
1759558581
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 114 380 (+950) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.10.25-მდე: ტანკები – 11 226 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 298 (+1), საარტილერიო სისტემები – 33 428 (+15), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 515 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 222 (+0), თვითმფრინავები – 427 (+0), ვერტმფრენები – 346 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 66 543 (+450), ფრთოსანი რაკეტები – 3 803 (+10).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 63 398 (+73), სპეციალური ტექნიკა – 3971 (+0).

1759183028
მისივე თქმით, სურს საზოგადოებამ იხილოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თეატრის მართვის გადაბარება ცივილიზებულად."ძვირფასო მეგობრებო, ახლობლებო, კოლეგებო!მინდა გაგიზიაროთ ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავი. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას ყველა დაეთანხმება. 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან, ვტოვებ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორის პოსტს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, მინდა, რომ ჩვენმა თეატრმა იპოვოს ახალგაზრდა ხელმძღვანელი, რადგან თეატრს სჭირდება ახალი ენერგია და დიდი ენთუზიაზმი. აგრეთვე მსურს, რომ საზოგადოებამ იხილოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თეატრის მართვის გადაბარება ცივილიზებულად; ყოველგვარი დაპირისპირებების გარეშე.დიდი დროით ერთ ადგილზე მუშაობაც, რბილად რომ ვთქვა, მომხიბვლელად არ გამოიყურება. ახალ ხელმძღვანელს მხარში მთელი გულით ამოვუდგები და ყველანაირად დავეხმარები.თან, მეც ახალი გამოწვევები მაქვს:ვარ რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორი, სადაც რთული სამუშაო მელის.ასევე წინანდალში ახალი დარბაზი შენდება, რომლის მშენებლობის პროცესში აქტიურ მონაწილეობას ვიღებ. მოგეხსენებათ, წინანდლის ფესტივალი რამდენად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის...აგრეთვე წამოვიწყე ახალი საერთაშორისო თეატრალური პროექტი U.K. Georgia Theatre Platform, რომელიც საგანმანათლებლო კუთხით იქნება ახალგაზრდებისთვის საინტერესო.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყველა წევრს დიდი სითბოსთვის, რომელიც არასდროს დამავიწყდება.დასს და მსახიობებს არ ვემშვიდობები, რადგან სპექტაკლებზე მუშაობა კიდევ მოგვიწვევს.…მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა ჩემ საყვარელ მეგობარს დიმა ჯაიანს გადავუხადო! როდესაც ოპერიდან გამათავისუფლეს, ვამჩნევდი ბევრი როგორ მერიდებოდა და თვალს მარიდებდა. მაშინ სწორედ დიმამ დამიძახა და შემომთავაზა ვყოფილიყავი სოხუმის თეატრის ხელმძღვანელი, რადგან მას სხვისი აზრი არ აინტერესებდა. როგორც ვხვდები ამ საქმეში ლილი ხურითსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის. დიმა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ძალიან დააკლდი თეატრს და პირადად მე.ვიცი, ჩემი ამ ნაბიჯით თეატრი უფრო გაძლიერდება, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. დიდება სოხუმის დაუმარცხებელ თეატრს!", - წერს დავით საყვარელიძე.

1750772145
"თბილისში, ჩვენს დედაქალაქში, რომელიც სრულიად დამსახურებულად ამაყობს საკუთარი უმდიდრესი თეატრალური მემკვიდრეობით, ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი მეექვსედ ტარდება. მეექვსედ!!!ვახტანგ ჭაბუკიანის, დავით ჯავრიშვილის, ვერა წიგნაძის, ზურაბ კიკალეიშვილის, მარია ბაუერის, ნინო რამიშვილის, ილიკო სუხიშვილის, სიმონ (სოლიკო) ვირსალაძის სამშობლოში.2004 წელს, როდესაც საქართველოში დავბრუნდი და ერთ-ერთ მიზნად ბალეტის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმის შექმნა დავისახე, ვერც ფესტივალის ასეთ წარმატებას და ვერც მის ასეთ მასშტაბს ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ვინმე გულთმისანი დამპირდებოდა ფესტივალში ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობას ევროპიდან და ამერიკიდან, ან უცხო სახელმწიფოებიდან მაყურებლის მასობრივ ჩამოსვლას თბილისში.გასაგებია, რომ ჩვენი ახალშექმნილი ფესტივალი ბედნიერი ბავშვობის ასაკში არის, და ფესტივალების მწვერვალზე მყოფ ედინბურგის, ავინიონის, მონპელიეს, ადელაიდის და ბალეტის კიდევ მრავალ თავყრილობას ჯერჯერობით ვერ დავეტოლებით. მაგრამ დასაწყისი მომავალი ზრდის და წარმატების გარანტია გახდა.შეიძლება სკეპტიკოსმა იკითხოს: „რეგულარული რეპერტუარის და მუდმივი გასტროლების პირობებში ფესტივალის ჩატარების რა საჭიროება არსებობს?“ არის, არის და მერე როგორი! ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბერძნებმა ასწავლეს სამყაროს, რომ, თუ გნებავს ხელოვნების პოპულარიზაცია, შემოქმედის და შემოქმედების მხარდაჭერა, საზოგადოებისთვის სულიერი საზრდოს მიცემა, და შემოსავალი ხელოვნების განვითარებისთვის, მაშინ დააარსე დიონისეს ფესტივალი და დაპატიჟე შორეული და ახლობელი.ლეგენდა ამტკიცებს, რომ რუდოლფ ბინგმა ედინბურგის ფესტივალის დაარსებისას ბრძანა: „ტრადიციას დღესასწაული სჭირდება, მაყურებელს - ბედნიერებით სავსე წუთები და მოგონებები, რომელთაც დრო ვერ მოერევა!“საქართველოს სახელმწიფო ბალეტი და ჩვენი სტუმარი ვარსკვლავები იმავეს გპირდებით!" - წერს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი.

