სოციალური მედია
"სიმსივნის ყოველი 8 შემთხვევიდან 1 ინფექციური წარმოშობისაა, სამწუხაროა, როცა სიმსივნეების პრევენციის მარტივ შესაძლებლობებს ადამიანები არ იყენებენ"

1790839967

"უხსოვარ დროს, როდესაც სტუდენტი ვიყავი, ლექციაზე ეთერ ბოცვაძემ გვითხრა, დრო მოვა და ძალიან ბევრ სიმსივნეზე აღმოჩნდება, რომ ინფექციები იწვევსო. მაშინ ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა, თუმცა სადღეისოდ უკვე დადგენილია, რომ სიმსივნის ყოველი 8 შემთხვევიდან 1 ინფექციური წარმოშობისაა (ანუ წელიწადში 2.3 მილიონზე მეტი სიმსივნის დიაგნოზი).ამ ინფექციურ პათოგენებს შორის წამყვანია შემდეგი 5:1. ჰელიკობაქტერია (Helicobacter pylori) - რომელიც იწვევს კუჭის კიბოს და ლიმფომას.2. პაპილომავირუსი (HPV) - სქესობრივი გზით გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის, ანუსის, ვულვის, პენისის და ორიგარინგეალურ (პირ-ხახის) კიბოს.3. B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) - იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას, რაც შეიძლება გართულდეს ღვიძლის კიბოთი (ჰეპატოცელულარული კარცინომა)4. C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) - იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას, რაც შეიძლება გართულდეს ღვიძლის კიბოთი (ჰეპატოცელულარული კარცინომა)5. ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) - რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ჰოჯკინის ლიმფომა, ბერკიტის ლიმფომა და ცხვირ-ხახის კარცინომა (ეს ფაქტი ზოგჯერ ზედმეტ შფოთვას იწვევს EBV გამოწვეული მონონუკლეოზის დროს. ეს დაავადება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, >90% გადატანილი აქვს, თუმცა სიმსივნის რისკი უკიდურესად დაბალ პროცენტშია).ეს ჩამონათვალი სრული არ არის და რამდენიმე სხვა ინფექციური აგენტის სიმსივნეებთან ასოციაციაც დადგენილია, თუმცა მათი სიხშირე ნაკლებია.ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინაში (ანუ ინფექციების და სიმსივნეების ასოციაციების დადგენა), რადგან ინფექციური სიმსივნეები ხშირად შეიძლება მარტივად იქნას თავიდან აცილებული.საკითხის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით მომუშავე მეცნიერებმა არაერთხელ მოიპოვეს დიდი აღიარება. მაგალითად, მარშალმა და უორენმა 2006 წელს (ჰელიკობაქტერ პილორის აღმოჩენისთვის), ხოლო ჰაუზენმა 2008 წელს (პაპილომავირუსის აღმოჩენისთვის) მიიღეს ნობელის პრემია.განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა სიმსივნეების პრევენციის მარტივ შესაძლებლობებს ადამიანები არ იყენებენ. მაგალითად, B ჰეპატიტი და პაპილომავირუსი და მათთან ასოცირებული სიმსივნეები ვაქცინაციით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ.P.S. ახლა, ამ პოსტის ქვეშ, ანტივაქსერების დიდი შეკრება და წყევლა-კრულვაა მოსალოდნელი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და ამას ვერავინ უარყოფს", - წერს ბუწაშვილი.

"ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ"

1790777811

"საზოგადოება უკვე წლებია, თვალს ადევნებს კონკრეტული ძალების მხრიდან მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს, თუმცა, ბოლო პერიოდში, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიმაჩნდა, რომ ასეთ აბსურდზე დროის დახარჯვა და რაიმე სერიოზული პასუხის გაცემა არ ღირდა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება. დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვრის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა.სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ.მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. “ქოლცენტრებს” ვმფარველობ, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შევდივარ უკანონო გარიგებებში და ა.შ. მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია.ამის ნაცვლად, მყვირალა სათაურებით და დამაინტრიგებელი ტექსტებით გაჯერებულ სიუჟეტებში, დამაჯერებლობის ელფერის შესაქმნელად იყენებენ ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა. მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა", - წერს ბერა ივანიშვილი. 

