10:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკლუბში პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორის მათე ტაკიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "დღეიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება - პროგრამებზე მიღების ვადები და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები“.

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

11:00 საათზე - "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მისამართი: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი (აღმაშენებლის მოედანი N1)

 

12:00 საათზე - პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

 

14:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მისამართი: პავლე ინგოროყვას 7

 

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

15:00 საათზე - თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, „ჰოლიდეი ინნ“-ში „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაციას გაიმართება. ღონისძიებაზე საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებს, მონაწილეობის პირობებსა და გასული წლების შედეგებს გააცნობს.

საკონტაქტო ნომერი: 593 616 670