1794760032
"მორიგი მარცხი ნახევრად ცარიელი ტრიბუნების ფონზე. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სრული კრახი არის აბსოლუტურად კანონზომიერი. ჩვენ გვყავს ფეხბურთელების ბრწყინვალე თაობა, რომელიც პირდაპირი შედეგია ჩემი პრეზიდენტობის დროს ფეხბურთის ფედერაციაშია კორუფციის აღმოფხვრის. ხოლო ბოლო წლების სამარცხვინო თამაში არის, ერთი მხრივ, დიდი კორუფციის საფეხბურთო სფეროში და, მეორე მხრივ, ნაკრების ბევრი წევრის პოლიტიზაციის დამსახურება. მარტო „ქოცების“ რეკლამაში გადაღება და „ქოცური“ ბიზნესების წილებში ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ჩასმა რად ღირს.ესაა შედეგი იმისაც, რომ საქართველოში არსებულ უსამართლობაზე არცერთი ფეხბურთელი არ იღებს ხმას, არცერთი არ ავლენს მოქალაქეობრივ პოზიციას. სწორედ ამიტომ დაკარგეს მათ სახე, საკუთარი თამაში და გულშემატკივართა უმრავლესობა, ჩემი ჩათვლით. მე ვრჩები ქართული ფეხბურთის გულშემატკივრად, მაგრამ ვეღარ გავაგრძელებ ამ ნაკრების მხარდაჭერას.როგორ არ გავიხსენო, რომ შევარდნაძის ოპოზიციაში მყოფს, ამსტერდამში შოთა არველაძე ღიად მმასპინძლობდა, ხოლო ლეგენდარული რამაზ შენგელია და ვოვა გუცაევი თბილისის ეზოებში დამყვებოდნენ ადგილობრივ ბავშვებთან ფეხბურთის სათამაშოდ, მაშინ როცა კორუმპირებულ რეჟიმს ვებრძოდით. ამ ფეხბურთელებს ჰქონდათ მოქალაქეობრივი პოზიცია და არ ეშინოდათ მისი ღიად გამოთქმის. ჩვენ დავასრულებთ უსამართლობას და აღვადგენთ ქართული ფეხბურთის დიდებას!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
1794738449
აბესაძის შეფასებით, ეს ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების მიმართ ინტერესის ნაკლებობაზე მიუთითებს.ამასთან, ის გამოთქვამს ეჭვს, რომ აუქციონების ჩაშლა შესაძლოა, წინასწარ დაგეგმილ სქემას უკავშირდებოდეს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ქონების შემდგომში შემცირებულ ფასად გაყიდვაა. "წყალტუბოში 10 სანატორიუმის გასაყიდად აუქციონები არ შედგა (არავინ გამოხატა ინტერესი).იყიდებოდა ჯამურად 433,309 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები (მათზე მდგომი შენობებით) 49,318,000 ლარად.რეჟიმის მტკიცებით ამ აყვავებულ ეკონომიკაში, რომ 10 აუქციონიდან არცერთი შედგა, ბევრი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა: სინამდვილეში ამ ქვეყანაში არც ადგილობრივ და არც უცხოელ ინვესტორს მსხვილი კაპიტალდაბანდების ინტერესი არ აქვს (არ ვგულისხმობ მაფიოზურ/კორუფციულ გარიგებებს); ამასთან ერთად, როგორც ჩანს, წინასწარ განსაზღვრულიცაა, ვინ უნდა ჩაიგდოს ხელში ეს ქონება, შესაბამისად არაა გამორიცხული, პირველი აუქციონები მიზანმიმართულად ჩააგდეს, რომ შემდეგ "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 50%-ით შემცირებული ფასით გამოვიდეს აუქციონზე და შემდეგზე კიდე უფრო მეტად შეამცირონ ანუ არც ეს 49 მილიონი გადაიხადონ ბიუჯეტში, რაც ერთი შეხედვით ისედაც საკმაოდ დაბალი ფასი ჩანს ამ ქონებისთვის.ზუსტად ამ სქემით ჩაიგდეს ხელში თბილისში, რიყის დოქები და 15,000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი 96 მილიონი ლარის ნაცვლად 10 მილიონ ლარად და შემდეგ ამ 10 მილიონი ლარის დიდი ნაწილი რიყის დოქების დაშლის შემდეგ მიღებული მასალების რეალიზაციით ამოიღეს. საბოლოოდ გამოვიდა, რომ სახელმწიფომ ფაქტობრივად უფასოდ გააჩუქა ეს ტერიტორია!", - წერს აბესაძე სოციალურ ქსელში. წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების შეძენით ინვესტორები კვლავ არ დაინტერესდნენ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონზე გამოტანილი 10 ობიექტიდან ვერცერთი გაიყიდა.აუქციონები 15 ოქტომბერს გამოცხადდა და 13 ნოემბერს დასრულდა. ათივე სანატორიუმის საერთო საწყისი ღირებულება 49 მილიონ 200 ათასი ლარი იყო. ამასთან, მყიდველებს ობიექტების განვითარებაში, ჯამში, სულ მცირე 314 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ეკისრებოდათ.გასაყიდ ობიექტებს შორის იყო ყოფილი სანატორიუმები „მედეა“, „მეგობრობა“, „სავანე“, „ინტურისტი“, „იმერეთი“, „აია“, „გელათი“, „გეოლოგი“, „ფილიალი“ და „რკინიგზელი“.