1744833579
"დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ.დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს.ჩვენ, "ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრის" დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ თეატრის დასი დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე", - აცხადებენ მსახიობები.

1744833084
"ყველას დიდი მადლობა აქ რომ ხართ ამ სოლიდარობით. რა უნდა ვთქვა არ ვიცი, რადგან ჩემი მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათ.ეს თეატრი იყო მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს დაუჭირო მყარი და გამოუცხადო სოლიდარობა. ამიტომ ყველაფერი აკეთეს იმისთვის, რომ ეს სოლიდარობა დაშალონ. მესმის ეს ყველაფერი, აბსოლუტურად გასაგებია. საერთოდ არ ვნერვიულობ, რადგან ამ ყველაფერს ველოდი. ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. მიკვირს კიდევ ამდენი ხანი რომ მაცალეს. მე ვიქნები ამ თეატრის ხელმძღვანელი თუ არ ვიქნები, მეორეხარისხოვანია ამ შემთხვევაში. მე თვითონ არ ვიცი, დასი არის შეკრებილი და იღებს გადაწყვეტილებას. ერთადერთი, რაც დღეს შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები, გამოუშვით სასწრაფოდ, რადგან ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის. როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი, ხორცი, ანდრო ჭიჭინაძე. ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოყვა ის, რაც მოყვა. მე თუ ვიქნებოდი ხელმძღვანელი, თეატრი არ დაბრუნდებოდა სცენაზე, თუ ანდროს არ გამოუშვებდნენ. ამიტომ გააკეთეს. მე არ ვიცი, რა სპექტაკლი უნდა გავაკეთო, ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც ღმერთმა მაჩუქა", - განაცხადა დავით დოიაშვილმა. კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

1744819156
"ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.თეატრის მსახიობები პატიმრობაში მყოფ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და აქციების დროს დაკავებულთა მხარდასაჭერად, რეგიონებში "საპროტესტო მანიფესტს" მართავენ.

1743965788
"სორო" (The Burrow) წარდგენილია შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მამაკაცი მსახიობი და საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი. აღნიშნულ კატეგორიებში ასევე წარდგენილია ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, გერმანია, მექსიკა, კანადა, საფრანგეთი)."სორო" მარკოზაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერაც 2025 წლის 24 აპრილს სტოკჰოლმში (შვედეთი) გაიმართება.ფილმის სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა ქალია, რომელიც მოწმის სტატუსით უნდა წარდგეს სასამართლოში. მოწმეთა დაცვის სამსახურს კი მისი დროებით გადამალვა უხდება, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.ფილმში მთავარ როლებს ოთარ მიქელაძე, დათა გოგიაშვილი, ლიკა გიორგობიანი, დავით ტყებუჩავა და ნიკო კანკია ასრულებენ.The North Film Festival Sweden 2025 წლის 24-25 აპრილს სტოკჰოლმში ჩატარდება.

