უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ATACMS-ის მიწოდებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ბაიდენთან განიხილეს უკრაინის რუსული თავდასხმებისგან დაცვის საკითხები. კერძოდ, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის მარაგი ხარკოვის თავდაცვისთვის.

მისივე თქმით, უკრაინა თავის პარტნიორებთან მუშაობს რუსული ტერორიზმისგან დაცვის გაზრდის მიზნით.

ზელენსკის განცხადებით, დღეს გადაწყდა უკრაინისთვის ATACMS რაკეტების მიწოდების საკითხი.

"დღევანდელი შედეგი არის ის, რომ უკრაინისთვის ATACMS-ის შესახებ ყველა პუნქტი გათვალისწინებულია, გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, ამერიკა!" - განაცხადა ზელენსკიმ.