სოციალური მედია
გუგული მაღრაძე - ეს სპექტაკლი სწორედ რომ ჩვენ რეალობაზეა, ბრავო მაესტრო!

1776543290

"ახლა მოვედი რუსთაველის თეატრიდან.სტურუას ვეფხისტყაოსანი არის სპექტაკლი, რომლის სანახავად დადის საზოგადოდ მაყურებელი თეატრში. თეატრი ცოცხლობს იმის გამო, რომ იდგმება ასეთი სპექტაკლები.რატომაა ავთანდილი არა ისეთი გმირი, როგორსაც გვასწავლიდნენ, ან თინათინი რამდენად შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს, ეს აქ არარელევანტურია. სპექტაკლი ხელოვანის ხედვაა.რობერტ სტურუას, როგორც ხელოვანს სრული უფლება აქვს თავის ნაწარმოებში დასვას ისეთი აქცენტები, როგორიც მას უნდა.ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ასეთი შემოქმედი გვყავს, რომლის ყველა სპექტაკლს არა მხოლოდ სულმოუთქმელად ვუყურებთ, არამედ ყოველთვის ჩაგვაფიქრებს თანამედროვე პრობლემაზე. ეს სპექტაკლი სწორედ რომ ჩვენ რეალობაზეა. ბრავო მაესტრო!ასევე, მინდა მივულოცო ჩემს სკოლელ მეგობარს დავით უფლისაშვილს როსტევანის როლის არაჩვეულებრივად განსახიერებისთვის. წარმატებები, დავით!" - წერს მაღრაძე.

"23 საუკუნის როგორ ვართ, აბა ღვინოს 8000 წელი ვინ კობახიძეები აკეთებთ? ყიზილბაშები?"

1776454889

"კობახიძეს უთქვამს, რომ 23 საუკუნის ვართ. საიდან მოიტანა? ვინ უწერს ამ გამოსვლებს? პირდაპირ თარგმნიან რუსულიდან? არანაირ ფილტრს არ გადის? არგონავტების ამბავი და ძველი კოლხეთი არ გაუგია? ეროვნულ მუზეუმში არასდროს ყოფილა? სად სწავლობდა? სად გაიზარდა? მუზეუმში არ ატარებდნენ? წიგნებს არ უკითხავდნენ? ან რა წიგნებს კითხულობს? ან რა წრეში ტრიალებს? სად მოისმინა, რომ 23 საუკუნის ვართ?მანამდე რომ პრემიერ-მინისტრის როლს თამაშობდა, ბახტაძე, მისთვის მაინც მოესმინა. ბახტაძემ ხომ დაგვიტოვა რაღაც რიცხვები, მათ შორის, 8000 დაიმახსოვრეთო, 8000 წელი ღვინოს ვაკეთებთო. 8000 წელი თუ მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია გვაქვს, 23 საუკუნის როგორ ვართ, აბა ღვინოს 8000 წელი ვინ კობახიძეები აკეთებთ? ყიზილბაშები?", - წერს გია ჯაფარიძე.

"ღრმად სიმბოლურია, რომ ერთსა და იმავე დროს პატრიარქი ილია და პატრიარქი ფილარეტი დატოვებენ ამ სამყაროს"

1774179644

"დღეს საქართველო და უკრაინა პატრიარქებს ემშვიდობება. ამ ორ ადამიანს ბევრი რამ აკავშირებდა და განასხვავებდა. საერთო კი ერთი ჰქონდათ, ორივემ საბჭოთა ტოტალიტარული და ათეისტური რუსეთიდან გამოიყვანა საკუთარი ეკლესია.ღრმად სიმბოლურია, რომ ერთსა და იგივე კვირა დღეს და ერთსა და იმავე დროს პატრიარქი ილია და პატრიარქი ფილარეტი დატოვებენ ამ სამყაროს, მიებარებიან იმ მიწას, რომელიც უყვარდათ, რომლისათვის იბრძოდნენ და რომელად მიიქცნენ. აქსიოს💔" - წერს უგულავა.ფოტო: 1962 წელი ეპისკოპოსები ილია და ფილარეტი

