ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

"საქართველოს ბანკმა" PWM/The Banker-ისგან ქვეყანაში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო მიიღო

1762785799

დაჯილდოება 2009 წლიდან იმართება და იგი ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებებსა და წამყვან პოზიციებს აღიარებს. “მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდოს მფლობელი გახდა. ჩვენ პერსონალიზებულ, ყოვლისმომცველ პროდუქტებსა და სერვისებს ვქმნით მომხმარებლებისთვის, რომლებიც სრულყოფილებისა და ინოვაციურობისკენ მიისწრაფვიან. საქართველოს ბანკის Wealth Management და SOLO მიმართულებებით, უახლეს საბანკო ტრენდებს ვნერგავთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით კი პერსონალური საბანკო მომსახურება უწყვეტ, ხელმისაწვდომ, მსოფლიო დონის გამოცდილებად ვაქციეთ“, - აცხადებს ეთუნა ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.ინფორმაციისთვის, გლობალური პერსონალური საბანკო მომსახურების დაჯილდოების მონაწილეებს ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და ევროპაში მოღვაწე, ინდუსტრიის 23 ექსპერტი აფასებს. გამარჯვებულები კი ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების, საინვესტიციო მოდელებისა თუ გაუმჯობესებული მომსახურების კრიტერიუმების საფუძველზე ვლინდებიან. 

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

1762772736

წყვილი თარიღის შეთავაზების კატეგორიები მრავალფეროვანია და ყოველ წყვილ თარიღში მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით იცვლება. ეს ის დღეა, როდესაც თიბისი განაწილების გუნდს განსაკუთრებით სურს მომხმარებლების გახარება.11 ნოემბრის შეთავაზება დრესაპის ფიზიკურ მაღაზიებში დაგხვდებათ, სადაც თიბისი განაწილებით გადახდისას, 30% ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ, ხოლო ისინი, ვინც განაწილების პროდუქტით პირველად ისარგებლებთ, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი დაგიბრუნდებათ.დრესაპის მაღაზიები, სადაც შეთავაზება იმოქმედებს:𝗟𝗲𝘃𝗶'𝘀, 𝗖𝗮𝗹𝘃𝗶𝗻 𝗞𝗹𝗲𝗶𝗻, 𝗖𝗮𝗹𝘃𝗶𝗻 𝗞𝗹𝗲𝗶𝗻 𝗨𝗻𝗱𝗲𝗿𝘄𝗲𝗮𝗿, 𝗟𝗮𝗰𝗼𝘀𝘁𝗲, 𝗚𝗔𝗡𝗧, 𝗚𝗨𝗘𝗦𝗦, 𝗧𝗼𝗺𝗺𝘆 𝗛𝗶𝗹𝗳𝗶𝗴𝗲𝗿, 𝗧𝗼𝗺𝗺𝘆 𝗝𝗲𝗮𝗻𝘀, 𝗟𝗲𝗲 & 𝗪𝗿𝗮𝗻𝗴𝗹𝗲𝗿, 𝗦𝗮𝗺𝘀𝗼𝗻𝗶𝘁𝗲, 𝗩𝗲𝗿𝗼 𝗠𝗼𝗱𝗮, 𝗝𝗮𝗰𝗸 & 𝗝𝗼𝗻𝗲𝘀, 𝗛𝘂𝗺𝗺𝗲𝗹, 𝗠𝗮𝘃𝗶, 𝗚𝗿𝗲𝘆𝗱𝗲𝗿, 𝓔𝒕𝒂𝒎, 𝗧𝗿𝗶𝘂𝗺𝗽𝗵, 𝗞𝗶𝗱'𝘀 𝗚𝗮𝗹𝗹𝗲𝗿𝘆, 𝗝𝗲𝗮𝗻𝘀 𝗚𝗮𝗹𝗹𝗲𝗿𝘆, 𝗙𝗔𝗰𝘁𝗼𝗿𝘆, 𝗔𝘁𝗿𝗶𝗼, Gallery Jeans.შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, 4 თვემდე განაწილებით და “მეტი განაწილებით” გადახდისას.  ქეშბექი 26 ნოემბრამდე, ერთგული ლარების ანგარიშზე დაგერიცხებათ.თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებლები პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე განაწილებით იხდიან. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ იხდიან ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს."მეტი განაწილების“გამოყენების შემთხვევაში კი, შესაძლებლობა აქვთ ნივთის საფასური 36 თვემდე გაანაწილონ, რა შემთხვევაშიც, საკომისიო თვიური 1.5 %, ეფექტური 35.25% იქნება.გაანაწილეთ წყვილ თარიღებში, რადგან ამ დროს ყველა სურვილი ჯადოსნურად მარტივად ხდება!შეთავაზების დამატებითი პირობებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

