქართველოდან.გიორგი უძილაურის თქმით, ეს პოლიტიკა არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მიზანი ან ამოცანა.2011 წლის ოქტომბრიდან იგი შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ჩამოყალიბებულ 20-კაციან გუნდს (დღეს იმ გუნდიდან ივანიშვილის გარემოცვაში დარჩენილია მხოლოდ გია ვოლსკი), რათა თავისი წვლილი შეეტანა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში.გიორგი უძილაური სააკაშვილის რეჟიმს მიიჩნევდა და დღესაც მიიჩნევს ანტიდემოკრატიულ და სისხლიან მმართველობად, რომელმაც გააბეჩავა და დააჩოქა საქართველო, ე.წ. „ვარდების რევოლუციას“ მიიჩნევდა და მიიჩნევს სახელმწიფო გადატრიალებად, რის გამოც დღემდე ორმხრივი აუტანლობა აკავშირებს მასსა და სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს.20-კაციანი გუნდი 2011 წლის ოქტომბრიდან, 2012 წლის ივნისამდე გაფართოვდა და გამყარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოერთებული, გულანთებული, უშიშარი და თავგადადებული ახალგაზრდობით - იმ ბირთვმა, რომელმაც მაგალითი მისცა დანარჩენ, ორჭოფობაში მყოფ მოსახლეობას და 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვება მოუტანა „ქართულ ოცნებას“.გიორგის თქმით, ის გულანთებული და ალალი მოძრაობა დღეს აღარ არსებობს, ის „ქართული ოცნება“ მკვდარია.მაღალი იდეალები ჩანაცვლდა მედროვეთა ინტერესებით და სხვის მიერ მოპოვებული გამარჯვებით მიღებული ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი წყურვილით. ხელისუფლებაში მოსულია ხალხი, ვისაც არც ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვამდე უბრძოლია სააკაშვილის რეჟიმთან და არც შემდეგ, 2011-2012 წლებში. მათთვის უცხოა იდეალებიც და გუნდურობაც. ძველი “ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთისთვის თავს სწირავდნენ, დღევანდელი “ოცნების“ ხელმძღვანელობა კი ერთმანეთს სწირავს, წარბშეუხრელად. მათ არ იციან, რომ 2011-2012 წლების ბრძოლაში და მოპოვებულ გამარჯვებაში მონაწილეობდა ის დასავლეთი, რომელსაც მათ მტრის სტატუსი მიანიჭეს.ასევე გიორგის თქმით, 2011-2012 წლების ივანიშვილის მოძრაობაში აქტიურად იყო ამერიკელების და ევროპელების რამდენიმე ჯგუფი. ისინი არა მარტო კონსულტაციებს უწევდნენ ივანიშვილის გუნდს, არამედ უზრუნველყოფდნენ ახლადშექმნილი მოძრაობის აქტიურ კომუნიკაციას ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, აძლევდნენ რჩევებს სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის და უზრუნველყოფდნენ ივანიშვილის უსაფრთხოებას.როგორც ივანიშვილმა, ასევე “ოცნების“ ბირთვმა, ასევე ამერიკელმა და ევროპელმა სპეციალისტებმა იცოდნენ, რომ საფუძველი ეყრებოდა დემოკრატიულ და პროდასავლურ საქართველოს. არავის გასჩენია ეჭვი, რომ დასავლელი სპეციალისტები წარმოადგენდნენ „Deep State“-ს ან შემოგზავნილ აგენტურას - მტერი ომის მოგებასა და გამარჯვებაში არ გეხმარება.გიორგი აღიარებს, რომ მასაც ჰქონდა კომუნიკაცია და აქტიური კავშირი ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებთან, ზოგიერთ მათგანთან მეგობრობდა და დღემდე მეგობრობს.მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან 2022 წლამდე “ოცნება“ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა პროევროპულ, დემოკრატიულ კურსს, გიორგი ამჩნევდა, რომ ნელდებოდა დემოკრატიზაცია, ხელისუფლებაში ძლიერდებოდა აზრი, რომ დემოკრატია არც ისე კომფორტულია მმართველობისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ყოფილა მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნის დროს და ძალიან მომაბეზრებელია ხელისუფლების მიღების შემდეგ, რომ ბევრად მარტივია სიტყვის თავისუფლება გაფორმდეს „ევროპულ აგენტურად“ ან „სააკაშვილის რუპორად“.