1779220038
მისი თქმით, აშშ-მა დიდ პროგრესს მიაღწია ირანელებთან მოლაპარაკებებში."მგონია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავაწყოთ ის ურთიერთობა, რომელიც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის 47 წლის განმავლობაში არსებობდა. სწორედ ამის გაკეთება გვთხოვა პრეზიდენტმა და ამაზე მუშაობას განვაგრძობთ, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება. ჩვენ არ დავდებთ შეთანხმებას, რომელიც ირანელებს ბირთვული იარაღის ფლობის საშუალებას მისცემს. ასე რომ, როგორც პრეზიდენტმა ახლახან მითხრა, ჩვენ მზადყოფნაში ვართ. არ გვსურს, ამ გზაზე დავდგეთ, მაგრამ პრეზიდენტი მზადაა და შეუძლია ამ გზაზე დადგეს, თუ ეს საჭირო გახდა.ირანი ძალიან რთული ქვეყანაა. ზოგჯერ ირანის გუნდის მოლაპარაკების პოზიცია ბოლომდე ნათელი არ არის. ზოგჯერ რთულია იმის გარკვევა, ზუსტად რის მიღწევა სურთ ირანელებს მოლაპარაკებების შედეგად“, – განაცხადა ვენსმა.
1779210049
კალასის თქმით, ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების განაწილების ახალი პოლიტიკა და „საკუთარი ინტერესებიც გაითვალისწინოს“.„პარტნიორი თუ მხარს უჭერს რუსეთს ან ირანს, საჭიროა მოქნილობა, რათა ჩვენი თანამშრომლობა გადაიხედოს“, – განაცხადა კლასმა.მისივე თქმით, საუბარი არ არის მხარდაჭერის სრულად შეწყვეტაზე.ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება გააკეთა ევროკავშირის ახალი საინვესტიციო სტრატეგიის, Global Gateway-ის მომზადების ფონზე, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამა განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურის, მწვანე ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების დაფინანსებას ითვალისწინებს. მანამდე საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში ევროკომისარმა იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ თანამედროვე პოლიტიკურ პირობებში ინვესტიციები „გავლენის ინსტრუმენტია“, ამიტომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა „სენტიმენტალური ვერ იქნება“. სიკელამ ასევე მხარი დაუჭირა უცხოური პროექტების დაფინანსების განაწილებისას ევროპული კომპანიებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.
1779134727
"კატარის ამირამ, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ, საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანიმ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მთხოვეს, დროებით შევაჩერო ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე დაგეგმილი სამხედრო შეტევა, რომელიც ხვალისთვის იყო დაგეგმილი, რადგან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების აზრით, შეთანხმება მიიღწევა, რომელიც ძალიან მისაღები იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყნისთვის და მის ფარგლებს გარეთაც. ეს შეთანხმება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ირანისთვის ბირთვული იარაღის არქონასაც მოიცავს. ზემოაღნიშნული ლიდერებისადმი ჩემი პატივისცემის საფუძველზე, მე დავავალე ომის მდივანს პიტ ჰეგსეტს, გენერალ დენიელ კეინს და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, რომ ხვალ არ განვახორციელებთ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას, მაგრამ ასევე დავავალე, რომ მზად იყვნენ ირანზე სრული, ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მისაღები შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული“, – წერს ტრამპი.
1779047064
ებოლა გასცდა კონგოს საზღვრებს და დაფიქსირდა მეზობელ უგანდაშიც.უგანდელი მაღალჩინოსნების თქმით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა და ებოლას შედეგად გარდაცვალების ფაქტიც.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მოცემული ვითარება არ შეესაბამება "კოვიდ 19“-ის მსგავს, პანდემიის მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას, რის გამოც საზღვრების დახურვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას.თუმცა ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ვირუსის გავრცელებამ გაცილებით მასშტაბური სახე მიიღოს, ვიდრე ამჟამად ფიქსირდება.ებოლას ვირუსი 1976 წელს აღმოაჩინეს. ებოლას ვირუსს სისუსტე, ყელისა და კუნთების ტკივილი ახასიათებს. ის პირღებინებას, დიარეას და შინაგან სისხლდენას იწვევს. მეცნიერებმა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა 2016 წლის დეკემბერში შექმნეს.
1778874479
მისივე თქმით, სი ძინპინმა და დონალდ ტრამპმა შეხვედრას მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს."ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის დროსაც ორი სახელმწიფოს მეთაურს შორის ღრმა კომუნიკაცია შედგა და მათ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს“, – განაცხადა ვან იმ.როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ლიდერებს შორის შეხვედრა ისტორიული იყო.მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ასევე წამოჭრეს საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები.ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, პეკინმა მოუწოდა მხარეებს, დიალოგის გზით მოაგვარონ დავები, განსაკუთრებით ბირთვული საკითხი და მხარი დაუჭირა ჰორმუზის სრუტის სწრაფ გახსნას ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.ლიდერებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე. ჩინეთმა, რომელიც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს, იმედი გამოთქვა კონფლიქტის სწრაფად დასრულების შესახებ."ჩინეთი და აშშ მზად არიან, გააგრძელონ კომუნიკაცია და კონსტრუქციული როლი შეასრულონ კრიზისის პოლიტიკური მოგვარების ხელშეწყობაში“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1778788065
"ჩინეთი მათ სამხედრო აღჭურვილობას არ მიაწვდის. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. სი ძინპინმა ეს დღეს თქვა. მან ეს მკაცრად თქვა“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სი ძინპინმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის ეკონომიკურ კავშირებს ირანთან, განსაკუთრებით ნავთობის კუთხით.„ჩინეთი მათი ნავთობის დიდ ნაწილს ირანისგან ყიდულობს, სი ძინპინმა მითხრა, რომ მათ სურთ ამის გაგრძელება“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა იმედგაცრუება გამოთქვა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის გადასახადს ითხოვდა. ამასთან, ტრამპის თქმით, სი ძინპინმა უთხრა, რომ სიამოვნებით დაეხმარებოდა ირანთან შეთანხმების მიღწევაში.„პრეზიდენტ სი ძინპინს სურს შეთანხმების მიღწევა. მან თქვა: „თუ შემიძლია რაიმე დახმარება, მინდა, ეს გავაკეთო“. მას სურს ჰორმუზის სრუტის გახსნა“, - განაცხადა ტრამპმა.
