სპორტი
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია

1791558595

25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და მსოფლიო პირველობაზე კარიერაში პირველად დაეუფლა უმაღლესი სინჯის მედალს.სულამანიძე ასევე არის ევროპის ჩემპიონი და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი. მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მეორე მედალი მოიპოვა – 2021 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი იყო.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ასევე გახდა ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

1791547473

NBA-ის ლეგენდა დუაიტ ჰოვარდი 10 ოქტომბერს პირველად ჩაიცვამს Black Fortress-ის ფორმას და თავის პირველ მატჩს ითამაშებს ახალ გუნდში.ეს დებიუტი ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის ფარგლებშიც გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველად იხილონ NBA-ის ვარსკვლავი მოედანზე.სპორტული ღონისძიება მაყურებელს სრულფასოვან სანახაობას ჰპირდება: მატჩამდე გაიმართება Pre-Game შოუ, შესვენებისას კი Half-time შოუ. დამსწრეებს ასევე ელოდებათ გრანდიოზული გათამაშებები და მრავალი სიურპრიზიღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. 9 და 10 ოქტომბერს ბილეთების შეძენისას, საქართველოს ბანკის მომხმარებლები საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მიიღებენ 40%-იან ქეშბექს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

საქართველოს და უკრაინის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა

1790619193

მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა.საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ამ გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა.მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონია

1790528857

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური, ზურაბ ზურაბიანი, ლევანი გუგავა, და ბაჩუკი შელია ასპარეზობდნენ.მსოფლიო ჩემპიონატში რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის, 312-მა პარაათლეტმა მიიღო მონაწილეობა.  

"მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშისას არაერთხელ გამეხარებინა ქართველი გულშემატკივარი"

1790446984

"მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ ექვსი წლის განმავლობაში ერთად გამოვიარეთ. ეს იყო საოცარი მოგზაურობა. მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშისას არაერთხელ გამეხარებინა ქართველი გულშემატკივარი. თქვენ გაგვიყვანეთ ევროპის ჩემპიონატზე, რაზეც ქართველები ამდენი წლის განმავლობაში ვოცნებობდით. ამის გამო თითოეული ქართველი, ჩემი ჩათვლით, მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი იქნება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ და თქვენს ოჯახს მომავალში მხოლოდ წარმატებასა და ბედნიერებას გისურვებთ", - წერს ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში.ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლამდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. 

ვილი სანიოლი - ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული, ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა

1790432339

"ძვირფასო საქართველო,გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებით და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძნია და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს.საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის. ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით“, – წერს სანიოლი.საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

ვილი სანიოლს რამაზ სვანაძე შეცვლის

1790411811

"საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის.მადლობა ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა. სანიოლის ხელმძღვანელობით 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძის ასისტენტი გიორგი ადამია გაწვრთნის.

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება

1790172418

სამხრეთაფრიკული „ტოიოტა ჩიტასი“, „აირლინკ პუმასი“ და „სუზუკი გრიქასი“, პორტუგალიური „ლუზიტანუში“, ესპანური „იბერიანსი“ და ქართული ფრენჩაიზი - „შავი ლომი“ თავს საქართველოში, თბილისის თასის ფარგლებში მოიყრიან.ტურნირი 24 სექტემბერს, 6 გუნდის მონაწილეობით დაიწყება. ავჭალის სტადიონი თითო სათამაშო დღეს სამ შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც ევროპული გუნდები სამხრეთაფრიკულ კლუბებს დაუპირისპირდებიან."შავი ლომი“ პირველ თამაშს „სუზუკი გრიქასთან“ გამართავს (24 სექტემბერი 20:00); მეორე მატჩი „აირლინკ პუმასთან“ ექნება (29 სექტემბერი, 17:00); მესამე შეხვედრა კი, „ტოიოტა ჩიტასთან“ (4 ოქტომბერი 20:00).ტურნირზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურ მატჩებზე, ისე - დღიურ აბონემენტების სახით. შეგახსენებთ, რომ 6 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება უფასოა.სხვადასხვა სარაგბო კულტურების თბილისურ გზაჯვარედინზე შერკინება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და საქართველოს, როგორც მდიდარი სარაგბო ტრადიციის მქონე ქვეყნის სტატუსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.თიბისი ქართული რაგბის განვითარებას და მის საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერებას წლებია მხარს უჭერს. მსგავსი ტურნირები კი, ქართველ მორაგბეებს ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ თამაშის, ახალი გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების ახალ შანსებს აძლევს. 