1738082819
მსოფლიო კლასიკური შედევრებთან ერთად კონცერტის დასკვნითი ნაწილი კინომუსიკას დაეთმო, სადაც არაერთი ცნობილი თემა აჟღერდა ახლებური ინტერპრეტაციით.პოლონელი მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა კონცერტის მესამე განყოფილებაში, ქართული ნაწარმოებების შესრულებამ, მათ შორის იყო ვაჟა აზარაშვილის, ნიკა ნიკვაშვილის "ხორუმი“ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ შექმნილი „ავე მარია“.მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე მუსიკოსებს რამდენჯერმე მოუწიათ ბისზე შესრულება."მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ბალტიკა ფილარმონიის მაღალპროფესიონალ ორკესტრთან ერთად, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ჩვენდა საამაყოდ ცნობილი ქართველი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძეა. აღსანიშნავია, რომ ეს მუსიკალური პროექტი ასახავს დროში მოგზაურობას, რომლის პროგრამაში არჩეული ყველა მუსიკალური ნაწარმოები ჩემს მიერ არის ინტერპრეტირებული და ასევე ახლიდან გაორკესტრებული. განსაკუთრებით მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ასეთი აღფრთოვანებით მიიღო უცხოელმა მსმენელმა ქართული ნაწარმოებები. არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო ჩვენი სახელგანთქმული, უდიდესი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, რომლის შესრულებაც ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში. მუსიკოსისთვის იმაზე დიდი პატივი, რომ წარმოადგინოს თავისი ქვეყნის კულტურა საზღვარგარეთ, არ არსებობს", - განაცხადა ნიკა ნიკვაშვილმა კონცერტის შემდეგ.მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის და გდანსკის ბალტიკა ფილარმონიის ორკესტრის კოლაბორაცია პირველად 2019 წელს შედგა. კონცერტმა ასევე დიდი წარმატებით ჩაიარა, რაც მომავალი კონცერტის დაგეგმვისა და პოლონეთის პუბლიკის მსგავსი მოლოდინის საფუძველი გახდა.

1737711281
ექსპოზიცია მოიცავს დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, მის პორტრეტებსა და საოჯახო არქივში დაცულ სურათებს. ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების მდიდარი ფოტოკოლექციიდან საგამოფენოდ 40-მდე ფილმის 120-ზე მეტი ფოტოა შერჩეული.დოდო აბაშიძის სამსახიობო კარიერა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1949 წელს დაიწყო. მან 7-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა, მათ შორის, შეასრულა თავისი მამის, 1937 წლის რეპრესიებს შეწირული ცნობილი მსახიობის, ვანიკო აბაშიძის განსახიერებული როლები.დოდო აბაშიძეს 1954 წლიდან იღებდნენ კინოში. მხატვრულ ფილმებში განსახიერებული აქვს 50-ზე მეტი როლი, მათ შორისაა: ბიჭიკო („ჭრიჭინა”, 1954), აბდუშაჰილი („ბაში–აჩუკი“, 1956), დღვირა („თეთრი ქარავანი“, 1963), ომარ მარღანია („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანა („დიდი მწვანე ველი”, 1967), მამამზე ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ალექსანდრე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, 1969), პრისტავი („ვერის უბნის მელოდიები”, 1973), იასონი („პირველი მერცხალი”, 1975), პაპა გაბრიელი („მწვერვალი”, 1976), ვარლამი („რაჭა, ჩემი სიყვარული”, 1977), არქიფო სეთური („დათა თუთაშხია“, 1977), ყვარყვარე („ყვარყვარე”, 1978), გიორგი („ფესვები”, 1987) და სხვა.გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/2024-1/dodo-abashidze-100-1

1737661905
მისივე თქმით, თეატრი აპირებს რეგიონებში ჩასვლას და მოქალაქეების მხარდაჭერას."გაუსაძლისია ეს სიჩუმე და სიყრუე, რომელიც მოდის პროკურატურიდგან, გაუსაძლისია ეს ამდენი ჯარიმები, ამდენი ხალხის დაკავება და უკვე აღარაფერს ვამბობ ანდროზე, რომელიც სახედ იქცა ამ ყველაფრის. უნდა გავერთიანდეთ ახალი ძალით, ძალიან მშვიდად, მშვიდობიანად გავაკეთოთ ჩვენი საქმე. აქამდე თეატრი იყო გაჩერებული, ჩვენი პროტესტის ფორმა გვქონდა. დღეს თეატრი გადავიდა ახალ ფაზაში, რაც იყო ჩვენი მანიფესტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოგვიერთდებიან სხვა თეატრებიც. ისინი ჩვენზე ბევრად მაგრები არიან, ისეთი ახალგაზრდები მოდიან, რომ ცრემლები შეიძლება, წამოგივიდეთ. ნამდვილი პროტესტი ალბათ, მაგათგან უნდა ვისწავლოთ. მე მგონია, რომ ჩვენ გავუმაგრებთ ზურგს ახალგაზრდებს და გავიშლებით, ყველა რეგიონში მივალთ. თეატრის ძალა ეს არის - იყოს დღეს, აქ და ახლა", - განაცხადა დავით დოიაშვილმა.
ვალტონენი - მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ჩვენ აქ ვართ, რომ ამ ხალხს მხარი დავუჭიროთ
1760470605
სამგორის მეტროში 60 წლამდე მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა
1760542052
თურქეთი vs საქართველო - ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
1760435828
საქართველო-ესპანეთის შეხვედრა 0:2 დასრულდა
1760215587
თბილისის მერი სვეტიცხოველში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო
1760443620