ოლიმპიადამ გვასწავლა, როგორ მივიდეთ იდეიდან რეალურ შედეგამდე - STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი გორიდან

1762762443

STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.სანამ გავიგებთ როგორია დაინტერესება მესამე სეზონის მიმართ, მანამდე მოგიყვებით მე-3 ადგილოსან, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის გუნდზე. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ:  ნინი მაისურაძე, სალომე გოგოლაძე, თემური გალუსტიანცი, ლიკა ბაზანდარაშვილი, ნინო ოთინაშვილი.გუნდის მენტორმა, ნინო რაზმაძემ, გვიამბო, STEM მეცნიერებების მნიშვნელობისა და გუნდის წარმატების შესახებ:⁠“STEM განათლება მოსწავლეებს უვითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, კრეატიულობას, ინოვაციურობას. აყალიბებს კრიტიკულად მოაზროვნე ინდივიდებს, რომლებსაც შეუძლიათ რეალური პრობლემების გადაჭრა, გამარტივება და რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა.  STEM ოლიმპიადა და STEM სკოლა ახალგაზრდებს აჩვენებს, რომ მეცნიერება და ტექნოლოგია შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო, სახალისო და სასარგებლო“.მონაწილეები ოლიმპიადაზე მუშაობენ რეალურ პროექტებზე, რითაც ხვდებიან როგორ გამოიყენება თეორიული ცოდნა პრაქტიკაში. ასევე,  დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამზადებელ ეტაპს, წარმატებულ ასპარეზობას თან ახლავს საკმაოდ ინტენსიური, მაგრამ სახალისო მეცადინეობის პროცესი:“ოლიმპიადისთვის მზადება საკმაოდ საინტერესო, მაგრამ შრომატევადი პროცესი იყო. ყოველდღიურად ვიკრიბებოდით სკოლაში, სადაც ვესწრებოდით სემინარებს, ვმუშაობდით თეორიულ და პრაქტიკულ მასალაზე, ვცდილობდით ახალი, ორიგინალური პროექტების შექმნას. იდეებს დიდ დროს ვუთმობდით – ვფიქრობდით, ვაანალიზებდით და საბოლოოდ საუკეთესო მოსაზრებებს პრაქტიკაში ვახორციელებდით. ამ პროცესში ძალიან დავმეგობრდით და ერთმანეთი უკეთ გავიცანით.  საინტერესო და დაუვიწყარი გზა გავიარეთ”.ოლიმპიადის მესამე ეტაპზე მოსწავლეებს დამოუკიდებლად უნდა შეესრულებინათ ფინალური პროექტი, სწორედ ამ ეტაპზე გამოვლინდნენ საპრიზო ადგილოსანი გუნდები:"ფინალური დავალება ძალიან საინტერესო იყო, თუმცა არც თუ ისე მარტივი. ყველაზე დიდი სირთულე ოთხივე დავალების სწორად დაგეგმვა და შესრულება გამოდგა. თითოეული ეტაპი მაქსიმალურ ჩართულობასა და შრომას მოითხოვდა. რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედი გვქონდა, რადგან დიდი ენერგია და დრო დავხარჯეთ მოსამზადებლად, თუმცა სხვა გუნდებმაც ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ნამუშევრები წარმოადგინეს.”საკუთარი შთაბეჭდილებები გუნდის წევრებმაც გაგვიზიარეს:"ოლიმპიადაში გამარჯვება განსაკუთრებული გრძნობაა,  მთელ გუნდს დიდი მოტივაცია გვაქვს, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელოთ ტექნოლოგიების შესწავლა. STEM ოლიმპიადა დაგვეხმარა ბევრი საჭირო უნარის განვითარებაში. გვასწავლა, როგორ ვიმუშაოთ გუნდურად, როგორ გადავჭრათ რთული ამოცანები და როგორ მივიდეთ იდეიდან რეალურ შედეგამდე “ - ამბობს ნინი მაისურაძე."მომავალში ეს გამოცდილება ძალიან გამოგვადგება უნივერსიტეტში სწავლისას, პროფესიის არჩევისას, თუ რეალურ სამუშაო გარემოში, სადაც ტექნოლოგიური და ინჟინრული უნარები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება”, - ამატებს სალომე გოგოლაძე."სამეული მოხვედრა იმდენად გაგვიხარდა, რომ სიტყვებით რთულია ამ ემოციების გადმოცემა. ეს გამარჯვება ჩვენთვის უზარმაზარი მოტივაცია და სტიმულია არა მხოლოდ  ჩვენთვის, არამედ  ყველა საჯარო სკოლისთვისაც. ერთადერთი საჯარო სკოლა ვიყავით,  რომელიც სამეულში მოხვდა. ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენი სკოლა და ქალაქი ასე ღირსეულად წარმოვაჩინეთ”, - გვეუბნება თემური გალუსტიანცი.საქართველოს ბანკი მომავალშიც განაგრძობს პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენასა და ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერას. STEM ოლიმპიადის მსგავსი პროექტები ქმნის ახალ შესაძლებლობებს და მოტივაციას მოსწავლეებისთვის, რომ განათლების გზაზე არასოდეს გაჩერდნენ.