გიორგის თქმით, არაკომფორტული აღმოჩნდა ევროინტეგრაციაც, რადგან “ოცნების“ ახალი ხელმძღვანელობა დგებოდა არჩევანის წინაშე - ან რეალურად გაემიჯნება ერთმანეთს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, ან უნდა იყოს პარტიული დიქტატურა და დემოკრატიის ჩაწიხვლა.ევროინტეგრაციისგან დაშორება ხდებოდა ეტაპობრივად, მაგრამ თანმიმდევრულად, ნელ-ნელა იზღუდებოდა აზრის თავისუფლება საჯარო მოხელეებისათვისაც.მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობისას, გიორგი ასევე ესწრებოდა თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, რის შემდეგაც სუსმა „ქართულ ოცნებას“ შეატყობინა, თითქოს გიორგი იყო პროცესის ორგანიზატორი, მან უარყო ორგანიზატორობა, თუმცა აღიარა აქციაზე დასწრება.გიორგი აღიარებს, რომ არაერთხელ დაუფიქსირებია მისი წინააღმდეგობა ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ, მათ შორის ოცნების წევრებთან.გიორგის თქმით, კოჰაბიტანტების და მედროვეების გამარჯვება გამოაშკარავდა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისთანავე. იგი აღიარებს, რომ მაინც ცდილობდა გაედო ხიდები „ოცნებასა“ და უკრაინულ მედიას შორის.გიორგის თქმით, მისი აქტივობა და ენთუზიაზმი ჩაითვალა პოლიტიკურ თავნებობად, იგი აღიარებს, რომ არ ემორჩილებოდა ე.წ. „პარტიულ დისციპლინას“ და რისი გაკეთებაც არ სურდა, არ აკეთებდა.გიორგი იხსენებს, რომ ბოლოს უარი თქვა ეკა ბესელიას „გაშავებაზე“ და იცოდა, რომ მალე მასთანაც მივიდოდნენ.გიორგი უძილაური აღიარებს, რომ მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ და იდეალებმა აქცია პატიმრად - პოლიტიკურ პატიმრად, რადგან მისი დაჭერა იყო პოლიტიკური სიგნალი ყველა იმ საჯარო მოხელისათვის, ვინც პროპაგანდისგან განსხვავებულად ფიქრობს.გიორგიმ არ იცის ეღირსება თუ არა თავისუფლება, რადგან მისნაირი ელემენტები, მით უმეტეს მკაცრი კონტროლის სახელმწიფო სტრუქტურებში, ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან აღიქმებიან ავთვისებიან სიმსივნედ, დეფექტურ უჯრედად არადემოკრატიულ ორგანიზმში; ზედმეტი აქტივობა, თავნება აზრები და იდეები შეიძლება გადაედოს სხვა ჩინოსნებს და აფიქრებინოს აკრძალული ფიქრები; დღევანდელი პროპაგანდით საქართველოს პატრიოტია მხოლოდ ის, ვინც არ ეწინააღმდეგება ამ პროპაგანდას. ყველა დანარჩენი, ვინც წინააღმდეგია, არის დასავლეთისგან მოსყიდული, შესაბამისად „სახელმწიფოს მტერი“, ან „ჯაშუში“.გიორგი უძილაური აღნიშნავს, რომ არის კონსერვატორი, იზიარებს ქრისტიან-დემოკრატიულ იდეებს, მხარს უჭერს ტრადიციული ღირებულებების დაცვას, მაგრამ ამავე დროს სურს საქართველოს ხილვა ევროკავშირში, დასავლური, ქრისტიანული ცივილიზაციის ღირსეულ წევრად.გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას, ქართული დიპლომატიის ლაჩრულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და ყველაფრის „ომის საფრთხით“ გამართლებას.მისი თქმით, ომი რომ აღარ უნდოდათ, იმიტომ შექმნეს ყოფილმა მტრებმა ევროკავშირი - კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი გაერთიანება, რომელიც გუშინდელმა მოქიშპეებმა აქციეს მშვიდობის და კეთილდღეობის ზონად.გიორგის თქმით, მშვიდობის გარანტი არის ევროპა და არა რუსული ჩექმის ამბორი და ცახცახი. მშიშრობა, ლატენტური მონობა და განსხვავებული აზრის დახშობა არ ყოფილა ჩვენი წინაპრების ოცნება - ქართული ოცნება”, - აცხადებს გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი.