25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება

1790065977

საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, ფეხბურთის ფედერაციასთან და გულშემატკივრებთან ერთად, 25 სექტემბერს  ჩვენი ფეხბურთელების მხარდასაჭერად ქალაქს ხმაურით აავსებს და ჩვენს სპორტსმენებს კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ „ქომაგობა არ ჩერდება“.25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, თბილისში, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივართა სპეციალური ზონები და  ქუჩის ტრიბუნები მოეწყობა, სადაც ქართველი ქომაგები ჩვეული შემართებით, სიმღერითა და ხმაურით გააცილებენ ნაკრებს სტადიონზე.გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნებიდან ხმაურით შეაცილონ ნაკრების ავტობუსი  სტადიონზე და ფეხბურთელებს საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ყოველი გადაცემის, გატანილი გოლის თუ შესვენების დროს ნაკრებმა იგრძნოს, რომ მათ გვერდით მთელი ქვეყანა დგას. ქომაგები ასევე შეიკრიბებიან ცაბაძის კუთხეში, თამარ მეფის ხიდთან, დინამო არენასთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, სადაც ასევე მოეწყობა საგულშემატკივრო ტრიბუნები."გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ძალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჯერად ტრიბუნებზე ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ჩვენს ქომაგობას ვერ შეაჩერებს. პირიქით, გვაძლევს შესაძლებლობას, ფეხბურთის ემოცია მთელი ქალაქის მასშტაბით გავაერთიანოთ. გვინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ მათი გულშემატკივრობა არ ჩერდება. 25 სექტემბერს მთელი თბილისი გულშემატკივართა ტრიბუნა იქნება და ერთმანეთის გვერდით დგომით გავამხნევებთ ნაკრებს. ერთად ვაჩვენოთ, რა ძალა აქვს ქართულ ქომაგობას“, – აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.მართალია, ამ ფორმატით მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩატარდება, თუმცა წინ კიდევ მნიშვნელოვანი მატჩებია და თითოეულ ბრძოლაში ერთიანობაა საჭირო. 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, შევიკრიბოთ „დინამო არენასთან“ მოწყობილ ტრიბუნებზე, ერთად გავავსოთ ქალაქი ფეხბურთის ემოციით და ჩვენს ნაკრებს მხარდაჭერა გავაგონოთ, რადგან არცერთი მიზეზის გამო „ქომაგობა არ ჩერდება“.ინფორმაციისთვის,  25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას” ერთა ლიგის B დივიზიონის საშინაო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. არსებული შეზღუდვების გამო, ჩვენი ფეხბურთელები ამჯერად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ. სწორედ აქედან დაიბადა კამპანიის იდეაც: თუ გულშემატკივარი სტადიონზე ვერ შედის, ქომაგობა ქუჩებში გაგრძელდება - თუ სტადიონი ჩუმადაა, იხმაურებს ქალაქი.

ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება

1789976057

ქომაგობა სტადიონის კარებთან არც იწყება და არც მთავრდება. ის 90-წუთიან სანახაობაზე მეტია - საერთო ემოცია და იდენტობა, რომელიც ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ერთ გუნდად აერთიანებს. სწორედ ეს მუხტია, რაც თამაშის დროს ქალაქის რიტმს ცვლის."ოდესმე ყოფილხართ ცარიელ სტადიონზე? დადექით ცარიელი სტადიონის შუაგულში და მოუსმინეთ - არაფერია ცარიელ სტადიონზე უფრო ცარიელი. არაფერია მაყურებლის გარეშე დარჩენილ ტრიბუნებზე უფრო ჩუმი“- ურუგვაელი პუბლიცისტის, ედუარდო გალეანო ს ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს გულშემატკივრობის ძალაში.ახლა, როცა ერთა ლიგის პირველი ოფიციალური მატჩი ახლოვდება, გულდასაწყვეტია, რომ ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს. თუმცა, როცა ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე შენი ქვეყნის სახელით გადიან, გუნდის მარტო დატოვება უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს სიჩუმე დიდ ხმაურად უნდა იქცეს, ჩვენი მხარდაჭერა კი - მოედანზე გადავიდეს.ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გვიმღერია ჩვენი ფეხბურთელებისთვის - „შენთანა ვარ, ნურაფრის გეშინიაო“. ახლაც იგივე გამეორდება. 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, „დინამო არენასთან“, ქუჩაში მოწყობილტრიბუნაზე  ქართველი ქომაგებმა  ჩვენს ფეხბურთელებს  გაამხნევებენ, რათა  საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ.ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოკლე თუ შორეული გადაცემების, გატანილი გოლის დროს თუ ტაიმებს შორის შესვენებისას, ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ მარტო არასოდეს არიან. რომ ახსოვდეთ: ჩვენ ყოველთვის მათთან ვართ.მართალია, ამ ფორმატით მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდება - წინ კიდევ 5 თამაშია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია და ყველა ბრძოლაში ერთიანობაა საჭირო.ჰოდა, კიდევ ერთხელ გახსენებთ: 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, საქართველოს ქომაგები იკრიბებიან „დინამო არენასთან“ სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებზე, რომ დახვდნენ ნაკრების ავტობუსს და უგულშემატკივრონ საქართველოს.ქომაგობა არ ჩერდება!წყარო: საქართველოს ბანკის ბლოგი