1794581817
მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, დღეს სასამართლო დარწმუნდეს, რომ წარსულში მომხდარი ფაქტები არ არის რელევანტური პარტიის გაუქმების საკითხთან."ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავის სტრატეგია საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფორმატი ხშირად ვერ და არ ითვალისწინებს ისეთი საკითხებზე მსჯელობას, რომელიც პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხია. ჩვენ წმინდა საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპებიდან გამომდინარე ვცდილობთ, დავამტკიცოთ, რომ პარტიის გაუქმების კონსტიტუციურ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ეს არის დაცვის სტრატეგია. მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაინახოს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს კონსტიტუციური წესწყობილების დაცვისთვის. შესაბამისად, პოზიცია სასამართლოსი, მოსარჩელის თუ სხვა ადამიანების, რომ პოლიტიკური ბრალდებების გაქარწყლება მოხდეს, არის სწორედ „ქართული ოცნების“ და სასამართლოს მიზანი, მუდმივად წარსულის ორომტრიალში ვაწარმოოთ ჩვენი იურიდიული დებატები. მთავარი ამოცანაა, დღეს სასამართლო დავარწმუნოთ, რომ წარსულში მომხდარი ფაქტები არ არის რელევანტური პარტიის გაუქმების საკითხთან, ეს კონკრეტული ამოცანა გვაქვს. ჩვენ, პარტიის წარმომადგენლებს არაფრის გამიჯვნა არ მოგვიხდენია, ამას აკეთებს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები. როდესაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე არის საუბარი, ეს ვერ შეერაცხება პოლიტიკური პარტიას. ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია ეფუძნება კონსტიტუციას და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სხვა შეფასება არის პოლიტიკური დებატები. თუ ვმართავთ პოლიტიკურ დებატებს, მაშინ კი ბატონო, ვიხელმძღვანელებთ იმ დოკუმენტებით და არგუმენტებით, რომელიც არსებობს. სამწუხაროდ, უბრალოდ, სასამართლოს ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას. მე მესმის ბატონი მიხეილის პათოსი, რომ პოლიტიკური არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პარტიის გაუქმებაზეა საუბარი. ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, უკვე სასამართლოს გარეთ, რომ ეს სარჩელი, მათ შორის მოსამართლეების ცალკეული პოზიციები არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და დაუსაბუთებელი. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება სხვა სტანდარტს გულისხმობს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
1794577864
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს დაკავებამდე არასდროს გამოუთქვამს ივანიშვილისგან და მისი პარტიისგან განსხვავებული აზრი, ამიტომ პოლიტიკის გამო არ და ვერ დაიჭერდნენ."