"არავის დაგვავიწყდება ის დიდი სიხარული, რაც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა მოგვიტანა, ვილი სანიოლი პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი გახდა"

1790435086

"ქართულ საკლუბო ფეხბურთში დღეს კატასტროფული ვითარებაა და ამაზე პასუხისმგებლობა ფეხბურთის ფედერაციას (ანუ ხელისუფლებას) ეკისრება. ნაკრების უკუსვლაშიც სწორედ მათ მიუძღვით ლომის წილი. ახლა კი მორიგი შეცდომა დაუშვეს: 2028 წლამდე ნაკრები ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელს ჩააბარეს.რამაზ სვანაძე კარგი მწვრთნელია. მან 21-წლამდელთა ნაკრებში მუშაობას კარგად გაართვა თავი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, პირველ რიგში, ავტორიტეტი უნდა იყოს.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრების შემთხვევაში, სადაც ფეხბურთელების თითქმის ასი პროცენტი უცხოეთში თამაშობს და ყოველდღიურად გამოცდილი, მკაცრი და ავტორიტეტული მწვრთნელების ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება. ასეთ გარემოში ეროვნული ნაკრების მწვრთნელს მხოლოდ ტაქტიკური ცოდნა არ ეყოფა - მას პიროვნული წონა და დამოუკიდებლობაც უნდა ჰქონდეს.ქართველ, თანაც ახალგაზრდა მწვრთნელს, რომელიც ამ ქოცური ცხოვრების ნაწილია და მთლიანად დამოკიდებულია ფეხბურთის ფედერაციაზე და იმ პოლიტიკურ ატმოსფეროზე, რაც ქვეყანაშია, მუშაობა ძალიან გაუჭირდება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკური ცენზურა ფეხბურთელებამდეც აღწევს და მათ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებსაც კი უკონტროლებენ (უკვე აღარ აქვეყნებენ, მოათვინიერეს).ვილი სანიოლისგან განსხვავებით, სვანაძეს პირველი სერიოზული ფეხის დაცდენისთანავე მოხსნიან და ყველაფერი თავიდან დაიწყება.რა უნდა გაკეთებულიყო?სვანაძეს ეს ციკლი უნდა ჩაემთავრებინა. ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანა B დივიზიონში დარჩენა უნდა ყოფილიყო. ახლა კი ჩვენ გავარდნის მთავარი კანდიდატი ვართ. ზედა ლიგაში გადასვლის შანსი არც აქამდე იყო მაღალი, ახლა კი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. შემდეგი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი ციკლი კი თუნდაც საშუალო დონის, მაგრამ გამოცდილი უცხოელი მწვრთნელით უნდა დაგვეწყო.ვილი სანიოლი უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ მწვრთნელობა, ფაქტობრივად, ჩვენს ნაკრებში ისწავლა. ჩვენ კი ახლა გვჭირდება მწვრთნელი, რომელსაც დიდი საკლუბო გამოცდილება ექნება და რომელმაც იცის, როგორ მართოს მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი.სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა რჩება: ვინ გადააყენა სანიოლი? ფედერაციამ? არა. გადადგა? არა. მისი მატჩისშემდგომი ინტერვიუდანაც ჩანდა, რომ წასვლას არ აპირებდა.სანიოლი ხალხმა, გულშემატკივარმა გადააყენა. ფედერაცია იძულებული გახდა, ამ რეალობას დამორჩილებოდა.და ამაშიც არის მისი დანაშაული: ეს ციკლი ახალი მწვრთნელით უნდა დაწყებულიყო. ამის გაკეთება მაშინვე ვერ გაბედეს და ახლა კიდევ ერთი ექსპერიმენტი დაიწყეს.ვილი სანიოლს წარმატებას ვუსურვებ. არავის დაგვავიწყდება ის დიდი სიხარული, რაც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა მოგვიტანა.ვილი სანიოლი პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი გახდა. აითქვიფა იმ ქოცურ გარემოში, რომელმაც ფეხბურთელებს სილაღე, სითამამე და დამოუკიდებლობა წაართვა და ფულზე და გარემოებებზე დამოკიდებული გახადა - მათ შორის ივანიშვილის მიერ გამოყოფილ 30 მილიონ ლარზეც.ეს გარემო არსად გამქრალა.სწორედ ამიტომ იყო უცხოელი მწვრთნელი საჭირო - თუნდაც იმიტომ, რომ ის ამ გარემოს ნაწილი არ იქნებოდა. მას ექნებოდა მეტი დამოუკიდებლობა და ნაკლები მიზეზი იმისთვის, რომ იგივე შეცდომები გაემეორებინა.საბოლოოდ, როგორც ყოველთვის, გამოსავლის ძიება ისევ უცხოელ მწვრთნელში დაიწყება. მერამდენედ? აი, ეს არის მთავარი კითხვა", - წერს გორიციძე.

