კონფლიქტები
სუსი - 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

1787157756

"საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით ამოქმედებული იყო როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუსში.

სუსი - ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

1786711929

სუსის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში."ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნულია სუსის ინფორმაციაში.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

1786082400

რუსეთსა და საქართველოს პირველი კონფლიქტი 2008 წელს არ ყოფილა (1801 წელს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა; 1810 წელს – იმერეთის სამეფო, 1828 წელს – გურიის, 1857 წელს – სვანეთის სამთავრო, 1864 წელს – აფხაზეთის, 1867 წელს კი – სამეგრელოს სამთავრო ოფიციალურად გააუქმა; 1921 წლის თებერვალში საქართველოში “წითელი არმია” შემოიჭრა, რასაც 70-წლიანი საბჭოთა მმართველობა მოჰყვა; 1924 წელს კომუნისტებმა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ათასობით ქართველი დახვრიტეს; მასობრივი რეპრესიები განხორციელდა 1937 წელსაც; 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლების მოედანზე, საბჭოთა სადამსჯელო რაზმის შემოსვლას 21 მშვიდობიანი დემონსტრანტის დაღუპვა მოჰყვა; რუსეთის დახმარებით, 1992 წელს საქართველოს – სამაჩაბლო, ხოლო 1993 წელს – აფხაზეთი გამოეყო, აღნიშნულ რეგიონებში ეთნიკური წმენდა განხორციელდა, თუმცა მაშინ და 2008 წლამდე ეს “ქართულ-აფხაზურ”‘და “ქართულ-ოსურ” ეთნიკურ კონფლიქტებად მოინათლა), თუმცა ამ დაპირისპირებას პირველად, ოფიციალურად ეწოდა “რუსეთ-საქართველოს” ომი და საერთაშორისო პრაქტიკაში დაიწყო დამკვიდრება ტერმინმა “ოკუპაცია”.2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” გამოაცხადა. “მცოცავი ოკუპაცია”, ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება.2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა სიამ.შ. ოფიცერი: 22კაპრალ/სერჟანტი: 133რიგითი: 1რეზერვისტი: 10სამოქალაქო პირი: 3კაპიტან-ლეიტენანტი ჭიტაძე თეიმურაზ თამაზის ძე – სამხედრო საზღვაო-ძალებიკაპრალი დათუაშვილი ზვიად რევაზის ძე – სამხედრო საზღვაო-ძალებიკაპრალი ფიჩხაია თემურ გოგის ძე – სამხედრო საზღვაო-ძალებიკაპრალი ღვინჯილია გიორგი ნუგზარის ძე – სამხედრო საზღვაო-ძალებიკაპრალი ბარბაქაძე ზვიად ზურაბის ძე – სამხედრო საზღვაო-ძალებიკაპიტანი ბალხამიშვილი ალბერტ უშანგის ძე – სამხედრო-საჰაერო ძალებისერჟანტი დევნოზაშვილი ნოდარ ეფრემის ძე – სამხედრო-საჰაერო ძალებიავიაციის უმცროსი სერჟანტი ნანუაშვილი გიორგი ჯიმშერის ძე – სამხედრო-საჰაერო ძალებიკაპრალი ბასილაძე ბადრი გიორგის ძე – სამხედრო-საჰაერო ძალებიკაპრალი ტრაპაიძე შალვა გურამის ძე – I ქვეითი ბრიგადაკაპრალი თაყაძე ვიტალი ილიას ძე – I ქვეითი ბრიგადაკაპრალი ბეკურაშვილი მამუკა გოჩას ძე – I ქვეითი ბრიგადალეიტენანტი ხურციძე შოთა ოლეგის ძე – I ქვეითი ბრიგადაკაპრალი შაინიძე ასლან ჯემალის ძე – I ქვეითი ბრიგადაკაპრალი ნიკიტინი თამაზ ედუარდის ძე – II ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი ფანცულაია მამია თამაზის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი თეფანია ლევან ოთარის ძე – II ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი დიასამიძე ედნარ დურსუნის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი ჯაილოვა დიმიტრი ოთარის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი ბოკუჩავა თემურ ტარიელის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი სამაკაშვილი მამუკა ნუგზარის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი შაინიძე ამირან ნოდარის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი აბაშიძე მალხაზ ილიას ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი ბალაშვილი ზურაბ გივის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი დვალიშვილი მიხეილ დავითის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი ბერიძე თეიმურაზ ბეჟანის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი შეყლაშვილი ილია ვაჟას ძე – II ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი თურმანიძე ფრიდონ გიორგის ძე – II ქვეითი ბრიგადასერჟანტი შაინიძე ვაჟა ნოდარის ძე – II ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი გელდიაშვილი ანზორ ვახტანგის ძე – II ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი კოხრეიძე ლევან რეზოს ძე – II ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი ონიანი ალექსანდრე ვალოდის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი წულაძე რუსლან ვილორიკის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი ფორჩხიძე ნიკოლოზ ჯონდოს ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი კუპატაძე შმაგი როლანდის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი კაცაძე ზვიად სერგოს ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი ჯანელიძე ირაკლი ვაჟას ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი ბარამია მარლენ ტარიელის ძე – II ქვეითი ბრიგადასერჟანტი მელქაძე ლევან თამაზის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპიტანი ლაგურაშვილი ლერი თენგიზის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი მანძულაშვილი ლევან ოლეგის ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი წილოსანი ემზარ შუქრის