"რა მასშტაბის ფიგურა იყო პატრიარქი ილია II, ამას თვალსაჩინოდ მოწმობს მასთან დამშვიდობების მსურველთა რიცხვი"

1774167280

"ამ დღეებში იმდენი შესანიშნავი წერილი დაიწერა პატრიარქის შესახებ, რომ ჩემს მიერ რაიმეს აღწერის მცდელობას, კომენტარებში იმ წერილების ატვირთვას ვამჯობინებ, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოდ მომეჩვენა.რაც უფრო მასშტაბურად მოაზროვნეა პიროვნება, მით უფრო არაპრიმიტიული და არასწორხაზოვანია ის და წაკითხვის ღირსი კარგი წერილიც იმას ჰქვია, რომელიც არა ემოციური და ირაციონალური, არამედ ფბ ფორმატისთვისაც კი ლამის სამეცნიერო დისტანციიდანაა დაწერილი და ფაქტებს ეყრდნობა.თვითონ კი მოვიგონებ პატრიარქთან იმ პირად შეხვედრას, ამბად რომ თითქოს, არაფერია, მაგრამ მე რომ სულ მემახსოვრება.პატარა რომ ვიყავი და მერეც, არც ისე პატარა, მამაჩემი ხელისგულს გაშლიდა და მე ლოყა უნდა ჩამედო მის ხელში. ეს იყო ჩვენი სიყვარულის ფიზიკურად გამოხატვის ფორმა.ერთხელ, პატრიარქთან შეხვედრაზე აღმოვჩნდი ბევრ ადამიანთან ერთად, სადაც ყველა სათითაოდ ვესალმებოდით მას. რომ მივუახლოვდი, მოულოდნელად, სრულიად არაფორმალურად, სხვებისგან განსხვავებულად მომესალმა, სახე ღიმილმა გაუნათა და თავისი ფაფუკი, ქათქათა ხელისგულით შემეხო ლოყაზე. არც მე ვიჩქარე ლოყის გამოწევა, მე ხომ სიყვარულის ამ ფორმას ბავშვობიდან ვიცნობდი. როგორც ხელისგულში ლოყის მოთავსების საუკეთესო სპეციალისტს შეეფერებოდა, რამდენ ხანსაც შეიძლებოდა, იმდენ ხანს შევყოვნდი, რომ მიმეღო ბავშვობიდან, ჩემს უჯრედის მეხსიერებაშიც კი შენახული სითბოს გამოცდილება.სხვა რამეს გავიხსენებდი, უფრო აზრიანს, ან თუნდაც ისევ პირადს, მაგალითად გავიხსენებდი, მამა რომ გარდაიცვალა, პანაშვიდზე მგალობლებთან ერთად რომ მოვიდა და ნუგეშით გაანათა სახლი. დედას შესთავაზა, ნარიყალაზე დავკრძალოთო. დედამ, უცნაურმა და თავისებურმა, გამორჩეულობაზე უარი თქვა, თავის მეგობრებს შორის იყოსო, თან ნარიყალაზე ქალებს არ დაკრძალავენ და მე ცალკე აღმოვჩნდებიო.ბევრი წლის შემდეგ, პატრიარქისვე კურთხევით, ნარიყალაზე დაიკრძალა სოხუმიდან წითელი ჯვრის მიერ გადმოსვენებული ეროვნული გმირი მამია ალასანია. მამაჩემის სახელი კი ტაძრის კედელზე იხსენიება, როგორც ერთ-ერთი იმ ადამიანის, ვინც ხელი შეუწყო ძეგლის რესტავრაცია-დაკონსერვებას.მოკლედ, ნამდვილად შეიძლებოდა რამე უფრო შინაარსიანის გახსენება, მაგრამ რაც გაგიზიარეთ, ამაზე კარგი მოგონება არ მგონია რამე იყოს", - წერს ფანჯიკიძე. 

