ყველა სიახლე
მეუფე იობი - უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა

1794738592

მისი თქმით, „ნიღბების ჩამოხსნის პროცესი“ უკვე დაწყებულია და საბოლოოდ ყველას რეალური სახე გამოჩნდება."ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა. "არ არს დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოს“, არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს. ამ პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ეს ასე აუცილებლად მოხდება. ყველა გამოჩნდება ვინ, ვინ არის. ეს კარგი არის. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ არჩევ, ვერ განისაზღვრება ვინ არის შენ გვერდში. შეიძლება ახლობელი იყოს და „აი, თურმე უბეში გველი მყოლია“ - ასე თქვა. დადგება სულიწმიდის მადლით, ის დრო, როდესაც ყველა ნიღაბს ჩამოიხსნის და ისეთი, როგორიც არის...თუ ჩვენ უფალს ვეკუთვნით, უფლის ერთგულები უნდა ვიყოთ. სამშობლოს ერთგულები უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. ამ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ. ყველა ვალდებულია, სასულიერო პირი იქნება, ერის ადამიანი იქნება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მცირერიცხოვანი ერი ვართ. და გვიყვარდეს ერთმანეთი“, - აცხადებს მეუფე იობი.

"არ არის გამორიცხული, წყალტუბოს სანატორიუმების გასაყიდად აუქციონები მიზანმიმართულად ჩააგდეს"

1794738449

აბესაძის შეფასებით, ეს ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების მიმართ ინტერესის ნაკლებობაზე მიუთითებს.ამასთან, ის გამოთქვამს ეჭვს, რომ აუქციონების ჩაშლა შესაძლოა, წინასწარ დაგეგმილ სქემას უკავშირდებოდეს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ქონების შემდგომში შემცირებულ ფასად გაყიდვაა. "წყალტუბოში 10 სანატორიუმის გასაყიდად აუქციონები არ შედგა (არავინ გამოხატა ინტერესი).იყიდებოდა ჯამურად 433,309 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები (მათზე მდგომი შენობებით) 49,318,000 ლარად.რეჟიმის მტკიცებით ამ აყვავებულ ეკონომიკაში, რომ 10 აუქციონიდან არცერთი შედგა, ბევრი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა: სინამდვილეში ამ ქვეყანაში არც ადგილობრივ და არც უცხოელ ინვესტორს მსხვილი კაპიტალდაბანდების ინტერესი არ აქვს (არ ვგულისხმობ მაფიოზურ/კორუფციულ გარიგებებს); ამასთან ერთად, როგორც ჩანს, წინასწარ განსაზღვრულიცაა, ვინ უნდა ჩაიგდოს ხელში ეს ქონება, შესაბამისად არაა გამორიცხული, პირველი აუქციონები მიზანმიმართულად ჩააგდეს, რომ შემდეგ "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 50%-ით შემცირებული ფასით გამოვიდეს აუქციონზე და შემდეგზე კიდე უფრო მეტად შეამცირონ ანუ არც ეს 49 მილიონი გადაიხადონ ბიუჯეტში, რაც ერთი შეხედვით ისედაც საკმაოდ დაბალი ფასი ჩანს ამ ქონებისთვის.ზუსტად ამ სქემით ჩაიგდეს ხელში თბილისში, რიყის დოქები და 15,000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი 96 მილიონი ლარის ნაცვლად 10 მილიონ ლარად და შემდეგ ამ 10 მილიონი ლარის დიდი ნაწილი რიყის დოქების დაშლის შემდეგ მიღებული მასალების რეალიზაციით ამოიღეს. საბოლოოდ გამოვიდა, რომ სახელმწიფომ ფაქტობრივად უფასოდ გააჩუქა ეს ტერიტორია!", - წერს აბესაძე სოციალურ ქსელში. წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების შეძენით ინვესტორები კვლავ არ დაინტერესდნენ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონზე გამოტანილი 10 ობიექტიდან ვერცერთი გაიყიდა.აუქციონები 15 ოქტომბერს გამოცხადდა და 13 ნოემბერს დასრულდა. ათივე სანატორიუმის საერთო საწყისი ღირებულება 49 მილიონ 200 ათასი ლარი იყო. ამასთან, მყიდველებს ობიექტების განვითარებაში, ჯამში, სულ მცირე 314 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ეკისრებოდათ.გასაყიდ ობიექტებს შორის იყო ყოფილი სანატორიუმები „მედეა“, „მეგობრობა“, „სავანე“, „ინტურისტი“, „იმერეთი“, „აია“, „გელათი“, „გეოლოგი“, „ფილიალი“ და „რკინიგზელი“.   

