საზოგადოება
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

1794752127

აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, მითითებულ პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება. სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ობიექტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.

"სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად, არამც და არამც"

1794751976

"დღეს წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნების შესახებ, რომელიც ბოროტი სულების მთელი ლეგიონით იყო შეპყრობილი. ამ ეპიზოდში ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ბოროტმა სულებმა, მიხვდნენ რა, რომ დადგა დასასრული მათი ამ საწყალ კაცზე ბატონობისა, სთხოვეს უფალს, ნება მიეცა მათთვის, ღორების კოლტში შესულიყვნენ (ლკ. 8, 26-33).აქედან ჩანს, რომ ღვთის ნებართვის გარეშე მათ ამის გაკეთება არ შეეძლოთ. ასევე ჩანს, რომ მათი ძალა არ არის ჭეშმარიტი, პირუტყვებზეც კი არ აქვთ ძალაუფლება; მაგრამ ჩნდება შეკითხვა: რატომ დართო ნება უფალმა ღორებში შესვლისა?! როგორც კი შევიდნენ, მათ ხომ დაღუპეს ისინი?! – ღორების კოლტი კლდიდან წყალში გადაეშვა და დაიღუპა.როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, უფალმა ეს გააკეთა ჩვენი სულიერი სარგებლისთვის, რათა გავიგოთ, რამდენად სძულს ბოროტ სულს ღვთის ნებისმიერი ქმნილება. იმდენად სძულს, რომ როცა მიიღო ეს ძალაუფლება, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ დაეღუპა ეს საწყალი პირუტყვები. და ასევე, რათა გავიგოთ, რომ მით უმეტეს, სძულს ადამიანი; შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ზუსტად ასე მოექცეოდა ადამიანებს და ერთ წამში დაღუპავდა მთელ კაცობრიობას. თუ ამას არ აკეთებს, მას მხოლოდ ღვთის ძალა უშლის და აკავებს.და აი, ამ ქალაქის მცხოვრებლებმა როცა ეს ამბავი გაიგეს, იმის მაგივრად, მადლობა ეთქვათ, გახარებოდათ და ქალაქში დაეპატიჟათ, გამოდიან უფალთან შესახვედრად და სთხოვენ, შორს წასულიყო მათი ქალაქიდან. მათ შეეშინდათ, რომ თუ ის ქალაქში შევიდოდა, მათთვის ჩვეულ ცხოვრების წესს დაარღვევდა. ფიქრობდნენ, რომ ისედაც რამხელა ზარალი ვნახეთ ღორების კოლტის დაღუპვით, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო ქალაქში შემოსული და როცა შემოვა, რაღას იზამსო?! ამიტომ სთხოვეს განშორება (ლკ. 8, 34-37).აი, ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ანგარებიანი შიშის მაგალითი. ასეთი რამ ხდება, როცა ადამიანს ეშინია, თავის სულში, თავის ცხოვრებაში შემოუშვას ღმერთი. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ავიღოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ამბობს (გვსმენია ასეთი გამონათქვამები): „მე ხომ არ ვარ მონაზონი, ბერი, რომ იგივე მომეთხოვებოდეს, რაც მონაზვნებს – ისეთივე სულიერი მხურვალება, სწრაფვა. მე ხომ ერისკაცი ვარ, განა შეიძლება იგივე მომეთხოვებოდეს?!“. როდესაც ადამიანი ასე დაჟინებით მოითხოვს, მისი შინაგანი სულიერი სამყარო არაფერმა შეაწუხოს, არანაირი სულიერი ღვაწლი, ვალდებულება არ იტვირთოს, მაშინ ის ძალიან ემსგავსება ამ ღადარინელებს, რომლებმაც სთხოვეს უფალს, მოშორებოდა მათ ქალაქს.ამასთან დაკავშირებით შესანიშნავად მსჯელობს დიდი მამა, წმინდა იოანე ოქროპირი. დღეს ძალიან მინდოდა, მოკლე ამონარიდი წამეკითხა თქვენთვის ამის თაობაზე. ის წერს: „ძალიან ცდები და თავს იტყუებ, თუ ფიქრობ, რომ ერთი მოეთხოვება ერისკაცს და სხვა – მონაზონს. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ერთი ქორწინდება, მეორე კი – არა. დანარჩენ ყველაფერში კი მათ თანაბარი პასუხისმგებლობა აქვთ. მაგალითად, ვინც ამაოდ განურისხდება ძმას, იქნება ის ერისკაცი თუ მონაზონი, თანაბრად შეურაცხყოფს ღმერთს. ვინც ქალს გულისთქმით შეხედავს, იქნება ის ერისკაცი თუ მონაზონი, თანაბრად დაისჯება სიძვისთვის და ასეა ყველა სხვა დიდი მცნების შემთხვევაშიც. მაგალითად, როცა უფალი ამბობს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა“, „მგლოვარენი გულითა“, „ნეტარ არიან მშვიდნი, მოწყალენი, წმინდანი გულითა, მშვიდობისმყოფელნი, სიმართლისთვის დევნულნი“ და ასე შემდეგ, იგი არ ახსენებს არც ერისკაცს, არც მონაზონს. ასეთი დაყოფა ადამიანის გონებამ შემოიტანა (გულისხმობს დაყოფას პასუხისმგებლობის თვალსაზრისით), წერილი კი არ იცნობს ამას და სურს, ყველამ მონაზონივით იცხოვროს, თუნდაც, რომ ჰყავდეთ ცოლები. ასე რომ, – ასკვნის წმინდა იოანე ოქროპირი, – ერისკაცებსაც იგივე მოეთხოვება, რაც მონაზვნებს, ყველა ადამიანი უნდა ავიდეს ერთსა და იმავე სიმაღლეზე. სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! როგორც ამბობს პავლე მოციქული, ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარება და სწრაფვა სულიერებისკენ, სიწმინდისკენ“ .აი, ასეთი საოცარი სიტყვებია, ძვირფასო ძმებო და დებო!  ასე რომ, დავფიქრდეთ დღეს მოსმენილ სწავლებაზე და ყველანაირად ვეცადოთ, შევასრულოთ ღვთის ნება; ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი, რომ არ გავხდეთ ამ განკურნებულ ღადარინელ ეშმაკეულზე უარესი, რომელმაც განკურნებისთანავე, უმალვე ისეთი სიბრძნე გამოავლინა, რომ ძალიან ღირსეული მაგალითი გახდა ყველასთვის. ამინ!“, - განაცხადა შიო მესამემ.