"ყველა ერთად რომ მიდგახართ მხარში, ასე ერთობით მიყვარხართ ყველა, ეს მაშინ, როცა, სამყარო მძულდა გიგა რომ მომიკვდა"

1773148784

"დასრულდა მორიგი სასამართლო სხდომა. მომდევნო სხდომა ჩანიშნულია 12 მარტს. კიდევ ერთი ღირსეული სვლა, გიორგი რიკაძის ადვოკატი, ლევან ბუაძეც გავიდა საქმიდან. იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ბრძოლაში??? ხალხმა ჩემი ტრაგედია გაითავისა. პირველ პირში წერენ კომენტარებს.ამბობენ, რომ "ჩ ვ ე ნ ამ ბრძოლას მოვიგებთ!".და კიდევ იცით რა არის მნიშვნელოვანი? ამბობენ, რომ "პროკურატურა ჩ ვ ე ნ ს მხარესაა!".ყველაზე მნიშვნელოვანი კი, იცით რა არის? პროკურატურაც იგივეს ამბობს, რომ "ხალხი ჩ ვ ე ნ ს მხარესაა!"და ასე, ყველა ერთად რომ მიდგახართ მხარში, ასე ერთობით მიყვარხართ ყველა!!! ეს მაშინ, როცა, სამყარო მძულდა გიგა რომ მომიკვდა. მარტო შურისძიება მაიძულებდა, რომ მეცოცხლა და მეშინოდა, ვაითუ ვერ გავუძლო ამხელა დარდს, მოვკვდე და შურისძიება ვერ მოვასწრო-თქო.მაგრამ მე თქვენ მარტო ბრძოლაში კი არა, გლოვაშიც მეხიდებით. სასაფლაოზე ვიდეოკამერები მაქვს დამონტაჟებული. ვხედავ და მესმის, როგორ ეფერებიან ჩემს შვილიკოს. იცით, რომ გუშინ დილით, ერთმა საყვარელმა გოგომ თავისი დაბადების დღის პაწაწუნა ტორტზე სანთელი გიგას საფლავზე ჩააქრო????? ჰოდა, მადლობა საქართველოვ! ჰოდა, მიყვარხარ საქართველოვ! ყველა ერთად მკვლელების წინააღმდეგ!!! ნია იმნაძე ციხეში!!! გიორგი მალანია ციხეში!!!" - წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

"რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ - სადაა მშვიდობის მქადაგებელი "ქოცრეჟიმი"?

1772708866

მისი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებას პატივი უნდა სცეს და მოსალოდნელ საფრთხეებზე პოზიცია დააფიქსიროს."ისრაელის ნავთობმომარაგების მესამედი გადის, არც მეტი, არც ნაკლები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ეს მილსადენი, რომელიც 3 სახელმწიფოზე - აზერბაიჯანზე, საქართველოზე და თურქეთზე გადის. აზერბაიჯანმა და თურქეთმა განცხადებები გააკეთეს.რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ - სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი"? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?", - წერს ნიკა გვარამია.ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ის მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანზე, საქართველოზე და თურქეთზე გადის.

"იმედის ბანკზე" რასაც "ქოცები" ამბობენ, რანაირად შეიძლება შიზოიდი თაღლითის გარდა ვინმე ამბობდეს"

1772189627

"აი, ახლა რასაც "იმედის ბანკზე“ ამბობენ „ქოცები“ და მათი პროპაგანდისტები, რანაირად შეიძლება შიზოიდი თაღლითის გარდა ვინმე ამბობდეს და სასოწარკვეთილი იდიოტის გარდა ვინმე იჯერებდეს?“ - წერს გვარამია.ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.