ძე - II ქვეითი ბრიგადაავიაციის უმცროსი სერჟანტი კაკაურიძე ფელიქს მიტუშას ძე - II ქვეითი ბრიგადაკაპრალი ზოიძე რომანი ლევანის ძე- II ქვეითი ბრიგადაკაპრალი კოშაძე კახა აკაკის ძე- II ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი გოგნაძე ვალერი სულიკოს ძე- II ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი ეფაძე ზურაბ ავთანდილის ძე – III ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი გაბუნია ილია ივანეს ძე – II ქვეითი ბრიგადაკაპრალი ტატუაშვილი გიორგი ზაურის ძე – III ქვეითი ბრიგადაკაპრალი ზაზაშვილი ალექსანდრე პავლეს ძე – III ქვეითი ბრიგადაკაპრალი ქამაშიძე ავთანდილ იოსების ძე – III ქვეითი ბრიგადაკაპრალი ხარჩილავა კობა რევაზის ძე – III ქვეითი ბრიგადაკაპრალი ბალახაშვილი არტემ გურამის ძე – III ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი თუთისანი მერაბ მურმანის ძე – III ქვეითი ბრიგადაკაპრალი ციცქიშვილი ვალერი რეზოს ძე – III ქვეითი ბრიგადაკაპრალი გოგორიშვილი გიგა ტიტეს ძე – III ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი კოპალიანი პაატა ჯეირანის ძე – III ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი ბრეგაძე ფრიდონ ავთანდილის ძე – III ქვეითი ბრიგადაკაპიტანი ახობაძე მერაბ ტარიელის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპიტანი სერგია კობა იურის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპიტანი კირაკოზაშვილი გიორგი ოთარის ძე- IV ქვეითი ბრიგადამაიორი დოლიძე შალვა ზაურის ძე – IV ქვეითი ბრიგადასერჟანტი მგალობლიშვილი ფილიპე ჰამლეტის ძე – IV ქვეითი ბრიგადაუფროსი ლეიტენანტი ბაბუციძე ილია გიორგის ძე – IV ქვეითი ბრიგადაუფროსი ლეიტენანტი ნადარეიშვილი გიორგი გენადის ძე- IV ქვეითი ბრიგადალეიტენანტი ბარდაველიძე ალია მერაბის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი დევდარიანი ლევან ცაგოს ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ბაზაძე ირაკლი ომარის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი თენიეშვილი ზაურ ჯუმბერის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ლომიძე ავედიკ ვახტანგის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ყალაბეგიშვილი ნიკა გაბრიელის ძე- IV ქვეითი ბრიგადა-70კაპრალი ჯიქია დავით დაზმერის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი დადვანი საბა შამილის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ირემაძე მურთაზ გურამის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი გზირიშვილი ვახტანგ ბადრის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი დვალიშვილი დავით რობერტის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი დოიჯაშვილი ონისე ლევანის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი მჟავანაძე რაულ ასლანის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ჩადუნელი დევი ჯონდოს ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ქარჩავა გოგიტა ნუგზარის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი მახარაშვილი ზაურ მურმანის ძე – IV ქვეითი ბრიგადა-80კაპრალი წურწუმია კობა ამირანის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ჯავახიშვილი გიორგი გენადის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ღვინიაშვილი სოსო თენგიზის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ბერიკაშვილი გიორგი მიხეილის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი დავითაშვილი ვლადიმერ უშანგის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი იოსებიძე ლევან შუქურის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ახალკაცი რეზო გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი აბრამიშვილი ზურაბ გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადაუფროსი სერჟანტი ფერაძე ზაზა თენგიზის ძე – IV ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი სოფრომაძე უშანგი ომარის ძე- I ქვეითი ბრიგადამაიორი ჭედია გელა გივის ძე – V ქვეითი ბრიგადასამედიცინო სამსახურის სერჟანტი ჭელიძე მერაბ თამაზის ძე – V ქვეითი ბრიგადაკაპრალი ღვინიაშვილი გიორგი თენგიზის ძე – V ქვეითი ბრიგადაკაპრალი მამალაძე ამირან გურამის ძე – V ქვეითი ბრიგადაკაპრალი ტოროშელიძე ჯიმშერ იაშას ძე – საინჟინრო ბრიგადაკაპრალი მურადაშვილი გიორგი პაატას ძე – საინჟინრო ბრიგადასერჟანტი ახალკაცი ზაზა ბეგლარის ძე – საინჟინრო ბრიგადაპოლკოვნიკი ელიზბარაშვილი დავით ვალიკოს ძე – საინჟინრო ბრიგადაუფროსი სერჟანტი ბერიანიძე არჩილ ვახტანგის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონისერჟანტი ბადრიაშვილი გიორგი ნოდარის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი -100უფროსი სერჟანტი მელიქიძე თამაზ არდიკოს ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი კვალიაშვილი ივანე მალხაზის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი განჯელაშვილი ვასილ გივის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი რომელაშვილი გიორგი ირაკლის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი დოთიაშვილი ზაზა ზაურის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი კურდღელაშვილი ჯიმშერ ელგუჯას ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი მამუკაშვილი გიორგი ვალერის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი კვირიკაშვილი ზაქარია იოსების ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონისერჟანტი ინაური ელგუჯა ნოდარის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი ურიგაშვილი ზურაბ თამაზის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი მეხატურიშვილი იოსებ გურამის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი მიჩიტაშვილი მზეჭაბუკ ტარიელის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი ერაშვილი გიზო გურამის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი წულაია გიზო გულივერის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი ელიკაშვილი ივანე ნუგზარის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიუფროსი სერჟანტი მაკრახიძე გოგიტა გურამის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი ქარელი ოთარ პაატას ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონისერჟანტი ცერცვაძე მიხეილ ქიშვარდის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი შაინიძე გიორგი დავითის ძე – ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონიუმცროსი სერჟანტი ასლანიძე ომარ ლეოს ძე – ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონისერჟანტი თავგორაშვილი კახაბერ გიორგის ძე – სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებას/პირი რაზმაძე ამირან ავთანდილის ძე – ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტირეზერვისტი ხურცილავა დათა ბესიკის ძე – ეროვნული გვარდიარეზერვისტი ჭითანავა გოგა ტარიელის ძე – ეროვნული გვარდიარეზერვისტი კიკალეიშვილი ოთარ ბახვას ძე – ეროვნული გვარდიარეზერვისტი გაბუნია შალვა ემზარის ძე – ეროვნული გვარდიარეზერვისტი ბერაია გოგა რევაზის ძე – ეროვნული გვარდიარეზერვისტი იოსავა მიხეილ ბესიკის ძე – ეროვნული გვარდიარეზერვისტი ჭოჭუა ლევანი მძლავრის ძე – ეროვნული გვარდიარეზერვისტი მორბედაძე ირაკლი ოთარის ძე – ეროვნული გვარდიარეზერვისტი ბოჭოიძე ზაზა სავლეს ძე – ეროვნული გვარდიარეზერვისტი-კობა ჯაშაშვილი - ეროვნული გვარდიაკაპრალი ბლიაძე დავით ბუხუტის ძე - IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ქამაშიძე ტარიელ მიხეილის ძე- IV ქვეითი ბრიგადალეიტენანტი მამისაშვილი რეზო გელას ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი წიქარიშვილი გიორგი ზაზას ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ჭაღალიძე თენგიზ შოთას ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი გლუნჩაძე ზაზა თენგიზის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპიტანი ყულოშვილი ერეკლე მიხეილის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპიტანი თანდაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი გოროზია სერგეი კონსტანტინეს ძე-IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი მიდელაშვილი ლევანი ავთანდილის ძე – IV ქვეითი ბრიგადასამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი ბეგიაშვილი ზურაბ თემურის ძე- IV ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე გიორგი ზაურის ძე – IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ქათამაძე გიორგი შირინის ძე - IV ქვეითი ბრიგადაუფროსი ლეიტენანტი მელია სერგო თამაზის ძე- IV ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი გელა მიხეილის ძე - IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ბეჟუაშვილი იოსებ მიხეილის ძე  - IV ქვეითი ბრიგადაუფროსი სერჟანტი ნაჭყებია ზურაბ სერგოს ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ხუბულური კახაბერ ირაკლის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი უგრეხელიძე რომან გრიგორის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ჭონიშვილი ოლეგ სერგოს ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი რომელაშვილი გელა მურაზის ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი ბერანძე ბადრი ოთარის ძე- I ქვეითი ბრიგადაკაპიტანი ჯოჯუა გიორგი თეიმურაზის ძე- IV ქვეითი ბრიგადაუმცროსი სერჟანტი დანელია გოჩა გურამის ძე- IV ქვეითი ბრიგადაუფროსი ლეიტენანტი ნატროშვილი ალექსი გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ხაიკაშვილი შმაგი ამირანის ძე - IV ქვეითი ბრიგადაუფროსი სერჟანტი თიგიშვილი გელა ვაჟას ძე - IV ქვეითი ბრიგადაკაპიტანი ჯიშკარიანი ვეფხვია გიგუშას ძე - II ქვეითი ბრიგადალეიტენანტი რომელაშვილი გიორგი მურაზის ძე - ც/ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი ბირთველიშვილი ზაზა თამაზის ძე - ც/ჯავშანსატანკო ბატალიონიკაპრალი ალავერდაშვილი რეზო გოჩას ძე- IV ქვეითი ბრიგადასერჟანტი ტურაშვილი ზურაბ გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი ნოზაძე შმაგი გუგულის ძე- IV ქვეითი ბრიგადაკაპრალი სუხიტაშვილი ოთარ დიმიტრის ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონის/პგიორგი აბრამიშვილი - სამხედრო ჰოსპიტლის ექიმის/პ-სამქანაშვილი ნატალია - ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობარუსეთ-საქართველოს ომის დროს შსს-ს გარდაცვლილი თანამშრომლების სია:1.  რომელაშვილი გია ნოშრევანის ძე2.  თევზაძე ლაშა სამსონის ძე3.  აბრამაშვილი ირაკლი დავითის ძე4.  კაპანაძე ბესიკ ამირანის ძე5.  ტატულაშვილი ზურაბ მიხეილის ძე6.  სახელაშვილი გივი შიოს ძე7.  ართმელაძე ნადიმ გურამის ძე8.  ავალიანი დათუნა იურის ძე9.  მიქელაძე იაგო შალვას ძე10.  ჩიჩუა ზვიად თეიმურაზის ძე11.  შუბითიძე მამუკა ავთანდილის ძე12.  ძირტკბილაშვილი გიორგი ჯემალის ძე13.  ბიბილური ზურაბ ოთარის ძე14.  მარსაგიშვილი გიორგი ამირანის ძე