"ეს არის თბილისის ფილტვები და უნიკალური პროექტი, რომლის სიკეთეს მომავალი თაობები შეიგრძნობენ, რისთვისაც მადლობას ვუხდით ფონდ "ქართუს"

1780504198

თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს“ შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდა მთაწმინდის ფერდობებისა და კუს ტბის მიმდებარე ტყის საფარის აღდგენის სამუშაოები. ტერიტორია ემიჯნება ქალაქის ცენტრალურ უბნებს - სოლოლაკს, მთაწმინდას, ვერასა და ვაკეს.ჩატარებული მასშტაბური სამუშაოები დღეს თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ნერგები დარგეს.როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, განხორციელდა უნიკალური პროექტი, რომლის სიკეთეს მომავალი თაობები ყოველდღიურად შეიგრძნობენ საკუთარ თავზე."თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქალაქის ფილტვები. მინდა, მივულოცო ჩვენს  თანამოქალაქეებს  ამ პროექტის დასრულება და მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს ამ უნიკალური პროექტისთვის.ჩატარებული სამუშაოების შედეგს მომავალში კიდევ უფრო დავაფასებთ და მას ჩვენი შემდგომი თაობები ყოველდღიურად შეიგრძნობენ საკუთარ თავზე. ეს ნამდვილად არის საშვილიშვილო საქმე და მე, როგორც ერთ-ერთი თბილისელი,  გამოვხატავ მადლიერებას.ჩვენი ქალაქის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ რთულ სამუშაოებში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მოეწყო 4 ახალი ჭაბურღილი, რომელიც ფაქტობრივად, სრულ ტერიტორიას ამარაგებს სარწყავი სისტემით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ."თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს შეემატება 184 ჰექტარზე დარგული 715 370 ნერგი. მათი მოვლა-პატრონობის მიზნით, მოეწყო ჭაბურღილები და სარწყავი სისტემა, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ ადგილებში კი დამონტაჟდა წვეთოვანი სისტემა.ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი და რეკრეაციული პუნქტები, მათ შორის ფანჩატურები, საპიკნიკე ზონები, ძელსკამები, ასევე საინფორმაციო დაფები.გარეული ფრინველების გამრავლების მიზნით, მოწყობილია ვოლიერი, სადაც ხდება მათი მოშენება და ველურ ბუნებაში გაშვება. ტერიტორიის ნაწილი აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით.სამუშაოებს ახორციელებს ფონდი „განვითარება და გარემო.” 

ნიკა გვარამია - გრიგოლ გეგელიას დამიძახეთ და მასთან ერთად მსგავს პუბლიკას

1780503045

გვარამიას თქმით, გეგელია თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, მასაც გადაუთარგმნონ.“გრიგოლ გეგელიას დამიძახეთ და მასთან ერთად მსგავს პუბლიკას:აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას.ვაშინგტონის ძირითადი მოთხოვნები შეერთებულმა შტატებმა თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას მკაფიოდ დააფიქსირა ურთიერთობების „გადატვირთვის“ პირობები. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ პროცესს ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებად აფასებს, ვაშინგტონი ოფიციალური თბილისისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს.ვიდეო კომენტარშია, პირველ რიგში, იმათთვის, ვინც ინგლისური იცის ჩემზე უკეთ. გრიგოლმა, როგორც მისი სტატუსიდან ჩანს, იცის და გაერკვევა, იმედია. თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო "ლელო" რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული "ზომიერი" პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია”, - წერს ნიკა გვარამია. 

"უკრაინის ნატოში გაწევრიანება არა მხოლოდ კიევისა და ალიანსის ქვეყნების, არამედ თავად რუსეთის ინტერესებსაც შეესაბამება"

1780502508

ზელენსკის თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა აცნობიერებს, რომ ალიანსს უკრაინა ისევე სჭირდება, როგორც უკრაინას ალიანსი.როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება რუსეთისთვისაც სასარგებლო იქნება."მე მჯერა, რომ რუსებსაც სჭირდებათ უკრაინის ნატოში გაწევრიანება, რადგან მომავალში რუსები შეიძლება დაზარალდნენ, თუ უკრაინა ნატოში არ იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი - უკრაინა რიგში დგას, როდის დაასრულებს აშშ ყველა ომს