"ველი, როდის ალაპარაკდება ამაზე ირაკლი ღარიბაშვილი, პირი ქვისკენ მიქნია და სალომე ზურაბიშვილსაც ბევრი აქვს სათქმელი"

1788789577

"ირაკლი კობახიძემ, არანაირი წერილობით მტკიცებულება არ არსებობს, რომ გარეჯი აზერბაიჯანს გადავეცითო.ორი კითხვა - ორივე რიტორიკული - და ერთიც კომენტარი:პირველი - როცა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას იჭერდით და ციხეში უშვებდით, მაშინ არსებობდა ეგ მტკიცებულება?მეორე - როცა წინა ხელისუფლებას გარეჯის გაყიდვას აბრალებდით ორგანიზებულად, როცა ამაზე ააგეთ მთელი საარჩევნო კამპანია, მაშინ არსებობდა ეგ მტკიცებულება?ახლა კი კომენტარი:ფაქტი ჯიუტია - წინა ხელისუფლების დროს, გარეჯის ქედზე ასვლისა და ქედს იქითა ნაწილში (უდაბნოსა და ჩიჩხუტურში) გადასვლის პრობლემა არ არსებობდა. ქართველები იქ თავისუფლად შედიოდნენ, ათვალიერებდნენ და ლოცულოდნენ.ქოცის პირობებში, გარეჯის მაგ ნაწილში ვეღარ შევდივართ. კარგად გავიაზროთ ეს - პირველად (!) გარეჯის 1500-წლოვან ისტორიაში ვერ შევდივართ დავითგარეჯას კომპლექსის მნიშვნელოვან ნაწილში. და ეს - იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც გარეჯის გაყიდვას სხვას აბრალებდა.ველი, როდის ალაპარაკდება ამაზე ირაკლი ღარიბაშვილი. პირი ქვისკენ მიქნია და სალომე ზურაბიშვილსაც ბევრი აქვს ამაზე სათქმელი. სხვა თუ არაფერი, ეგ რუსული სპეცოპერაცია სწორედ მან - ბიძინას ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის "პრინციპულმა არჩევანმა" - დაიწყო", - წერს ბიბილაშვილი.

