რეგიონები
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

1791481627

"112-ში შევიდა შეტყობინება სოფელ ომალოში დაკარგული მწყემსის შესახებ.შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ და სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დაიწყეს.სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია დრონების საშუალებით დათვალიერდა, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველებმა მთის ფერდობზე დაშავებული მწყემსი იპოვეს.მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს, საიდანაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.   

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

1791458092

"სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი მ.ფ. ყველს სავალდებულო აღიარების გარეშე და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი. პროდუქცია შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა. საწარმოში ასევე დარღვეული იყო სურსათის ეტიკეტირების წესები.გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, პროდუქცია არ აწარმოონ სავალდებულო აღიარების გარეშე და საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს

1791211261

"სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში,  ჭავჭავაძის გამზირი N67-ში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს.ბიზნესოპერატორი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ახდენდა.აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და შესაბამისი მოთხოვნების დაცვის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალა.სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად, მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

1791112150

საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

1791030601

საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა

1790855815

ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N19-ში და წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში, მე-3 ქუჩა N72 ინდივიდუალურ მეწარმეთა  კუთვნილი ობიექტების ინსპექტირების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები სურსათს (მაწონი, ყველი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ.კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

1790847663

მოზარდების ნაწილს მცირე დაზიანებები აღენიშნებათ და კლინიკაში არიან გადაყვანილი.ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის პირველ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ.მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინეს

1790767982

"ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ. -ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა) კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.ინსპექტირების შედეგად ობიექტზე განმეორებით დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.აღნიშნული დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

1790680120

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.

იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

1790674805

სოფელ ითხვისში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჰქონდა დამონტაჟებული.უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული კაკლის, დაახლოებით 3 კუბური მეტრი მოცულობის დახერხილი მასალა და საშეშე მერქანი.ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.მხოლოდ იმერეთში კი, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ტყით უკანონო სარგებლობის 152 ფაქტი დაფიქსირდა.