თანამდებობაზე ყოფნის დროს ის ჩართული იყო მრავალ მძიმე დანაშაულზე, რომლის შესახებაც მთელმა საზოგადოებამ იცის. საბოლოო ჯამში, ღარიბაშვილი არც არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი – ის ყოველთვის კრიმინალური ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო. ახლა კი იმ პოლიტიკოსებზე, ვინც ამ თემას მუსირებენ. მათ რეალურად სურთ ღარიბაშვილთან რაღაც სახის კოალიციის გაკეთება, ვინაიდან მათი აზრით ღარიბაშვილს აქვს ფული და გავლენა ქოცების რაღაც ნაწილის. გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომა სრულიად ამორალურია, ის ასევე სრულიად არაპრაგმატულია. თუმცა ეს პოლიტიკოსები არც არასდროს ბრწყინავდნენ სწორი პოლიტიკური ინტუიციით. ილტვოდე, გაემიჯნო მიშას და შეეკრა ღარიბაშვილს, ეს გილაურებთან ალიანსზე ათასჯერ უარესია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გააზიარა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განაცხადა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილი ისეთივე პოლიტიკური პატიმარია, როგორი პოლიტიკური პატიმარია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“. მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადების საპასუხოდ წერდა: „რადგან საქმე მე მეხება, არ ვაპირებ თინასთან შეკამათებას, ღარიბაშვილის და ჩემს ერთ პლანზე დაყენებისთვის, აზრი არ აქვს! თუმცა საპასუხო, რა თქმა უნდა არის, ყველა დანარჩენისგან. თუკი რამე მასწავლა მწარე გამოცდილებამ, ყოველთვის ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი“.
1794563992
მისი თქმით, ამ თემებს პასუხისმგებლობით უდგება პარტია, რომ მომავალში გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები."ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები ცალკეული ადამიანების უფლებების დარღვევის მასობრიობასთან დაკავშირებით არის მანიპულაციური, გამომდინარეობს პოლიტიკური შეფასებებიდან და პოლიტიკური ანგაჟირებიდან, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა კამპანიის სახით და მიზნად ისახავდა საზოგადოების აზრის დაზომბირება ხდებოდა. თითოეული ფაქტი ჯერადობის თვალსაზრისითაც ვერ იქნება პარტიის გაუქმების საფუძველი კონსტიტუციური წესრიგის დამხობის საფუძვლად, ამიტომ, ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი ყოფილიყო, არის ჩვენი პოლიტიკური პრობლემა, პასუხისმგებლობა და ტვირთი. ამ თემებს ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობით ვუდგებით, თითოეულ ანგარიშს ვუდგებით ყურადღებით. ეს დოკუმენტები ჩვენთვის სახელმძღვანელოა ჩვენი მომავალი პოლიტიკური საქმიანობისა და აქტივობების დასადგენად, იმისათვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობდა ადრე ჩვენი მმართველობის პირობებში მოქმედი სახელმწიფო ორგანოების მიმართ, შემდგომში გამოირიცხოს და თავიდან ავირიდოთ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
1794505702
მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში მაინც გაითვალისწინებენ უკრაინელი ხალხის ინტერესებს."ჩვენ ამაში, პრინციპში, ვერ ჩავერევით, ერთმანეთში უნდა მოგვარდნენ ევროკავშირი და აშშ. რა თქმა უნდა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინება და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გათვალისწინება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა. რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის. ყველას ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, თუ რა გაგრძელება მოჰყვებოდა კონკრეტულ პროცესებს, მაგალითად 2013 წელს და მოგვიანებით. შესაძლებელი იყო უკრაინაში როგორც პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება, თუმცა კონკრეტული ძალები პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ომი შემდგარიყო და რუსეთი შეჭრილიყო უკრაინაში. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. არავინ გაითვალისწინა უკრაინელი ხალხის ინტერესები. იმედია ახლა, ამ მოლაპარაკების პროცესში მაინც გაითვალისწინებენ უკრაინელი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.