"ივანიშვილი რუსეთთან და აფხაზეთის და ცხინვალის "მთავრობებთან" ხელშეკრულების მოსაწერად ემზადება, პარალელურად კი დასავლეთის შანტაჟს აგრძელებს"

1786988581

"უკრაინის სპეცსამსახურებმა თავის დროზე დააფიქსირეს, რომ 2008 წლის გაზაფხულზე, რუსებმა სცადეს ათეულობით ყოფილი უკრაინელი სპეცრაზმელის "დავერბოვკება" აფხაზეთში სპეცოპერაციისთვის.სინამდვილეში რუსებს უნდოდათ მათი აფხაზეთში ჩამოსვლის შემდეგ ჩახოცვა და გამოცხადება, რომ უკრაინული სპეცრაზმი ქართველების დავალებით ცდილობდა აფხაზეთში განლაგებულ რუს "სამშვიდობოებზე" თავდასხმას და რუსებს უნდა ეპასუხათ ჯარის შეყვანით. ასე რომ ცხინვალი იყო მხოლოდ ერთ-ერთი გეგმა მაშინ ომის დაწყების. ამის შესახებ გუშინწინ უკრაინული არხის ეთერში ნაწილობრივ ისაუბრა უკრაინული უშიშროების სამსახურების გადამდგარმა გენერალმა, ვიქტორ იაგუნმა.მე მოვუწოდებ ქართველ ჟურნალისტებს დაინტერესდნენ ამ ძალიან მრავლისმთქმელი ფაქტით, რომელიც კიდევ ერთხელ აფარჩაკებს რუს-ქოცურ პროპაგანდას.ამასობაში კი ივანიშვილი რუსეთთან და აფხაზეთის და ცხინვალის "მთავრობებთან" ხელშეკრულების მოსაწერად ემზადება, პარალელურად კი დასავლეთის შანტაჟს აგრძელებს "მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ, მერე რა რომ ვყარვარ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და მიმიღეთ" მიდგომით. დასავლეთი მას არ მიიღებს. ხელშეკრულებას რუსებთან ხელს მოაწერს და შემდეგ ჯერი ჩვენზეა", - წერს სააკაშვილი.

"მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის, მატირონ შვილი, მამამისს ატირონ შვილი"

1785873453

გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა საზოგადოებას სთხოვს, სანამ შესაბამისი ექსპერტიზის პასუხი არ იქნება, თავი შეიკავონ გარდაცვალების მიზეზის სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისგან."ჩემი შვილი მონათლული იყო. ზუგდიდის დადიანების ეკლესიაში ჰყავდა მამაო, იქ მსახურობს დედაჩემიც. ორი შვილი ჰყავდა. ორივე მონათლული. ჯვარი დაწერილი ჰქონდა. იმ მამაომ აუგო წესი, რომელმაც ჯვარი დაწერა.კიდევ ორმა მამაომ აუგო წესი. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა. გინეკოლოგთან ბოლოს 3 თვის წინ იყო. გთხოვ, ყველას გადაეცი, სანამ დასკვნა არ იქნება ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ.მატირონ შვილი. მამამისს ატირონ შვილი“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.ლანა ლატარია 30 ივლისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არაა.3 აგვისტოს, ლანა ლატარიას მამამ, ზაალ ლატარიამ დაწერა, რომ მას გარდაცვლილი შვილის ეკლესიაში დასვენების უფლება არ მისცეს. ზაალ ლატარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ მიიღო. ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.ზაალ ლატარიას სტატუსს დღეს, 4 აგვისტოს, ფეისბუკზე გამოეხმაურა ერთ-ერთი სასულიერო პირი მიქაელ ბრეგვაძე. სასულიერო პირმა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზად აბორტი დაასახელა, რასაც ოჯახი უარყოფს.

"არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მით უმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს მის წესებს და პატივს არ სცემს მასპინძელ ქვეყანას"

1784473906

"ქალზე ხელის აღმართვა, რა თქმა უნდა, მიუღებელი და ძალიან მძიმე ფაქტია. თუმცა, ამ შემთხვევაში სწორედ ამ ქალებმა მოახდინეს პროვოკაცია - ჩაუშალეს ადამიანს ქორწილი, შეურაცხყოფა მიაყენეს ნეფე-პატარძალს და დაძაბულობა უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანეს.არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მით უმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს მის წესებს და პატივს არ სცემს მასპინძელ ქვეყანას.თუ საქმე გამოძიებამდე მივიდა, მაშინ მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი კი არ უნდა შეფასდეს, არამედ იმ ადამიანების ქმედებებიც, რომლებმაც პროვოკაცია მოახდინეს, მათ შორის აპარატურის დაზიანებისა და ინციდენტის გამოწვევის გარემოებებიც!" - წერს ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში.ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას გულისხმობს.

