საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1781685769

პროექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა."პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების არსებობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. ეს ტენდენცია გრძელდება. ამჯერად, სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირის N46-ის მიმდებარედ და ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სკვერებში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სრულად განახლდება ამორტიზებული საბაღო ინვენტარი და განთავსდება სასმელი წყლის შადრევნები“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გამწვანების სამუშაოებს - ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები და დაიგება რულონური ბალახი.ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სკვერის პროექტი ასევე ითვალისწინებს საბავშვო მოედნის მოწყობასა და არსებული სპორტული სივრცის განახლებას.მისივე თქმით, დამატებით განხორციელდება შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

ბაგების დასახლებაში, მულტიფუნქციურ ცენტრში მოეწყობა საცურაო აუზი, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის

1781685645

მისი თქმით, წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და 17 ივლისს დასრულდება."ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, ვაკის რაიონში, ბაგების დასახლებაში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა. ზოგადად, მულტიფუნქციური ცენტრები ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში ორი დიდი პროექტი განვახორციელეთ - დიდ დიღომსა და სამგორის რაიონში. ორივე ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.  გარდა ამისა, გვაქვს საინტერესო პროგრამა 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის, რომელთაც ეს ინფრასტრუქტურა ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეუძლიათ გამოიყენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, ახალ ცენტრში პირველად განხორციელდება ღია ტიპის საცურაო აუზის პროექტი. "სპორტულ ცენტრში განთავსდება საცურაო აუზი ზომით 50X25-ზე, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის. მსგავსი პროექტი ჯერ არ გაგვიკეთებია. ასევე, მოეწყობა დახურული 7X7-ზე ზომის საფეხბურთო მოედანი, ფიტნესდარბაზი და პადელის კორტები. ობიექტს ექნება საპარკინგე სივრცე და ტერიტორია კაფესთვის. აღნიშნულის განსახორციელებლად, პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერია აცხადებს კონკურს. წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და დასრულდება 17 ივლისს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და იმედი გამოთქვა, რომ იქნება შესაბამისი დაინტერესება, რათა თბილისში კიდევ ერთი გამორჩეული არქიტექტურის  პროექტი განხორციელდეს. 

"სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში" ცვლილებები შედის

1781685534

მისივე განმარტებით, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი გახდება. ასევე, ამოქმედდება ახალი პროგრამა  სახელწოდებით „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის“."პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ, მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა კი ყოველწლიურად განხორციელდება. ასევე გაგრძელდება იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს სწავლის უფლება სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერია, ყოველსემესტრულად, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს აფინანსებს."სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს 1 280-მა სოციალურად დაუცველმა, 500-ზე მეტმა მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა სტუდენტმა და 50-მდე შშმ სტუდენტმა მიიღო დაფინანსება. ამასთან, მივესალმებით აღნიშნული მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიციირებულ რეფორმას, რომელიც საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაზრდის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩის N102-თან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1781685375

მისი თქმით, პროექტის მიხედვით, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, ტრენაჟორები და მოსასვენებელი პავილიონები."გარდა ამისა, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, ვიდეომონიტორინგის კამერები, მოეწყობა გარე განათების ქსელი, საერთო სარგებლობის კიბე და საყრდენი კედლები. მისამართზე ამორტიზებული ინფრასტრუქტურის სადემონტაჟო სამუშაოები უკვე განხორციელდა. გარე პერიმეტრზე მოეწყო ბორდიური და ტერიტორია უსაფრთხოების ლითონის ღობით შემოისაზღვრა. ასევე, სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა არსებულ ხე-მცენარეებს. ამ ეტაპზე, გრუნტის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე ინფორმაციით, ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგდება და ადგილობრივებს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნება. 

შოთა თუთბერიძე - ელენე ხოშტარიას აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი, მოძრაობის გაძნელება, გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი

1781683409

მისივე თქმით, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი."დღევანდელი ბრიფინგი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას პოლიტიკური პატიმრის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შესახებ. უკვე 10 თვეა, ელენე ხოშტარია უკანონოდ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება. ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის, თვალშისაცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია: სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი.ელენე ხოშტარია არ აპირებდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა მას მერე, რაც დარწმუნდა, რომ როგორც ციხის სამედიცინო პერსონალმა, ისე დაწესებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, გადაწყვიტა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება.ელენეს არანაირი პრეტენზია არ აქვს დაწესებულების თანამშრომლებთან, კერძოდ ექთნებთან და ოფიცრებთან. თუმცა, აღსანიშნავია დაწესებულების სამედიცინო პერსონალისა და დირექტორის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი - მათ მიერ ამ 4 თვის მანძილზე ჩატარებული სამედიცინო კვლევები თუ პროცედურები სპორადული, არასისტემური და არაეფექტურია.იმის გამო, რომ მას დღემდე არ აქვს საჭირო პასუხები და მკურნალობის გეგმა, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ თურქეთის კლინიკაში, ელენეს მკურნალ ექიმებთან. თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით 2 თვის წინ, მიღებისთანავე, გადაეცა მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.ამასთან ერთად, უკვე ორი კვირაა, რაც ელენე ხოშტარიას ადვოკატმა მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას პოლიტიკური პატიმრის მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, დღემდე, ამ მიმართვაზე პასუხიც არ მიგვიღია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს პენიტენციური სამსახურის გულგრილ დამოკიდებულებას პატიმრების ჯანმრთელობისა და მათ წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

კლინიკის დაცვის თანამშრომელი, რომელიც პაციენტის ოჯახის წევრები 11 აპრილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა

1781615620

შუახნის კაცს ოპერაცია ადგილზევე ჩაუტარდა, მოგვიანებით კი რეანიმობილით თბილისში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.12 აპრილს უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც დაცვის თანამშრომელს სცემა მარნეულის მერიის წერაქვის ადმინისტრაციული ერთეულის უფროსის ძმაა.მომხდართან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ"

1781599654

დამსწრე საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა წაუკითხა და მიულოცა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.როგორც პატრიარქის სიტყვაში იყო აღნიშნული, თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა.„დღეს მეტად სასიხარულო მიზეზით შევიკრიბეთ. მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს საპატრიარქო განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს „ღირებულებითი განათლების“ კლუბების პროექტს.ეს შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ ამ თანამშრომლობით განვლილი გზა, ერთად გავიხაროთ იმ კეთილი ნაყოფით, რომელიც ამ წლების განმავლობაში გაწეულმა შრომამ გამოიღო და კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მომავალი თაობების აღზრდის საქმეში გვაკისრია.თანამედროვე სამყაროში, როდესაც ჩვენ თვალწინ სწრაფად იცვლება საზოგადოებრივი გარემო და ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის ზნეობრივი ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდებისათვის მყარი სულიერი და ზნეობრივი საფუძვლების მიცემა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეკლესიის, ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შრომა და ზრუნვა მომავალ თაობაზე. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და დღეს უკვე მჭიდროდ და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით.სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ ათასობით მოზარდს ეძლევა საშუალება, სასკოლო გარემოში ჩაუღრმავდეს ზნეობრივ და ქრისტიანულ ღირებულებებს და შეძლოს, ცოდნასთან ერთად, ისეთი ღირებულებებით ცხოვრება, როგორებიცაა სიყვარული, პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, თანაგრძნობა და მოყვასზე ზრუნვა. სწორედ ეს იყო პროექტის თავდაპირველი მიზანიც. ამ საქმეში კი თითოეული თქვენგანის მონაწილეობა და თავდადება განსაკუთრებულად ფასეულია, რადგან სწორედ ერთობლივი შრომით იქმნება ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ახალგაზრდებს მართებული ორიენტირების პოვნა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება შეუძლიათ. პროექტი ყოველწლიურად ვითარდება და ძლიერდება. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ მისი შედეგები თვალნათლივ აისახება სასკოლო გარემოზე. ვხედავთ, როგორ იქმნება უფრო ჯანსაღი, თბილი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია. იმედს გვაძლევს ის დადებითი გამოხმაურება და მხარდაჭერა, რომელსაც პროექტის მონაწილეებისგან: მოსწავლეებისგან, პედაგოგებისა და სასულიერო პირებისგან ვიღებთ.წელს კიდევ ერთი სიახლე გვაქვს: პროექტი ეპარქიებშიც წარმატებით მიმდინარეობს და მომავალი წლიდან მასში ჩართული ეპარქიების სამღვდელოების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მადლობა, გვსურს, გადავუხადოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის ყველა თანამშრომელს, რომელთაც თავის დროზე სათანადოდ შეაფასეს საპატრიარქოს მცდელობა, მოზარდთათვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ის ღირებულებები, რომლებსაც სამყაროში უდიდესი კაცთმოყვარეობით აღსავსე ქრისტიანული მოძღვრება ქადაგებს. მადლობა პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს, რათა „ღირებულებითი განათლება“ სკოლაში იყოს ის მნიშვნელოვანი საგანი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს სკოლის მოსწავლის ფასეულობებისა და მისი, როგორც ღირსეული და კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებაში. მადლობა ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და პროექტში ჩართულ ყველა სასულიერო პირს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შრომობენ სკოლებში „ღირებულებითი კლუბების“ დაარსებისა და შედეგიანი ფუნქციონერებისთვის.აღსანიშნავია, რომ ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში მათ გამოავლინეს განსაკუთრებული ერთგულება და სიყვარული ეკლესიის მიმართ. მოგეხსენებათ, უწმინდესის საფლავთან განუწყვეტლივ აღევლინებოდა პანაშვიდები, დაწესებული იყო მორიგეობა, ხოლო დაკრძალვის და შემდგომი საეკლესიო პროცესების ორგანიზებაში მათ დიდი პასუხისმგებლობითა და თავდადებით მიიღეს მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გულითად მადლობას გიხდით ყველას თავდაუზოგავი მსახურებისა და შრომისთვის, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს სამშობლოს და ეკლესიას მომავალშიც ეყოლება ქრისტეს რწმენის ერთგული, სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებზე აღზრდილი მოქალაქეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – ნათქვამია შიო მესამის მისასალმებელ სიტყვაში.როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წერს, ამჟამად საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში 175 კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც 4 375 მოსწავლეა ჩართული. პროგრამა ასევე ხორციელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის.ღონისძიებას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა სასულიერო და საერო პირები.

მაშველებმა 2 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

1781595688

სამსახურის ცნობით, ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.“მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს.საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა. მასში ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, - აღნიშნულია განცხადებაში.2 ივნისს მტკვარში 40 წლამდე მამაკაცი მანქანით გადავარდა. მას უკნიდან ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მდინარეში გადავარდა. აღნიშნულზე ერთი პირი დაკავებულია.

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

1781591315

ეროვნული ნაკრების წევრები და ოლიმპიადის გამარჯვებულები 12 ივნისს, თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებაზე ოფიციალურად დაჯილდოვდნენ. ეროვნული AI ოლიმპიადის და საქართველოს ნაკრების მთავარი მხარდამჭერია თიბისი.ასტანაში, 103 ქვეყნის მონაწილეებს შორის გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან  საქართველოს ნაკრების წევრები: ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეები -  მათე რეხვიაშვილი, ნიკოლოზ გეგენავა, გიორგი მაისურაძე, ლუკა ბერიკელაშვილი, ანტონი ინგოროყვა, გიორგი ცქიტიშვილი, ნიკოლოზ კილაძე - გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლე და ნიკოლოზ ყიფშიძე 136-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.„თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის გაღრმავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში ეხმარება. გვიხარია, რომ ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდაჭერით ახალი თაობის განვითარებაში შეგვაქვს წვლილი. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდები განსაზღვრავენ მომავლის ტექნოლოგიურ პროგრესს და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით წარმოაჩენენ საქართველოს“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.საქართველომ საერთაშორისო AI ოლიმპიადაში პირველად 2025 წელს მიიღო მონაწილეობა და პირველივე წელს ქვეყნისთვის პირველი მედალი მოიპოვა. ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით შეიქმნა. ტექ ოლიმპიადების ჰაბი ტექნოლოგიური განათლების განვითარებასა და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა-გაძლიერებას ემსახურება. ჰაბი უზრუნველყოფს მოსწავლეების მომზადებას, ეროვნული ნაკრებების შერჩევასა და მათ მონაწილეობას ინფორმატიკისა და AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადებში, რითაც ხელს უწყობს ახალ თაობაში ტექნოლოგიური უნარების განვითარებას და აძლიერებს საქართველოს წარმომადგენლობას საერთაშორისო ასპარეზზე."ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის და ახალ თაობაში ციფრული უნარების გაძლიერებისთვის, ტექ ოლიმპიადების ჰაბი უპრეცედენტო მნიშვნელობის ინიციატივაა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჰაბის დაფუძნება ერთის მხრივ წარმოაჩენს საქართველოს ეროვნული ნაკრებების დიდ საოლიმპიადო შედეგებს, მეორეს მხრივ კი მიზნად ისახავს უფრო მეტი ახალგაზრდას ჩართვას, მომზადება და გადამზადების პროგრამების და ბანაკების უზრუნველყოფას, სხვადასხვა რეგიონების დაფარვას და მოსწავლეთა საუკეთესო პოტენციალის დემონსტრირებას, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტექ ოლიმპიადებში“ - ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი.მონაწილეების ოლიმპიადისთვის მომზადებასა და სპეციალური კურსის შექმნაზე საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) იზრუნა. ინტენსიური, რვათვიანი მომზადების პროცესმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, არა მხოლოდ AI-ის საფუძვლებს დაუფლებოდნენ, არამედ საერთაშორისო ასპარეზისთვის საჭირო უნარებიც განევითარებინათ."AI ოლიმპიადა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში ახალი თაობის პროფესიონალების განვითარებისთვისაა. კურსის და ეროვნული ოლიმპიადის მონაწილეები და ნაკრების წევრები არამხოლოდ საფუძვლიან ცოდნას იძენენ, არამედ ხედავენ, რამდენად ბევრი შესაძლებლობა მოჰყვება AI-ის განვითარებას. მათ კი შეუძლიათ, განვითარების ნაწილი და შემქმნელებიც იყვნენ. ჩვენი პარტნიორობა თიბისისთან სწორედ ამ შესაძლებლობების და ჩვენი მოსწავლეების პოტენციალის საერთო ხედვას ეფუძნება. ქართველ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ, მსოფლიო დონის AI პროფესიონალები გახდნენ და თავისი წვლილი შეიტანონ ტექნოლოგიის განვითარებაში“ - გიგი გიორგაძე, GAIA-ს დირექტორი.დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე მთავარი საკუთარი თავის რწმენაა - რწმენა იმის, რომ შეგიძლია. თიბისის განათლების პროგრამები კი სწორედ იმ შესაძლებლობებს ქმნის, რომლებიც ადამიანებს ეხმარება, თავიანთი ამბიციები და მისწრაფებები რეალობად აქციონ, განვითარდნენ და საკუთარი პოტენციალი საერთაშორისო ასპარეზზეც წარმოაჩინონ.(R)

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1781545965

მისივე ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გემზე იმყოფება ეკიპაჟის 24 წევრი, რომელთაგანაც სამი საქართველოს მოქალაქეა."ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით ყველა მეზღვაური უსაფრთხოდაა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და სააგენტოს მარეგულირებელი აქტები საკრუინგო კომპანიებს ავალდებულებს, განახორციელონ მკაცრი სანქციური შემოწმება და კრძალავს მეზღვაურთა დასაქმებას იმ გემებზე ან გემთმფლობელებთან, რომლებიც ექვემდებარებიან გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან გაერთიანებული სამეფოს სანქციებს. სააგენტომ გადაამოწმა საქართველოში მოქმედი და აღიარებული საკრუინგო და მეზღვაურთა დასაქმების კომპანიების მონაცემები.ჩატარებული შემოწმების შედეგად, აღნიშნული გემი არ იდენტიფიცირდა არცერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის დასაქმების, რეკრუტირების ან მეზღვაურთა განთავსების ჩანაწერებში. შესაბამისად, მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ.საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს აღიარებული საკრუინგო კომპანიების მონიტორინგს და უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის აღიარების შეჩერება ან გაუქმება, სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე გამოძიების შედეგებს. ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების უსაფრთხოება, მათი შრომითი უფლებების დაცვა და საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სანქციების შესრულების, პასუხისმგებლიანი საზღვაო მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.