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

1794724581

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 500 აბზე მეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

სამეგრელოს პოლიციამ სამი ადამიანი დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავა

1794724217

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

1794723900

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 622 860 (+2 230) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 15.11.26-მდე: ტანკები – 12 478 (+0), ჯავშანტექნიკა – 25 784 (+34), საარტილერიო სისტემები – 52 401 (+46), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 274 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 756 (+0), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 150 (+10); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 608 803 (+1 272), ფრთოსანი რაკეტები – 5 196 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 175 158 (+549), სპეციალური ტექნიკა – 4 906 (+1).

The Telegraph - პუტინი დიდი ბრიტანეთისგან ევროპის ბირთვული დაცვის შეწყვეტასა და აღმოსავლეთ ევროპიდან ნატოს ჯარების გაყვანას მოითხოვს

1794689094

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ეს მოთხოვნა შევიდა იმ წინადადებების ნუსხაში, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მოამზადეს.გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ნატოს კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად ბირთვული შეიარაღების მქონე წყალქვეშა ნავებს იყენებს.ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხი რუსეთთან შეთანხმებების საგანი ვერ გახდება.გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვის მოთხოვნების შემცველი დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ნატოს ძალების გაყვანას აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ფინეთის გარიცხვას ალიანსიდან, ასევე ვალდებულებას, რომ უკრაინაში დასავლური ჯარები არ გაიგზავნება.ირწმუნებიან, რომ კრემლის ხელმძღვანელი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის განხილვას მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ დათანხმდება.გარდა ამისა, მოსკოვი მოითხოვს უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა პროდუქციის მიწოდების შეწყვეტას. რუსეთის კიდევ ერთი პირობაა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმა.კრემლი ასევე ცდილობს, ომის დასრულების შემდეგ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე კონტროლი შეინარჩუნოს. სანაცვლოდ მოსკოვი, თითქოსდა, მზად არის ხელი არ შეუშალოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იმ პირობით, რომ კიევი გაერთიანების საერთო თავდაცვით პოლიტიკაში მონაწილეობას არ მიიღებს.ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა პარტნიორები, რომ პუტინს ევროპის საზღვრების შეცვლა სურს, სამიზნეში კი ფინეთი და შვედეთი არიან.

ნეთანიაჰუ - ირანის რეჟიმი, რომელიც ისრაელის განადგურებას ისახავს მიზნად, კვლავ ცდილობს ბირთვული პროგრამის განახლებას

1794686290

"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გადი ეიზენკოტთან. ამ საუბარმა კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა იმისა, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნა – მთავრობისა, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელის სახელმწიფოს, როგორც ებრაელი ხალხის ეროვნულ სახელმწიფოს და რომელიც შეძლებს, გაუმკლავდეს ჩვენ წინაშე მდგარ უზარმაზარ და რთულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ირანის რეჟიმი, რომელიც ისრაელის განადგურებას ისახავს მიზნად, კვლავ ცდილობს ბირთვული პროგრამის განახლებას. და მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: ეს მკვლელი რეჟიმი, რომელსაც არც კი უყოყმანია საკუთარი ათასობით მოქალაქის მკვლელობისას, არც ბირთვული იარაღის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებისას დაიხევს უკან”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.მისივე თქმით, ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ირანს ამის შესაძლებლობა არ მისცეს."ეს ეგზისტენციალური საფრთხე ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ. ამას ვერ შეძლებს ვერც ვიწრო კოალიციური მთავრობა და ვერც ხელისუფლება, რომელიც ტერორიზმის მხარდამჭერებზეა დამოკიდებული. თუმცა ეროვნული ერთიანობის მთავრობას ამ მიზნის მიღწევა შეუძლია“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.ნეთანიაჰუმ ეიზენკოტს მოუწოდა, წინაპირობების გარეშე შეხვდნენ ერთმანეთს, გვერდზე გადადონ უთანხმოებები და ქვეყნის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის საერთო შეთანხმებას მიაღწიონ.