საჩხერის მუნიციპალიტეტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

1785146606

სუსის ინფორმაციით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი გამოიყენა, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული "ცხელი ხაზი"."სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუსში.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 133-ე შეხვედრა ჩატარდა

1784816266

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი."სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 2026 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სუსი - სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

1782378400

"უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული "ცხელი ხაზი".სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო  პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუსში.

გაგლოევი გადადგა და პუტინის მრჩეველი გახდა

1782221907

"გუშინ შევხვდი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც მიმიწვია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის მრჩევლად მუშაობისთვის და ჩვენს მიერ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის.ოსი ხალხის ისტორიული არჩევანი ყოველთვის რუსეთთან ერთიანობა იყო.⁣⁣ დღეს ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სანუკვარი ოცნება ახდეს - დავძლიოთ გაყოფილი ხალხის ბედი და გავერთიანდეთ ჩრდილოეთ ოსეთთან, გავერთიანდეთ დიდ რუსეთთან.მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინს და მზად ვარ მის გვერდით დავდგე“, - განაცხადა გაგლოევმა.მისივე თქმით, "რუსეთთან მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ 9 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულება ოს ხალხს კვლავ გაერთიანებაში დაეხმარება და სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს".⁣⁣⠀⁣⁣⠀"პრეზიდენტის" მოვალეობას ე.წ. პრემიერ-მინისტრი მარატ კამბოლოვი შეასრულებს. "არჩევნები" არაუგვიანეს 21 სექტემბერს უნდა გაიმართოს.გაგლოევი ე.წ. პრეზიდენტი 2022 წლის მაისში გახდა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია

1781004557

"უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუსში.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

1779196868

2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სასამართლომ რაშის კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 14 წლით აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ის ამ დრომდე დაუსჯელია.2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სასამართლომ რუსეთს მოკლულის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა, ხოლო ხარჯების ასანაზღაურებლად 9 265 ევროს გადახდა დააკისრა.

სუსი -  სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

1779107727

"უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული "ცხელი ხაზი".სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუსში.