ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

1793168130

აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში American Express-ის ბარათების მიღების ქსელის შემდგომ გაფართოებას და ხაზს უსვამს თიბისის ერთგულებას, გაზარდოს მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო გადახდის შესაძლებლობა, მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის.ბარათების მფლობელებისთვის: American Express-ის ადგილობრივი და საერთაშორისო ბარათების მფლობელები შეძლებენ თავიანთი ბარათების გამოყენებას უფრო ფართო სავაჭრო ქსელში, როგორც ფიზიკურ ობიექტებში, ისე ონლაინ, რაც მათ გადახდის მეტ მოქნილობას სთავაზობს.ბიზნესებისთვის: თიბისის საშუალებით, სავაჭრო ობიექტები შეძლებენ, მოემსახურონ American Express-ის, როგორც ადგილობრივი ბარათების, ისე - საერთაშორისო ბარათების მფლობელებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. ეს კი მათ, მეტი მომხმარებლის მოზიდვისა და ზრდის შესაძლებლობას მისცემს.დღეს, American Express-ის ბარათები, მსოფლიოს მასშტაბით, 190 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტში მიიღება¹. ამ ობიექტების რაოდენობა მიმდინარე წელს დაახლოებით 20 მილიონით გაიზარდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, აშშ-ის ფარგლებს გარეთ, American Express-ის ბარათების მიმღები სავაჭრო ობიექტების რაოდენობა გაორმაგებაზე მეტად გაიზარდა, რაც ასახავს American Express-ის უწყვეტ ერთგულებას, მსოფლიო მასშტაბით ბარათების მიღების ქსელის გაფართოების მიმართ.„მოხარულები ვართ, რომ American Express-თან პარტნიორობით, საქართველოში American Express-ის ბარათების მიღების ქსელს ვაფართოებთ. ეს თანამშრომლობა ასახავს ჩვენს ერთგულებას, სავაჭრო ობიექტებს შევთავაზოთ მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო გადახდის გამოცდილება, მომხმარებლებს კი - გადახდის მეტი არჩევანი. აღნიშნული პარტნიორობა სავაჭრო ობიექტებს ახალ შესაძლებლობას აძლევს, მოემსახურონ მომხმარებელთა უფრო ფართო წრეს, მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორებს, და ამავდროულად, ხელს უწყობს საქართველოში, გადახდების ეკოსისტემის განვითარებას’’, - სანდრო რთველაძე, თიბისის საცალო ბიზნესის მართვის დირექტორი.„ჩვენი მიზანია, გავაფართოოთ იმ ადგილების რაოდენობა, სადაც ჩვენი ბარათების მფლობელებს, მსოფლიოს მასშტაბით, American Express-ის ბარათების გამოყენება შეუძლიათ. თიბისისთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში American Express-ის ბარათების მიღების ქსელის შემდგომ გაფართოებას და წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ბარათების მფლობელებისთვის, გადახდის მეტი არჩევანის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად“, - სონია დევანი, „American Express-ის გლობალური ქსელური სერვისების EMEA რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი.“თიბისის არხებით, American Express-ის გადახდების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს -  www.tbcbank.ge ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - (+995 32) 2 27 27 27.¹ მოქმედი სავაჭრო ობიექტების რაოდენობის (Locations in Force — LIF) შეფასება 2026 წლის ივლისის მდგომარეობით. მონაცემები მოიცავს ჩინეთსა და ბრაზილიაში დაახლოებით 80 მილიონ სავაჭრო ობიექტს, რომლებიც American Express-ის ბარათებს იღებენ, მათ შორის ციფრული საფულეების მეშვეობით. LIF მოიცავს American Express-ის საკუთრებაში არსებულ და პარტნიორების მიერ მოზიდულ სავაჭრო ობიექტებს, რომლებშიც შესაძლებელია American Express-ის ბარათებით გადახდის მიღება. LIF-ის შეფასებები ეფუძნება გარკვეული მესამე მხარეების მიერ მოწოდებულ მონაცემებს და მოიცავს სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც American Express-ის ბარათებს იღებენ გადახდის შუამავლებისა და ციფრული საფულეების მეშვეობით.თიბისის შესახებთიბისი ბანკი TBC Bank Group PLC-ის წევრია. ეს არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და უზბეკეთში, ყოველთვიურად 7.2 მილიონ ციფრულად აქტიურ მომხმარებელს ემსახურება, ორი ბიზნესმოდელის საშუალებით, რომელთა მთავარი ღირებულებაა სიმარტივე, ხელმისაწვდომობა და მომხმარებლის გამოცდილება.თიბისი, საქართველოში წამყვანი, ფინანსური სერვისების მიმწოდებელი, ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისა (MSME) და კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების (CIB) მიმართულებებით ოპერირებს. თიბისი, ქვეყნის მასშტაბით ფართო წარმომადგენლობით გამოირჩევა და აქვს მომგებიანი ზრდისა და აქციონერებისთვის მაღალი უკუგების უზრუნველყოფის ხანგრძლივი ისტორია.თიბისი უზბეკეთი ცენტრალური აზიის წამყვანი ციფრული ფინანსური ეკოსისტემაა და მომხმარებლებსა და ბიზნესებს სრულად ციფრული მოდელის მეშვეობით ემსახურება.თიბისი ჯგუფი საქართველოში 1992 წელს დაარსდა, ხოლო უზბეკეთში 2020 წლიდან ოპერირებს. ჯგუფი ადგილობრივი ბაზრის ლიდერიდან რეგიონულ ფინანსურ ჯგუფად ჩამოყალიბდა.თიბისი ჯგუფი შედის FTSE 250 ინდექსში, ასევე წარმოდგენილია FTSE4Good ინდექსების სერიასა და MSCI United Kingdom Small Cap ინდექსში.American Express-ის შესახებAmerican Express (NYSE: AXP) ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გლობალური საგადახდო და პრემიუმ ცხოვრების სტილის ბრენდია. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის თანამშრომლები მომხმარებლებს სთავაზობენ გამორჩეულ პროდუქტებს, მომსახურებასა და გამოცდილებას, რომლებიც ამდიდრებს მათ ცხოვრებას და ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას.1850 წელს დაარსებული და ნიუ-იორკში სათავო ოფისით წარმოდგენილი American Express-ის ბრენდი ეფუძნება ნდობას, უსაფრთხოებას, მომსახურების მაღალ ხარისხს, ინოვაციების დანერგვის მდიდარ ისტორიას, ასევე მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის წევრობის ღირებულების შექმნას.American Express-ის მიზანია, ყოველდღიურად უზრუნველყოს მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და მსხვილი კორპორაციებისთვის. ამასთან, American Express, გლობალური ქსელის ფარგლებში ამყარებს და მართავს ურთიერთობებს მილიონობით სავაჭრო ობიექტთან და პარტნიორთან.American Express-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდებს: americanexpress.com, americanexpress.com/en-us/newsroom/ და ir.americanexpress.com. 