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1794685810

კუროდღეს განსაკუთრებული ყურადღება ოჯახურ გარემოსა და პირად კომფორტს დაუთმეთ. შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან მნიშვნელოვანი საუბარი შედგეს, რომელიც გარკვეული საკითხების გარკვევაში დაგეხმარებათ. პროფესიულ სფეროში სტაბილურობა შენარჩუნდება, თუმცა ახალი ვალდებულებების აღებას ნუ იჩქარებთ.ტყუპები15 ნოემბერი კომუნიკაციისა და საინტერესო ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღე იქნება. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმებზე დადებითად აისახება. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და ნუ გასცემთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაშიც დარწმუნებული არ ხართ.კირჩხიბიდღეს შესაძლოა, ემოციურად უფრო მგრძნობიარე იყოთ. სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ისეთ საქმიანობას, რომელიც სიმშვიდეს განიჭებთ. ოჯახურ ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი დაგროვილი გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში გამოიჩინეთ წინდახედულობა.ლომი15 ნოემბერი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და თავდაჯერებულობის განმტკიცების დღე იქნება. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ ან თქვენმა იდეებმა გარშემომყოფების მოწონება დაიმსახუროს. პირად ურთიერთობებში სასურველია მეტი ყურადღება დაუთმოთ პარტნიორის სურვილებს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ.ქალწულიდღეს ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება განსაკუთრებით გამოგადგებათ. კარგი დროა გადადებული საქმეების დასასრულებლად და მომავალი კვირის დასაგეგმად. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ გარკვეული გეგმების შეცვლა. პირად ურთიერთობებში ზედმეტ კრიტიკას მოერიდეთ და მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ.სასწორი15 ნოემბერი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ჰარმონიის აღდგენის შესაძლებლობას მოგცემთ. შესაძლოა, ძველ ნაცნობთან ურთიერთობა განაახლოთ ან მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ შეთანხმებას მიაღწიოთ. ფინანსურ სფეროში მოსალოდნელია საინტერესო იდეები, თუმცა მათ განხორციელებამდე ყველა დეტალი კარგად შეაფასეთ. საღამო დასვენებას დაუთმეთ.მორიელიდღეს ინტუიცია განსაკუთრებით დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, რომელიც პროფესიულ განვითარებას უკავშირდება. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა და ურთიერთგაგება გადამწყვეტი იქნება. მოერიდეთ ზედმეტ ეჭვიანობას და ეცადეთ, მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ.მშვილდოსანი15 ნოემბერი ახალი იდეებისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის ხელსაყრელი დღე იქნება. შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ ან ისეთი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს შეხედულებებზე დადებით გავლენას მოახდენს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობებია მოსალოდნელი. ფინანსურ საკითხებში ზედმეტ ოპტიმიზმს მოერიდეთ.თხის რქადღეს თქვენი ყურადღება პრაქტიკულ საკითხებსა და სამომავლო მიზნებზე იქნება კონცენტრირებული. კარგი დროა ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად და მნიშვნელოვანი გეგმების გადასახედად. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა რჩევისთვის მოგმართოთ. პირად ცხოვრებაში მეტი სითბოსა და ყურადღების გამოხატვა ურთიერთობების განმტკიცებაში დაგეხმარებათ.მერწყული15 ნოემბერი სიახლეების, მოულოდნელი შეხვედრებისა და საინტერესო შესაძლებლობების დღე იქნება. შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი, ყოველდღიურობაში ცვლილებები შეიტანოთ ან ახალი საქმიანობა დაიწყოთ. მეგობრებთან ურთიერთობა დადებით ემოციებს მოგიტანთ. თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ ემოციებს ნუ დაეყრდნობით.თევზებიდღეს განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ემოციურ მდგომარეობასა და შინაგან სიმშვიდეს დაუთმეთ. შესაძლოა, წარსულში გადაუჭრელი საკითხი კვლავ აქტუალური გახდეს, თუმცა ამჯერად მისი მოგვარების უკეთესი შესაძლებლობა გექნებათ. შემოქმედებითი საქმიანობა სასიამოვნო შედეგს მოგიტანთ. საღამოს სასურველია ყოველდღიური საზრუნავისგან განტვირთვა და დასვენება.

საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის ლეგენდა იურაია ფეიბერი დაამარცხა

1794680849

თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.11 ნოემბერს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვებით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებმა ტონგა დაამარცხა

1794671991

მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში "ბორჯღალოსნებმა" ტონგას უმასპინძლეს ავჭალის სტადიონზე და მეტოქე ანგარიშით 55:31 დაამარცხეს.მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები“ 21 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებთან გამართავენ.