1787932840
რევაზ სოხაძე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს და სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას.რევაზ სოხაძემ სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელების შესახებ შესაბამისი დავალებები მისცა.ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ და დღეს უწყვეტად მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მობილიზებული რამდენიმე ათეული მძიმე და სპეციალური ტექნიკა. შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, სამუშაოებში ჩართული არიან კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკური ჯგუფებიც. მიმდინარეობს გზებისა და ქუჩების გაწმენდა, დაზიანებული ტერიტორიების მოწესრიგება და შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მობილიზებული ტექნიკისა და შესაბამისი სამსახურების მუშაობა დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გაგრძელდება.“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებული ოჯახების დახმარება. რამდენიმე ოჯახი ადგილზე მოვინახულეთ. ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებში შეტანილია ნაშალი მასალა. მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს, რომ უმოკლეს ვადაში გაიწმინდოს მათი საცხოვრებელი გარემო, ტერიტორიიდან სრულად გავიტანოთ ნაშალი მასალა და გაიწმინდოს შესაბამისი არხები და კომუნიკაციები, რათა წყლის თავისუფლად გატარება იყოს შესაძლებელი. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად არის მობილიზებული და დაზარალებულ ოჯახებს საჭიროების შესაბამისად დაეხმარება”, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.მისივე თქმით, სტიქიამ დააზიანა ქალაქ ბაღდათში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ნაწილი. კონტრაქტორ კომპანიასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა პირველ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები - დროებით მოწესრიგდება დაზიანებული გზის მონაკვეთები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი გადაადგილება, რის შემდეგაც დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
1787854953
ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებისთვის შეუძლიათ დარეკო მითითებულ ნომერზე: +995 591 909 005ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის მდგომარეობას ეცნობიან და შესაბამის დახმარებას უწევენ.ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.
1787752302
ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები, აგროქიმიკატების რეალიზაციას რეგისტრაციისა და სააგენტოსგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ."კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.დარღვევებისთვის ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად, მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
1787664660
გამოვლენილი დარღვევებისთვის ბიზნესოპერატორი, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ.
1787487994
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია როგავების ოჯახის სამი წევრი. მათი ცხედრები სახლში მეზობელმა იპოვა."გარდაცვლილია სამი პიროვნება. რით არიან გარდაცვლილი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. დები იყვნენ. სამივე და მარტო ცხოვრობდა, გაუთხოვარი გოგოები იყვნენ. სუნი იგრძნო მეზობელმა ჭიშკართან. დაახლოებით 4-5 დღე არ ჩანდნენ. ექსპერტიზას წაღებული აქვს ყველაფერი, საჭმელიც, წყალიც. მე რომ ვიყავი, უკვე ექსპერტიზა მოსული იყო", - აცხადებს სოფლის გამგებელი ლადო შველიძე.გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
1787224810
"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (მისამართი: გობეჩიას ქუჩა) ინდივიდუალური მეწარმე ა.შ. აგროქიმიკატების რეალიზაციას ახდენდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
1786638291
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ26-კმ50 მონაკვეთის (სექცია 2) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფარგლებში, აღნიშნული საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის, საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს 09:00 სთ-დან 4 სექტემბრის ჩათვლით.მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1786625690
ქუთაისში, ნიკეას მე-2 შესახვევში ინდივიდუალური მეწარმე ბიზნესსაქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა."კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
1786622576
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე - რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
1786526798
"ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები.კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი - თურმე ემუქრებოდნენ ოჯახს ამოგიხოცავთ, თუ სიტყვა გავიდა აქედანო
1787168760
გია ხუხაშვილი - ეს მითოლოგიაა, რომ ღარიბაშვილს რაიმე პოლიტიკური რესურსი აქვს, ან პიროვნული, ან სხვა ტიპის
1786989873
"არავინ იცის, სად მივიდა საქართველოდან გატანილი საწვავი და რას მოხმარდა"
1786992306
ყულიშკარში სამი დის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, საკვებით ინტოქსიკაცია გახდა
1787487994
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს
1787902576