"მივედი, ჩავეხუტე დედაზე მიკრულს და ვუთხარი, რომ ვიცნობდი მამამისს და ძალიან, ძალიან მაგარი მამა ჰყავდა! ძალიან, ძალიან, მაგარი!"

1771674229

"დღეს, ვანოს დაღუპვის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩავიცვი ნაბრძოლი ფორმა, ნაომარი შევრონები მკლავებზე დავაკარი და ისევ წავედი აეროპორტში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას დასახვედრად.სამიოდე დღის წინ, კიდევ ჩამოუსვენებიათ ჩვენი მებრძოლი, ტყვეობაში წამებით მოკლული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ამბავი ვერ გავიგე.ომიდან ჩამოსვლის შემდეგ ფორმა სხვა შემთხვევაში არც ჩამიცვია და თუ ისევ ბრძოლაში არ დამჭირდა, ვერც წარმომიდგენია რომ ჩავიცვა.თუმცა დაღუპული მებრძოლის პატივსაცემად, თავს ვალდებულად მივიჩნევ სწორედ ნაბრძოლი ფორმით დავხვდე მას.როგორც სხვა დროს, ახლაც ოდნავ გვიან მივედი, რადგან უკრაინული ფორმის დანახვა ცხადია ყურადღებას იქცევს და მე კი დიდი ხანია არ მხიბლავს ეს ამბავი.სამწუხაროდ, ძირითადად ნათესაობა იყო შეკრებილი, აღარც სახელმწიფოს მხრიდან საპატიო ყარაული. არც ტელევიზიები.ორიოდე ნაცნობს თუ მოვკარი თვალი, მივესალმეთ.ასე ვიდექი ჩემთვის მარტო ოდნავ მოშორებით და უცებ დავინახე ათიოდე წლის პატარა ბიჭი მოდიოდა ჩემკენ, შორიდანვე მოკრძალებით, რაღაცნაირად გაუბედავად.ორიოდე ნაბიჯზე დადგა და მომესალმა. მაშინვე მივხვდი, სამეგრელოდან ჩამოსული ნათესავი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ იქ იციან ასე ზრდილობიანად უცხოსთან მისალმება, აშკარად როგორც მისი სტუმარი, ისე მიიღო. ვალდებულად იგრძნო თავი უცხოს მომსალმებოდა, ისევე როგორც რამდენიმე ჭირისუფალი მომესალმა.დავუკარი თავი, მეც მივესალმე.გაჩერდა იმ ორიოდე ნაბიჯის მოშორებით, ისე რომ ცხადად ჩანდა ის ცნობილი მეგრული ზრდილობა, თავდაჭერილობა უფროსთან და თან უცხოსთან ურთიერთობისას.მარტივად მივხვდი სამხედრო ფორმამ და უკრაინულმა შევრონებმა მოიყვანა ჩემთან. ბავშვია მაგრამ, მაინც არ გამომიხატავს საუბრის სურვილი, რაღაცნაირად მშრალად მივიღე. თუმცა მისი ქცევიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდანაც პატივისცემით.- თქვენ უკრაინიდან ხართო? მოკრძალებულად მკითხა ხმადაბლა ორიოდე წამის შემდეგ.- არა, უკრაინიდან როგორ ვიქნები, ქართველი ვარ მეთქი, გავუღიმე.გაჩუმდა.- მაგრამ უკრაინაში ვიყავი.- ომობდითო?! ბავშვური ცნობისმოყვარეობა ჩანდა მისი თვალებიდან.ისევ გავუღიმე და ოდნავ დავუქნიე თავი.გაუბრწყინდა თვალები.- ბაკურის თუ იცნობდითო?!