"საქართველოს ბანკმა" Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო

1793116430

ჯილდო უკავშირდება საქართველოს ბანკის პროექტს, რომლის მიზანიც თვითდასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. საქართველოში 800 000-ზე მეტი თვითდასაქმებულია, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მათ შორის არიან მასწავლებლები, დიასახლისები, ფერმერები და სხვა პირები, რომლებიც მანამდე საფინანსო სერვისებით სარგებლობისას სხვადასხვა ბარიერს ხვდებოდნენ.ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკოსისტემა შექმნა, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიკაციას, შემოსავლის შეფასებას, საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრასა და რისკების მართვას ერთიან პროცესში აერთიანებს.  პროექტმა ფინანსური ინკლუზიის გაფართოებას სამი მიმართულებით შეუწყო ხელი:ფინანსურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდა ქალებს, რომლებიც მანამდე ფორმალური საფინანსო სისტემის მიღმა რჩებოდნენ;სერვისი ყველა არხსა და ფილიალში გავრცელდა. ამასთან, 787 ადგილობრივი წარმომადგენლის მეშვეობით მომსახურება 2 900 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი;ამასთანავე, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ და თვითდასაქმება შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბებით. 

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

1793103590

ტრანზაქცია ბანკისთვის დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების პირველი საბაზრო განთავსებაა, რომელზეც ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. განთავსებული ობლიგაციების 54% ინსტიტუციურმა ინვესტორებმა, ხოლო 46% სოფისტიცირებულმა ფიზიკურმა პირებმა შეიძინეს. ემისია დამატებით გააძლიერებს ბანკის კაპიტალს და ხელს შეუწყობს სამომავლო ზრდას.ტრანზაქციის ფარგლებში სრულყოფილი იურიდიული მხარდაჭერა უზრუნველყო BLC Law Office-მა.„დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ინსტრუმენტის ადგილობრივ ბაზარზე განთავსება კრედო ბანკისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ტრანზაქცია აძლიერებს ბანკის კაპიტალის პოზიციას და აფართოებს მისი მოზიდვის შესაძლებლობებს, რითაც ხელს უწყობს ბანკის სამომავლო ზრდას.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორების მხრიდან დაფიქსირებული მაღალი ინტერესი, რაც „კრედო ბანკის“ მიმართ ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მოხარულნი ვართ, რომ ამ ტრანზაქციით ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ინვესტორებთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება გავხსენით.მადლობას ვუხდი ყველა ინვესტორს გამოხატული ნდობისთვის და ვულოცავ ტრანზაქციაში ჩართულ გუნდებს წარმატებულ განთავსებას“, — ზაზა ფირცხელავა, კრედო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.„ვულოცავ კრედო ბანკსა და მის გუნდს წარმატებულ ტრანზაქციას. ბანკმა პირველად განათავსა დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ინსტრუმენტები გარე ინვესტორებზე.  ემისიამ ბანკს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მეშვეობით კაპიტალის მოზიდვის ახალი შესაძლებლობა გაუხსნა და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას შეუწყო ხელი.თიბისი კაპიტალისთვის კი, ეს წელს AT1 ობლიგაციების მეორე წარმატებული ემისიაა. ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი კაპიტალის გამორჩეულ შესაძლებლობებს, მოიზიდოს მრავალფეროვან ინვესტორთა ბაზა, უზრუნველყოს ემიტენტებისთვის კონკურენტული დაფინანსების პირობები და გააფართოვოს ქართული ბანკების წვდომა რეგულატორული კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიულ წყაროებზე.მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი კომპანია იყენებს ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რაშიც თიბისი კაპიტალს, როგორც წამყვან საინვესტიციო ბანკს, უდიდესი წვლილი შეაქვს. აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებას - წლის დასაწყისიდან 14 კორპორატიული ობლიგაციის ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა და 60%-იანი ბაზრის წილით ლიდერობას ვინარჩუნებთ“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 97 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ განვითარებისა და სოციალური გავლენის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Credo GmbH, ფრანგული Proparco და იაპონური Gojo & Company, Inc. ბანკს Fitch Ratings-ისგან მინიჭებული აქვს  ‘B+’ საკრედიტო რეიტინგი, სტაბილური პერსპექტივით.

გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა “საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართა

1793102919

გამოფენაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, უზბეკეთის მხრიდან კი ღონისძიებას 1,400-ზე მეტი კორპორატიული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის უმაღლესი რგოლის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები.ორდღიანი პროგრამა მოიცავდა დახურულ ბიზნესკონფერენციას, საერთაშორისო გამოფენას, ადგილობრივ კომპანიებში ვიზიტებსა და მიზნობრივ B2B შეხვედრებს. ღონისძიების ფარგლებში 90-ზე მეტი პირისპირ ბიზნესშეხვედრა გაიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უზბეკეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საკუთარი პროდუქცია და მომსახურება წარედგინათ და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განეხილათ.გამოფენის საერთაშორისო მასშტაბის ზრდას ხელი შეუწყო სტრატეგიულმა პარტნიორობამ უზბეკეთის წამყვან ბიზნესინსტიტუციებთან — The Europe-Uzbekistan Association for Economic Cooperation (EuroUZ)-თან და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან."საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ საერთაშორისო ბიზნესდიალოგის, ახალი პარტნიორობებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პლატფორმაა, რომელიც ქართულ კომპანიებს ცენტრალური აზიის ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენასა და საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი "მაგდანას ლურჯამ" გახსნა

1793176008

ღონისძიების თემაა „აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“. 28, 29 და 30 ოქტომბერს მაყურებელი სხვადასხვა ქვეყნის 12 კინოინსტიტუციის ციფრულად რესტავრირებულ საარქივო ფილმებს იხილავს. წარმოდგენილი იქნება საქართველოს, მალტის, ესპანეთის, ესტონეთის, პორტუგალიის, უნგრეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, საფრანგეთის კინოპროგრამები.ფესტივალი ეროვნული არქივის ჩვენებით – თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის მხატვრული ფილმით „მაგდანას ლურჯა“ – გაიხსნა. 1955 წელს გადაღებულმა ფილმმა 1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში პრიზი მოიპოვა. „მაგდანას ლურჯას“ ციფრული რესტავრაცია ეროვნულ არქივში 2026 წელს განხორციელდა.წელს პირველად, თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს ჰყავს „საპატიო სტუმარი“ – საფრანგეთის კინოთეკა. ფრანგული კინოინსტიტუციის პროგრამის კურატორი პოლინ დე რეიმონი თბილისს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოწვევით სტუმრობს. ფესტივალის განმავლობაში ის ქართველ მაყურებელს 1928-1964 წლებში გადაღებულ სამ ფრანგულ მხატვრულ ფილმს წარუდგენს.ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და აჭარის მუზეუმის ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმის პროგრამები.ფესტივალი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. მაყურებელს მიმართეს საფრანგეთის კინოთეკის პროგრამის კურატორმა პოლინ დე რეიმონმა, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსმა მანანა სურაძემ და ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ.თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი 30 ოქტომბერს დაიხურება.კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. 

28 ოქტომბრის ანონსი

1793131162

11:00 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული). 11:30 საათზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.თემა: „ბუნებრივი აირისა და წყლის გაძვირება“.მისამართი: ვაჟა-ფშაველას #45ა, „ტვ ფორმულას“ შენობა, სართული 3.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ანუკა გაბელია 551 633 644. 11:55 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი. 12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი.

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1793130679

კურო28 ოქტომბერი სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებას მოითხოვს. შესაძლოა, მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგაცვლევინებთ. სიყვარულში გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის საინტერესო დღე გელოდებათ. შესაძლოა, დიდი ხნის წინ დაწყებულმა საქმემ სასურველი შედეგი გამოიღოს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ზედმეტ ხარჯებს მოერიდეთ.კირჩხიბიდღეს ყურადღების ცენტრში ოჯახური და პირადი საკითხები მოექცევა. ახლობელ ადამიანთან საუბარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. საღამოს სასურველია დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმოთ დრო.ლომითქვენი თავდაჯერებულობა და აქტიურობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, პროფესიულ საქმიანობაში საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზები არ არის გამორიცხული.ქალწული28 ოქტომბერს დეტალებზე ყურადღების გამახვილება მოგიწევთ. სამსახურში შესაძლოა დამატებითი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ.სასწორიდღე ხელსაყრელია ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად. შესაძლოა, მოულოდნელი შეხვედრა საინტერესო ნაცნობობაში გადაიზარდოს. ფინანსური გადაწყვეტილებები კარგად გააზრებულად მიიღეთ.მორიელითქვენთვის აქტიური და ემოციურად დატვირთული დღე იქნება. შესაძლოა, დიდი ხნის სურვილის განხორციელების შესაძლებლობა გამოჩნდეს. ინტუიცია გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ, თუმცა მხოლოდ ემოციებს ნუ დაეყრდნობით.მშვილდოსანიახალი იდეები და მოულოდნელი შესაძლებლობები დღის მთავარი თემები იქნება. კარგი დროა სამომავლო გეგმების დასაწყობად. პირად ურთიერთობებში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. მოერიდეთ დაუფიქრებელ ფინანსურ რისკებს.თხის რქადღეს თქვენი შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლოა, პროფესიულ სფეროში სასიამოვნო სიახლე მიიღოთ. პირად ცხოვრებაში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.მერწყული28 ოქტომბერი შემოქმედებითი იდეებისა და ახალი წამოწყებებისთვის საინტერესო დღეა. შესაძლოა, მოულოდნელმა შეთავაზებამ თქვენი გეგმები შეცვალოს. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას გააძლიერებს.თევზებიდღეს საკუთარ ემოციებსა და შინაგან სურვილებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის ახალი გზა იპოვოთ. ფინანსურ სფეროში სიფრთხილე გმართებთ, ხოლო პირად ურთიერთობებში სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის კმ107-კმ112 მონაკვეთზე მოძრაობა 2 კვირით იზღუდება