1794492387
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო მეთაური და თანამდებობის პირი გადაწყვეტილებას იღებს საკადრო საკითხზე, ის შეიძლება პარტიის წევრებსაც ეხებოდეს, მაგრამ არ იღებს გადაწყვეტილებას პარტიული კუთვნილების მიხედვით."საპარლამენტო კონტროლის ნაწილში, როგორც პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური უმრავლესობის სახით, ბუნებრივია, საპარლამენტო კონტროლი ხორციელდებოდა.მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, არ იყო პარტიული სტრუქტურის ხელმძღვანელი. პარტიას ჰყავდა გენერალური მდივანი და გენერალური მდივანი ახორციელებდა უფლებამოსილებას.სახელმწიფო მეთაურის უფლებამოსილებაში კონსტიტუციით შედიოდა სამართალდამცავი უწყებების ნომინირება და მთავრობაში წარდგენა. როდესაც სახელმწიფო მეთაური და თანამდებობის პირი გადაწყვეტილებას იღებს საკადრო საკითხზე, ის შეიძლება პარტიის წევრებსაც ეხებოდეს, მაგრამ არ იღებს გადაწყვეტილებას პარტიული კუთვნილების მიხედვით.სახელმწიფოს და პარტიის გამიჯვნის პრინციპი ეს არის, რომ როდესაც პარტია წარადგენს საპარლამენტო სიას, მიიღებს ეს პარტია ამომრჩევლისგან ლეგიტიმაციას და დააკომპლექტებს მთავრობას, იქ პარტიის როლი გაჩერდა.2007 წელს პრეზიდენტის ინიციატივა იყო საკონსტიტუციო ცვლილებების და მოსამართლეთა დანიშვნის უფლებამოსილება და სხვა უფლებამოსილებები სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც მითვისებული ჰქონდა კონსტიტუციით, ეს მოიხსნა და გადასცა სასამართლო ხელისუფლებას", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
1794487569
მისით თქმით, დღეს, საქართველოში ოკუპანტი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სარეკლამო რგოლებს, საქართველოს მოქალაქეების მათ მხარეს, ტერორისტულ ომში ჩათრევის მიზნით."მიმართვა რუსეთის მსახურებს: შალვა პაპუაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს და სუსის უფროსს (სახელი არ ვიცი)! არალეგიტიმურობის პირობებში, თქვენ, დე ფაქტო, აკონტროლებთ ძალაუფლების ბერკეტებს. ეს გაკისრებთ ვალდებულებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეზე.სრულიად გააზრებულად არ მიგითითებთ ქვეყნის ინტერესებსა და ღირსებაზე, რადგან თქვენი აღქმა ღირსების ამ გამოწვევას ვერ უპასუხებს. თქვენ ღირსება მხოლოდ მაშინ გელახებათ, როდესაც ევროკავშირი მიგითითებთ - ჩვენი წევრობა თუ გინდათ, ნუ სცემთ გურამ როგავას, ნუ სცემთ მაკა ჩიხლაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, თამარ ბაღაშვილს, ნუ კლავთ ლექსო ლაშქარავას, არ დაიჭიროთ ვახო სანაია აზრის გამოხატვის გამო, არ დაიჭიროთ ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო. ლაშა ნაცვლიშვილის გინებაც შეიმჩნიეთ, როცა სხვას ამისთვის იჭერთ, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისთვის კანონებს ნუ იღებთ. ციხეში ადამიანებს ნუ სცემთ და ნუ აუპატიურებთ, ილიაუნის ნუ ერჩით, რადგან სტუდენტების გეშინიათ და ასე შემდეგ. აი, მხოლოდ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე გელახებათ თქვენ ღირსება. ამიტომ არ ვსაუბრობ თქვენთან არც ღირსებაზე და არც ეროვნულ ინტერესებზე, უბრალოდ მიგითითებთ თქვენს მყისიერ ვალდებულებაზე - დაიცვათ ადამიანები ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ომში ჩართვისგან. თუ რუსების მსახურების ან მონობის ეპითეტი გაგაბრაზებთ, პოსტი თავიდან გადაიკითხეთ, ეცადეთ, გაიგოთ მისი შინაარსი, ბრაზი ამჯერად წყალს კი არ გაატანოთ, მოსკოვში გააგზავნეთ.აქვე მინდა, მთელი გულით მივმართო სისტემაში მომუშავე ყველა ძალოვან ომის ვეტერანს! თავს უფლებას არ მივცემ, რაიმე პოლიტიკური მოწოდებით მოგმართოთ, პატივს ვცემ თქვენს გავლილ ბრძოლას და თქვენს თავდადებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, დაფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენი საერთო მტრის გავლენა იმდენად გაძლიერდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ომში საკუთარ მხარეს ექაჩებიან, თქვენი უფროსები კი - დუმან. საჯარო მოქმედებასაც არ გთხოვთ. უბრალოდ, სინდისის კარნახით და თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედეთ, რომ მერე მთელი ცხოვრება ეს დუმილი სანანებელი არ გქონდეთ“, - წერს ელენე ხოშტარია.