მეუფე იობი - უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა

1794738592

მისი თქმით, „ნიღბების ჩამოხსნის პროცესი“ უკვე დაწყებულია და საბოლოოდ ყველას რეალური სახე გამოჩნდება."ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა. "არ არს დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოს“, არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს. ამ პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ეს ასე აუცილებლად მოხდება. ყველა გამოჩნდება ვინ, ვინ არის. ეს კარგი არის. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ არჩევ, ვერ განისაზღვრება ვინ არის შენ გვერდში. შეიძლება ახლობელი იყოს და „აი, თურმე უბეში გველი მყოლია“ - ასე თქვა. დადგება სულიწმიდის მადლით, ის დრო, როდესაც ყველა ნიღაბს ჩამოიხსნის და ისეთი, როგორიც არის...თუ ჩვენ უფალს ვეკუთვნით, უფლის ერთგულები უნდა ვიყოთ. სამშობლოს ერთგულები უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. ამ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ. ყველა ვალდებულია, სასულიერო პირი იქნება, ერის ადამიანი იქნება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მცირერიცხოვანი ერი ვართ. და გვიყვარდეს ერთმანეთი“, - აცხადებს მეუფე იობი.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

1794665413

"აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, მითითებულ პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება.უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ობიექტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და კოსტავას ქუჩაზე 15 ნოემბერს მოძრაობა შეიზღუდება

1794662369

რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენები იგება.შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.შეზღუდვის დროს, ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.კერძოდ, ავტობუსები - N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები: N472,N 532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას, ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.აგრეთვე, მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ. 

მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა და დაიღუპა

1794654190

არსებული ინფორმაციით, ის მალევე ამოიყვანეს, თუმცა უკვე დაღუპული იყო.შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში კი ნალექია მოსალოდნელი

1794653691

"ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი"