1793119664

"სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მოძრაობა ასევე შეიზღუდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე და 112-ე კილომეტრებზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება.დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადი ონის მიმართულებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის, ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა-ონის საავტომობილო გზების გამოყენებით და პირიქით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებელი პირები იყვნენ რესან კონცელიძე და ვასილ როინიშვილი"

1793117191

მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით თავადაც აქვს კითხვები."როინ შავაძის საქმე იყო პრობლემური საქმე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამ საქმესთან დაკავშირებით მეც მაქვს კითხვები. მეც ვითხოვ, რომ როინ შავაძის საქმე კიდევ ერთხელ იქნეს გამოძიებული, მაგრამ რანაირად შეიძლება, რომ როინ შავაძის საქმე იყოს ჩვენი აკრძალვის საფუძველი, როცა როინ შავაძის საქმის მთავარი გამომძიებელი, ვინც წარმართავდა საქმეს იყო რესან კონცელიძე. კაცი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო. ასევე, ამ საქმის დროს პროკურორის მოადგილე იყო ვასილ როინიშვილი, რომელიც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.ვიმეორებ, როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებელი პირები იყვნენ რესან კონცელიძე და ვასილ როინიშვილი, პროკურორის მოადგილე, რომელიც უშუალოდ წარმართავდა საქმეებს და ახლა არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. ამ საქმეზე მთავარი პასუხისმგებელი პირები იყვნენ რესან კონცელიძე, იმიტომ, რომ მან გამოიძია ეს საქმე არასწორად და ეს იყო ვასილ როინიშვილი. არაფერს არ ვემიჯნები, კითხვას ვსვამ, თუ ეს საქმე, რაზეც მათ შორის ინდივიდუალური პასუხისმგებლობები არის დამდგარი, უნდა იყოს ჩვენი აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი, მაშინ მაინტერესებს რესან კონცელიძე ამ საქმესთან დაკავშირებით არ უნდა დაისაჯოს? ვასილ როინიშვილი არ უნდა დაისაჯოს? მე ვიყავი შავაძის საქმის გამომძიებელი? - მე არ ვყოფილვარ!", - განაცხადა ანა წითლიძემ.

"ეს არის უკვე მეოთხე სისხლის სამართლის საქმე, რაც მიგვანიშნებს, რომ ალეკო ელისაშვილს სჯიან მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე"

1793107104

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციელი შოთა ჭიპაშვილის წინააღმდეგ დაწყებულიყო საქმე, ალეკო ელისაშვილი სამართლდება."საქმე ეხება მოწმე პოლიციელს, ეს არის შოთა ჭიპაშვილი, რომელიც ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე ამხილა როგორც წამებაში, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობაში და ნაცვლად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულიყო შოთა ჭიპაშვილის წინააღმდეგ ამ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს მიაწოდა ალეკო ელისაშვილმა, ვხედავთ, რომ სიტყვა "არაკაცი", ის ეპითეტი, რომელიც გამოიყენა ალეკო ელისაშვილმა ამ პიროვნების მიმართ, გახდა ახალი სისხლის სამართლის დაწყების საფუძველი. ეს არის მისთვის უკვე მეოთხე სისხლის სამართლის საქმე და ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალეკო ელისაშვილს სჯიან მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.