1780500687

პრეზიდენტის თქმით, კიევი მუდმივ კონტაქტზეა ამერიკულ მხარესთან მომლაპარაკებლების ჩასართავად, თუმცა ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხებულია."სამწუხაროდ, დღეს ჩვენ (აშშ-ის) ფოკუსში არ ვართ. ირანი აშშ-სთვის ნომერ პირველი საკითხია, ხოლო უკრაინა - მეორე. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ომების რიგში ვდგავართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ სწორედ შეერთებულ შტატებს აქვს გავლენის უდიდესი ბერკეტები, რომლებსაც შეუძლია აიძულონ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია.მისივე თქმით, უკრაინისთვის ოპტიმალურ სცენარს კვლავ ვაშინგტონისა და ევროპის სამშვიდობო პროცესში ჩართვა წარმოადგენს, რადგან მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპული წარმომადგენლობის გარეშე, ევროკავშირის ინტერესები შესაძლოა, არ იყოს მოსმენილი.პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი პრიორიტეტი საომარი მოქმედებების სწრაფი დასრულებაა და ამიტომ სახელმწიფო მზადაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ფორმატს, რომელიც მშვიდობას დააახლოებს."მზად ვარ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ამ ომის დასასრულებლად, იმის ნაცვლად, რომ რიგში ვიდგე, სანამ ყველა დანარჩენი მსოფლიოში ყველა კონფლიქტს დაასრულებს და შემდეგ საქმე ჩვენამდე მოვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, ასევე უკრაინის წარმატებული დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, დიპლომატიისთვის მყარ საფუძველს ქმნის. ეს საშუალებას აძლევს უკრაინას, მოლაპარაკება აწარმოოს და ეს ომი "რუსებთან თანასწორი პირობებით, ნებისმიერ ფორმატში“ დაასრულოს.

"ივანიშვილს სურს, რომ ვიყოთ იზოლირებულები, არ ხორციელდებოდეს დიდი პროექტები"

1780497893

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს."რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ კავკასიაში ამერიკის მზარდ ინტერესზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი კავკასიისთვის და მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა, ფაქტია, რომ  ივანიშვილის ინტერესები ემთხვევა მხოლოდ კრემლის ინტერესს და არა დასავლურ, ცივილურ და ამერიკულ ინტერესს. ბიძინა ივანიშვილი მტრების ინტერესებით მოქმედებს და არა ეროვნული და ქართული. ივანიშვილს სურს, რომ ვიყოთ იზოლირებულები, არ ხორციელდებოდეს დიდი პროექტები, არ ხორციელდებოდეს ისეთი პროექტები, როგორიც იყო, მაგალითად, ლაზიკის პროექტი და ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ მალე მოხდეს ამ სისტემის დემონტაჟი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება

1780497791

ვორკშოპი დაეთმობა იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც ბიზნესებმა ექსპორტის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინონ. მონაწილეები გაეცნობიან კომპანიის საექსპორტო პოტენციალის შეფასების მიდგომებს, ექსპორტის მზაობის ძირითად კომპონენტებს, სამიზნე ბაზრების შერჩევის მეთოდებსა და ექსპორტის ფინანსურ ლოგიკას.ვორქშოპი პრაქტიკულ ცოდნასა და რეალურ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული და მონაწილეებს დაეხმარება, უკეთ შეაფასონ საკუთარი ბიზნესის შესაძლებლობები საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად.საქართველოს ბანკი ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი ცოდნის მიღებასა და საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება.ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

გიორგი ბუტიკაშვილი - ვითარების ისე დასტაბილურება ვერ მოხდება, როგორც ეს "ქართულ ოცნებას" სურს

1780497087

მისივე თქმით, ასე ვითარების სტაბილურობა ვერ მოხერხდება."ამერიკისთვის წითელი ხაზია მათ შორის პარტიების აკრძალვის დაინიციირება, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების დევნა და ამაზე ღიად საუბრობენ ჩვენს ყველა კომუნიკაციაში."ქართულ ოცნებას" სურს, მიიღონ და აღიარონ ისეთი, როგორიც არის და ამას საუბრობენ ამერიკელებთან საუბრისას ყოველ ჯერზე, თუმცა, ამით სტაბილურობა ვერ მიიღწევა, რადგან ჩვენ არ ვართ არც ბელორუსია და არც აზერბაიჯანი. წინააღმდეგობა გაგრძელდება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდანაც და ვითარების ისე დასტაბილურება ვერ მოხდება, როგორც ეს "ქართულ ოცნებას" სურს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

"აუცილებელია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მთლიანად მთელი პოლიტიკური სისტემის გადატვირთვას მოიტანს"

1780496755

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" იძულებული გახდება, რომ აშშ-სთან კომპრომისზე წავიდეს."აუცილებელია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მთლიანად მთელი პოლიტიკური სისტემის გადატვირთვას მოიტანს და არ იქნება მხოლოდ მოკლევადიან შედეგზე გათვლილი. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად ესმის. ბუნებრივია, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი იმიტომ, რომ შეშინებულია, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, მას სურს დიქტატურის დამყარების საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ამას ვერ ახერხებს, ეს საქართველოში არ გამოუვა. შესაბამისად, მოუწევთ კომპრომისებს და დათმობებზე წასვლა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ამისი კი ეშინიათ იმიტომ, რომ მათი სისტემა დგას დაშინებაზე", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.