ეს ამბავი რომ გავიგე, როგორც სხვა მსგავს დროს ხდებოდა, ვეცადე აღმედგინა მეხსიერებაში ვიყავით თუ არა სადმე შეხვედრილი. ცნობით ნამდვილად არ ვიცნობდი, მაგრამ რაკი 2022-ში იქ ყოფილა, შეიძლებოდა გადავიკვეთეთ სადმე, როგორც ხდებოდა, ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ საქმეზე, ზოგჯერ ჩვენი მებრძოლების გამოსვენებაში, ვოლოდიმირის ტაძარში მიგვისამძიმრებია ერთმანეთისთვის.ბევრი დაღუპული მებრძოლი აღმიდგენია მეხსიერებაში ასე, მაგრამ ეს ბიჭი ნამდვილად ვერ გავიხსენე ამ დღეებში.ამიტომ ასეც ვუპასუხე ამ ბავშვს, იქნებ სადმე შევხვედრივართ, მაგრამ არ მგონია, არ მახსოვს მეთქი.იდგა თავისთვის ცოტა ხანი იქვე, მეც აღარ მივაქციე ყურადღება, ჩემს ფიქრებში გართულმა.წავიდა, მივხვდი ზედმეტად აღარ შემაწუხა.რომ გამოასვენეს ეს მებრძოლი, ტრადიციულად ფეხით გამოვყევით ასიოდე მეტრი უკან.ეს ბავშვი ჩემზე წინ მიდიოდა, გარდაცვლილის მეუღლეს ამოუდგა გვერდით და ეს ქალი ჩაეხუტა. მაშინ მივხვდი.ეს ხომ შვილი არის მეთქი?! იმ წამსვე ვიკითხე და კიო!მყისიერად გამიელვა თავში რაც გავაკეთე, მოკლული მეომრის შვილი ჩემთან მოვიდა, როგორც მამის უცნობ თანამებრძოლთან, იმ იმედით რომ იქნებ რაღაც მეთქვა მამაზე, იქნებ რაღაც გაეგო ახალი ჩემგან და მე ასე ცივად გავისტუმრე.ეგრევე მოვწყდი ადგილიდან, გავიქეცი, მივედი, ჩავეხუტე დედაზე მიკრულს და ვუთხარი რომ გამახსენდა, რომ გავიხსენე, რომ ვიცნობდი მამამისს და ძალიან, ძალიან მაგარი მამა ჰყავდა!ძალიან, ძალიან, მაგარი!არ იფიქროთ რომ მოვატყუე.მე ყველას მამას ვიცნობდი ვინც იქ დაეცა.და მერე რა თუ არ შევხვედრივართ ბევრთან.მე ვიცი ის გზა რაც გაიარეს.მე ვიცი ის, რაც იფიქრეს ბოლო წამს.მე ვიცი ის, რას იფიქრებდნენ ახლა.ვიცი.შეუძლებელია არ ვიცოდე.თქვენც იცით.ამიტომ მაშინაც კი, როდესაც პირადად არ იცნობთ, გამონახეთ წამი დახვდეთ ბრძოლაში დაღუპულ მეომარს, რომ უკანასკნელ გზაზე პატივით გააცილოთ. მდუმარედ, სულ ორიოდე წუთით. სულ მარტოც რომ იყოთ.და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა.უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ, რადგან დედამიწაზე არ არსებობს ამაზე უფრო დიდი სიმართლე.დიდება გმირებს!", - წერს სამხედრო გიორგი მღებრიშვილი.უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 40 წლის ბაჩო ბულისკირია გუშინ ჩამოასვენეს. ბულისკირია ქვედანაყოფ "შერეკილებში" ირიცხებოდა. ის 11 თებერვალს გარდაიცვალა. ბაჩო ბულისკირია უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა და თავდაპირველად "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში იყო. 2023 წელს დაიჭრა და ფეხის ტერფის ნაწილი დაკარგა.აეროპორტში უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ბულისკირიას საპატიო ყარაული არ დახვედრია. მას ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები და მოქალაქეები დახვდნენ.

"პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მზად არის, პროკურატურის გამომძიებელს, ადვოკატის თანდასწრებით, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია"

1771351195

"მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ:დღეს, როდესაც პროკურატურამ საჯაროდ ისაუბრა ნიკო კვარაცხელიას საქმეზე და იგი გახსნილად გამოაცხადა, უკვე შემიძლია ჩემი კლიენტის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის, სახელითა და მისი თანხმობით, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში დახურულ ფორმატში, კონფიდენციალურობის დაცვით, მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, იხსენებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირების დაკავების დღეს.პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილეები - ალეკო ჭელიძე და გიორგი კაველაძე დააკავა.პოლიციის უფროსი, პირველი გაესაუბრა და მოისმინა ისტორია: ინფორმაცია დანაშაულში მონაწილე პირების შესახებ, გარემოებები, რომლებიც ობიექტური გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.ყოფილი პოლკოვნიკი ფლობს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებმაც დამნაშავეებს წყნეთის პოლიციის განყოფილებაში მიაკითხეს და ისინი გამოსაკითხად წაიყვანეს.დღეს პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მზად არის, რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ პროკურატურის გამომძიებელს, ადვოკატის თანდასწრებით, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და დაეხმაროს ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სრული სიმართლის დადგენაში", - წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

"ამ 2 მკვლელობას და სასტიკ დანაშაულს ვერ გამოიძიებენ, ასეა ეს, იბრძოლე რამდენიც გინდა... მიხარია ქალბატონო თქვენმა ბრძოლამ შედეგი რომ დადო"

1770744928

"ამ ქალბატონის საცოდაობით სული მტკიოდა. დარწმუნებული ვარ დღეს ამ ქალბატონის სული რამდენადაც დამშვიდება, მაგრამ შვილს ვერ დაიბრუნებს, ის ტკივილი კი სამუდამოდ გაჰყვება.რომ წავიკითხე მისი კომენტარი, სადაც პროკურატურას მადლობას უხდის იმისთვის, რომ გამოიძია მისი შვილის მკვლელობის საქმე, ალბათ, ხელისუფლებას უხდიდა მადლობას, პროკურატურა ხომ ამ მახინჯი სისტემის განუყრელი ნაწილია. ასე თუ ისე ხომ გამოიძიეს რა მნიშვნელობა აქვს.აქვე ამ საქმის ირგვლივ დამხვდა რამდენიმე კომენტარი, სხვა საქმეს შესახებაც, ერთ ერთი საქმე არის სადაც საუბრობენ თემირლანის საქმე, პატიოსანი და სამართლიანი საზოგადოების ნაწილს ყველაფერი ახსოვთ, ბევრმაც მიმართა ამ პატიოსან პროკურატურას რატომ არა თემირლანის საქმის გამოძიებაო.ხოდა მეც გადავწყვიტე მეთქვა ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა.თემირლანი ქუჩაში, ქუჩის ღლაპებს არ მოუკლავთ, თემირლანი იმ პროკურატურამ მოკლა, ვისზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ.თემირლანი სასამართლო სისტემამ მოკლა, თემირლანი სახელმწიფომ ხელისუფლებამ მოკლა და არა მარტო თემირლანი, თამარ ბაჩალიაშვილიც. ამიტომაც მეგობრებო, ამ 2 მკვლელობას და სასტიკ დანაშაულს ვერ გამოიძიებენ, ერთს ხელყუმბარა ჩაუდგეს გამთენიისას ლოგინში, მეორეს კი ავტომობილი ჩაუდეს ტყეში. ასეა ეს, იბრძოლე რამდენიც გინდა.მიხარია ქალბატონო თქვენმა ბრძოლამ შედეგი რომ დადო, გამძლეობას გისურვებთ", - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელშიპროკურატურამ დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ დაკავებულები ძალადობის სხვა რამდენიმე ეპიზოდშიც მონაწილეობდნენ - ისინი წინასწარი ორგანიზებით, სხვადასხვა პირებზე ძალადობდნენ და აღნიშნულს მობილური ტელეფონების გამოყენებით იღებდნენ.