1794479429
მისი თქმით, "ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამოა ასაკრძალი, მაგრამ შესაძლებლობა რომც ჰქონდეს, მაინც არ აკრძალავდა."ჩემი მთავარი კითხვა მათ შორის არსებითი განხილვის დროს, სწორედ ეს იყო: „რას გვედავებიან?“, ითხოვენ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 2003-დან 2012 წლამდე, რეალობა ესაა. რამდენად რელევანტურია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრძალო პოლიტიკური პარტია? პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რეალურად უნდა გამომდინარეობდეს მისი მიზნებიდან და მისი მოქმედებებიდან. როდესაც ჩვენ ვსვამდით კითხვას, რომ სარჩელში „ქართული ოცნება“ გვედავებოდა 2003-დან 2012 წლამდე პერიოდზე, ბუნებრივად გვქონდა ეს კითხვა, რას გვედავებოდა. გუშინ მათი პასუხებიდანაც ვერ გავიგეთ. თუ კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებს გვედავება, ინდივიდუალურს, რა შუაშია დღეს ის „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვასთან?პარტიების აკრძალვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი. „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს არ ავკრძალავ, ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს. 2003-დან 2012 წლამდე რამდენი მინისტრი, მინისტრის მოადგილე და თანამდებობის პირი ჰყავდა მაშინდელ ხელისუფლებას? და რამდენი მათგანი იყო პარტიული? მე შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობა არა. თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით? „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს 2012 წლიდან არაერთი განცხადება უკეთებია, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები. რაც შეეხება პარტიულობას, არცერთი მინისტრი 2003-დან 2012 წლამდე არ ყოფილა პარტიული", - განაცხადა ანა წითლიძემ.საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
1794468449
მიმდინარე პროექტის შესახებ მერმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა."ბევრი ადამიანი ტყუილს და სიცრუეს ავრცელებდა აღნიშნულთან დაკავშირებით. კონკრეტულ ტელევიზიებს მცდელობა ჰქონდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო და ჩვენ ნოემბრის ბოლომდე გადავწიეთ. დათქმულ ვადაში არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსნება, არამედ მთლიანად პროექტი იქნება დასრულებული - სამანქანო გზა, მიწისქვეშა გადასასვლელები, შუქნიშნები იქნება დამონტაჟებული, ტროტუარები მოწესრიგებული. ერთი რამ მინდა ვთქვა: რადგან ახალი წლის დღეები მოდის, საახალწლო სოფელი გვექნება რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის ახალი სქემები იქნება, შუქნიშნები არ იქნება ჩართული, დროებით, ვიდრე არ დამთავრდება საახალწლო ღონისძიებები, ჩვეულებრივ იქნება გადაადგილება შესაძლებელი, რადგან შუქმნიშნების ჩართვას ორი კვირა სჭირდება, რათა მივიღოთ სწორი კალიბრაცია. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, შექმნიშნები არ იქნება ჩართული, თუმცა პროექტი დასრულებული იქნება - გამწვანება, განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები და ასე შემდეგ. ავტობუსებს ექნება შესაბამისი ზოლები, როგორც აქამდე იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, მისივე თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მერია რესპუბლიკის მოედნის განახლებას გეგმავს.
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
1793623062
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
1793871309
რუსეთმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბა - დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი
1793643327
ტერაქტი კრაკოვში - პოლიციამ თავდამსხმელის შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა
1794080896