1794590160

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველოს მართებს უფლისადმი ერთგულების გზით სიარული, რათა გაძლიერდეს და გამთლიანდეს.„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის. როგორც უთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ეს დღე არის ქართველი ერის სულიერი გაბრწყინების და ზეიმის დღე. წმინდა 100 000 მოწამე, ისევე როგორც სხვა მოწამეები, არიან დიდება და მშვენება ქრისტიანული ეკლესიისა, არიან ყველაზე ძლიერი ქადაგება აღდგომილ ქრისტეზე. რას ნიშნავს მოწამე, ეს ნიშნავს მოწმეს, ასე ჟღერს ბერძნული სიტყვა – მარტის, ნიშნავს მოწმეს და ნიშნავს მოწამეს. წმინდა მოწამეები სწორედ ამას მოწმობენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არა აქვს არანაირი ძალა. ქრისტეში ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე და უკვე აქ, ეკლესიაში, ეკლესიურ საიდუმლოებებში, ლოცვებით, ჩვენ ვხვდებით მარადიული ცხოვრების მიმღებნი და თანაზიარნი, მონაწილეები. წმინდა მოწამეები კვდებოდნენ ქრისტესთვის, რომ გამხდარიყვნენ სიკვდილზე მისი გამარჯვების თანაზიარნი. ამიტომაც, წმინდა მამები ამბობდნენ, რომ მოწამეობა, მიწაში ჩავარდნილი მარცვალივით ქრისტიანობისთვის იქცა იმ თესლად, რომელმაც შემდგომ უხვი ნაყოფი გამოიღო.მართლაც, მიუხედავად სასტიკი დევნისა, აკრძალვების, სიკვდილით დასჯის, ქრისტიანული ეკლესია მაინც მრავლდებოდა, სწავლება ქრისტესი გრძელდებოდა. ამას პირველი ბიძგი, როგორც იცით, მისცა წმინდა მოციქულთა ქადაგებამ, რომელთა უმრავლესობაც, როგორც ქრისტეს ერთგულმა მოწმეებმა, სიცოცხლე დაასრულეს მოწამებრივად, მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს. მათ შემდგომ პერიოდებში, მიუხედავად სასტიკი დევნისა, სიკვდილით დასჯისა, უფალი ყოველთვის ამრავლებდა მორწმუნეებს ეკლესიაში და მფარველობდა ეკლესიას და ამაში ფასდაუდებელია მოწამეების დამსახურება. მათი ერთგულებით, სიყვარულით შთაგონებული იყო მრავალი ადამიანი და მათი ლოცვით, მათი წყალობით, მათი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ შეძლო ამა სოფლისგამ მომდინარე სიძულვილის და წარმართობის დამარცხება.ასე იყო წმინდა კეთილმსახური, მოციქულთა სწორი მეფე კონსტანტინე დიდის პერიოდშიც, ასე იყოს შემდგომ პერიოდებშიც. ასე იყო მე-20 საუკუნეშიც, როდესაც ათეისტური ხელისუფლება დამარცხდა ეკლესიასთან ბრძოლაში, ჩამოიშალა და წავიდა. დღეს ჩვენ, მთელი ეკლესია, მთელი ერი, სამღვდელოება, ჩვენი ხელისუფლებაც, ერთად ვზეიმობთ, აღნიშნავთ ჩვენი ქვეყნის, სრულიად საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს და ეკლესია დგას, არსებობს. ღრმად გვწამს, რომ ეკლესია იარსებებს, ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, რადგან დამყარებულია უფალი იესო ქრისტეს უტყუარ სიტყვებზე, მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩვენც გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით, უფალმა ჩვენ შეგვიწყალა, მოგვიყვანა წმინდა ეკლესიაში, სულის გადასარჩენად, საცხოვნებლად, მოგვიწოდა, მოგვიყვანა და ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების, წმინდანების ხსენებისა, ვისაც დღეს ჩვენ ვადიდებთ და ვიყოთ მემკვიდრენი მისნი უფლისადმი სიყვარულსა და ერთგულებაში.დღეს ჩვენ ვევედროთ, ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, რომელიც ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი და მოიყვანა დღემდე. ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, რომ მხოლოდ ამ გზის ერთგულება გადაგვარჩენს ჩვენ და მიგვიყვანს სასუფევლამდე. ამდენად, ჩვენ გვმართებს, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ გზის ერთგულება და ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს და გადარჩეს და გამთლიანდეს.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, წმინდა ასი ათასი მოწამე შეგვეწიოს და გაგვაძლიეროს, წმინდა 100 ათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა პატრიარქმა. 

გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად "საქართველოს ბანკის" Fan Card-თან ერთად

1794576592

საქართველოს ბანკის მიზანია, საგულშემატკივრო ბარათი ქომაგებისთვის განუყოფელ ნაწილად აქციოს - ნივთად, რომელიც მომხმარებლებს ნაკრებისადმი მხარდაჭერის გამოხატვაში დაეხმარება, როგორც მატჩის დროს, ისე ყოველდღიურად.Fan Card სადებეტო ტიპის ბარათია, რომელიც 2023 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ბარათი  ბარათი ეროვნული დროშით და ნაკრების სიმბოლიკით 23 განსხვავებული დიზაინით არის წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული ნაკრების ფეხბურთელების ნომრებს უკავშირდება. 14-17 ნოემბრის თამაშების ფარგლებში კი ბარათების დიზაინი განახლდება.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს -  არ გაჩერდე, მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად და აიღე Fan Card.