1778443116
"ობამა ირანისთვის ძალიან კარგი იყო, რადგან ის მათ მხარეს გადავიდა – ისრაელიც და სხვა ყველა მოკავშირეც გვერდით გასწია და ირანს ცხოვრების გასაგრძელებლად ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისცა.თეირანში ჩაფრენილი ასობით მილიარდი დოლარი და 1.7 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული, რომელიც მათ ვერცხლის თეფშით მიართვეს. ვაშინგტონში, ვირჯინიას და მერილენდში ყველა ბანკი დაცარიელდა – იმდენი ფული იყო, როდესაც ის ჩავიდა, ირანელ ბანდიტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, მისით რა ექნათ. ამდენი ფული არასდროს უნახავთ და ვეღარც ნახავენ. ის თვითმფრინავიდან ჩემოდნებით და ჩანთებით ჩამოიტანეს და ირანელები საკუთარ იღბალს ვერ იჯერებდნენ. საბოლოოდ, მათ იპოვეს ყველაზე დიდი გულუბრყვილო, სუსტი და სულელი პრეზიდენტის სახით. ის კატასტროფა იყო, როგორც „ლიდერი“, მაგრამ არც ისე ცუდი, როგორც მძინარა ჯო ბაიდენი!47 წლის განმავლობაში ირანელები გვატყუებდნენ, გვაყოვნებდნენ, კლავდნენ ჩვენს ხალხს გზისპირა ბომბებით, საპროტესტო აქციებს შლიდნენ, ახლახან 42 ათასი უდანაშაულო, უიარაღო მომიტინგე გაანადგურეს და იცინოდნენ ჩვენს ახლა კვლავ დიდებულ ქვეყანაზე. ისინი ვეღარ გაიცინებენ!“ – წერს ტრამპი.
1778442339
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივმა ომმა "ბევრ რამეს მიაღწია, მაგრამ ის ჯერ არ დასრულებულა".კერძოდ, ირანმა არ თქვა უარი გამდიდრებულ ურანზე, არ დაშალა თავისი ბირთვული ობიექტები, არ შეწყვიტა თავისი "რეგიონალური მარიონეტების“ მხარდაჭერა და არც დათანხმდა რაიმე შეზღუდვას თავისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე.როდესაც ნეთანიაჰუს ჰკითხეს, თუ რა არის გასაკეთებელი გამდიდრებული ურანის შემთხვევაში, რაც მოლაპარაკებების მთავარ საკითხად რჩება, მან უპასუხა, რომ მისი ფიზიკურად გატანა შესაძლებელია ირანიდან. თუმცა, მან უარი თქვა გამდიდრებული ურანის გატანის ვადების დასახელებაზე და მას "უაღრესად მნიშვნელოვანი მისია" უწოდა.
1778356522
"ამ ყველაფერმა შემდეგ სახელმწიფო გადატრიალებამდე, ყირიმის ისტორიამდე, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის პოზიციამდე და სამხედრო მოქმედებებამდე მიგვიყვანა. სწორედ ამას მოჰყვა ეს ყველაფერი", - განაცხადა პუტინმა.მისივე თქმით, სომხეთმა არ უნდა გადადოს გადაწყვეტილების მიღება."ჩემი აზრით, სწორი იქნებოდა სომხეთის მოქალაქეების მიმართ, ჩვენი, როგორც მთავარი ეკონომიკური პარტნიორის მიმართ, რაც შეიძლება მალე განსაზღვრონ პოზიცია. მაგალითად, ჩატარებულიყო რეფერენდუმი. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ სავსებით ლოგიკური იქნებოდა", – განაცხადა პუტინმა.
1778336141
ახლად არჩეული პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მადიარის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა - 140 მომხრე, 54 - წინააღმდეგი.გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს "ტისას" თავმჯდომარის მოადგილე აგნეს ფორსტჰოფერი. მის დანიშვნას მხარი დაუჭირა პარლამენტის 193-მა წევრმა, 2 წინააღმდეგი იყო.ახალი სპიკერის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ევროკავშირის დროშის პარლამენტის შენობაში დაბრუნება იყო. ეს 12 წლის შემდეგ პირველად მოხდა.უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სხდომას არ დასწრებია.12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოპოზიციურმა პარტიამ "ტისა" პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიაზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და მას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.
"ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო სამართალს"
1778317901
ვიქტორ ყიფიანმა და ნიკოლოზ ხატიაშვილმა "ერევნის დიალოგი 2026"-ის ფარგლებში შეხვედრები გამართეს
1778079807
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
1778062295
ეკა კუპატაძე - სად გამექცევა მკვლელი ნია იმნაძე, თუ ბრალი არ მიუძღვის რამ გახადა ცუდად?!
1778163169
"პრეზიდენტი ზელენსკი სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ივანიშვილს, მისი ოჯახისა თუ ბანდის წევრებს ევროკავშირის სანქციებისგან გადარჩენას ჰპირდება"
1778261030