"გიგას გვერდით დაკრძალულია 22 წლის თემო, რომელიც ასე, უპასუხისმგებლო მძღოლის მსხვერპლი გახდა"

1784136516

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი გუშინ საღამოს შეეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ბავშვი კი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი შემთხვევის დღესვე დააკავეს.მძღოლს, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა და დედა-შვილი იმსხვერპლა, ბრალდება წარუდგინეს. რევაზ ელიზბარაშვილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.დაღუპულების ოჯახის ახლობლები კი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და შსს-ს მიმართავენ:"სატრანსპორტო წესების დარღვევის" მუხლით რომ აღძარით საქმე შსს, გგონიათ შევარჩენთ? 109-ე მუხლით უნდა დაიწყოს ძიება! ორი უდანაშაულო ადამიანი მოკლა! დიახ, განზრახ მოკლა! თან ნარკოტიკი რომ მოიხმარა და თან ფეხზე ვერ დგებოდა პოლიციაში რომ მიათრიეს ეგ გარეწარი! 16 წთ-ში 3 ჯარიმა რომ დაეწერა, პატრულმა რატომ არ დააკავა?..."

"ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით, რატომ დადიხართ მთვრალები? ნარკომანებო, რამდენი უნდა შეიწიროთ?"

1784024319

"დავიღუპე ხალხო ჩემი ანა აღარა მყავს ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს! რატომ ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? ერთ დღეს დაიხოცეთ ნარკომანებო, რამდენი უნდა შეიწიროთ? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით, შე არარაობა, გადმოხტი და გაიქეცი, რატომ არ მოიკალი თავი ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე! შე არაკაცო!ჩემო ლამაზო და ნიჭიერო, ბავშვობიდან ლექსებს სწერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა, უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა ჩემო ობოლო! რამდენ საშაირო ლექსებს უწერდი ხალხს, დაგრჩა ნეტა ვინმე ლექსის გარეშე?ვაიმე როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას. მატრასზე უნდა დავიძინო ერთი ღამეო,დაიღუპა პატიოსანი ოჯახი..ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი.შენ მაინც როგორ მიმატოვე ანა! ჩემო ლამაზო.. რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ?." - წერს გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი.ანი ბერიანიძე და მისი 3 წლის ქალიშვილი გორში, ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, როცა მათ მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ადგილიდან მიმალვა სცადა. ქალი ადგილზე დაიღუპა, მცირეწლოვანი კი კლინიკაში გარდაიცვალა. მძღოლი დაკავებულია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს

"გაეშვით ამ ხალხს, რომლებსაც 14 წელია, სიძულვილით თქვენვე კვებავთ და ნუ უზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას"

1783329339

"როგორც ჟურნალისტებმა შემატყობინეს, ვინმე გივი ბერიაშვილი ჩემი შეურაცხყოფისთვის დაუჯარიმებიათ.წარმოდგენა არ მაქვს, რომელ კომენტარზეა საუბარი. თუმცა ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მას აქვს სრული უფლება, არ მოვწონდე და ეს იმ ფორმით გამოხატოს, როგორსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ.ეს სიგიჟე, რაც ახლა მას ქოცებმა დაჯარიმებით დამართეს, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და ქოცებს უნდა მოკითხოს.სქროლვის ქოცურ დეპარტამენტს კი მინდა ვუთხრა: ისე ნუ გამიჭირვოს ღმერთმა, რომ ჩემს ღირსებას თქვენ იცავდეთ. გაეშვით ამ ხალხს, რომლებსაც 14 წელია, სიძულვილით თქვენვე კვებავთ და ნუ უზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას", - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.