Mastercard Corporate Card -  პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში "საქართველოს ბანკისგან"

1762526494

Mastercard Corporate Card პირველი პრემიალური კლასის ბიზნესბარათია რეგიონში, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს ინდივიდუალურ მიდგომებსა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შორის:ფინანსური პრივილეგიები:ანგარიში მულტისავალუტო ფუნქციით;თანხის განაღდების მაღალი ლიმიტი.სამოგზაურო პრივილეგიები:$50,000-იანი სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებული პირობებით;საერთაშორისო აეროპორტებში 1200-ზე მეტ VIP ლაუნჯზე წვდომა;70-ზე მეტ აეროპორტში პრიორიტეტული ჩასხდომა (6-ჯერ უფასოდ);ფასდაკლებები და ქეშებქები სასტუმროებში;Crisis24 Horizon პლატფორმაზე წვდომა უსაფრთხო მოგზაურობისთვის.ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები:10%-იანი ფასდაკლება Hertz Plus-ის ავტომობილების დაქირავებაზე;Hertz Gold Plus Reward სტატუსი უფასოდ;პრიორიტეტული წვდომა გასართობ ღონისძიებებზე Priceless Cities პლატფორმის საშუალებით.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წელი უფასოდ შეძლებენ.„საქართველოს ბანკი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს შევთავაზოთ პროდუქტები, რომლებიც მათ ოპერაციულ საქმიანობას გაამარტივებს და დამატებით სარგებელს მისცემს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Mastercard Corporate Card - პრემიუმ კლასის ბარათი, რომელიც აერთიანებს როგორც ფინანსურ მოქნილობას, ასევე კომფორტსა და ექსკლუზიურ პრივილეგიებს.  ეს ბარათი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი ბიზნეს კლიენტების ყოველდღიურ გამოცდილებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.ახალი პრემიუმ ბარათის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
11 ნოემბრის ანონსი

1762804231

10:30 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.ილია ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) 10:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.თემა: "გზებზე დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე და 2025 წლის პირველი ცხრა თვის საგზაო შემთხვევების სტატისტიკის ანალიზი: ავარიების, დაშავებულობის, ლეტალობის გაზრდილი მაჩვენებლები. საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, ავტოკატასტროფის შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზები. რა უნდა გაკეთდეს ვითარების გამოსასწორებლად“.მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24 10:45 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N239(C კორპუსი, II სართული) 11:00 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) 11:00 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული) 11:10 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთხი N439 (C კორპუსი, IV სართული) 11:50 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანის პროცესი გაიმართება.

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1762804216

კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და გადახედეთ ხარჯებს.ტყუპებიკომუნიკაციაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. კარგი დროა ძველი იდეების გადახედვისთვის და მათ გასაძლიერებლად.კირჩხიბიშინაგანი ბალანსის აღდგენის დღეა. მოუსმინეთ გრძნობებს და არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.ლომიენერგიამ შესაძლოა ცოტათი დაიწიოს. შეამცირეთ ტემპი და მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ კეთილდღეობას.ქალწულიდღეს მცირე შესვენება და საქმეების გადახედვა უფრო გამოგადგებათ, ვიდრე ახალი წამოწყება.სასწორიურთიერთობებში სიმშვიდე და ტაქტი გადამწყვეტია. ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.მორიელიემოციური დღეა. საკუთარი მიზნების გადაფასება სასარგებლო აღმოჩნდება.მშვილდოსანინუ იჩქარებთ დიდ გეგმებში. დღეს ჯობს არსებული იდეების დახვეწა და მომავლის გაწერა.თხის რქასამუშაო და ჯანმრთელობის საკითხებში ფრთხილად იმოქმედეთ. გეგმების გადახედვა შედეგიანად დასრულდება.მერწყულისაზოგადოებრივ ურთიერთობებში სიმშვიდე დაიცავით. პაუზა ახლა თქვენ სასიკეთოდ იმუშავებს.თევზებიინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერია. მოუსმინეთ შინაგან ხმას და დაასრულეთ წარსული საქმეები.

თეთრ სახლში აშშ-სა და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

1762798420

"როიტერის" ინფორმაციით, შარაა თეთრ სახლში გვერდითა შესასვლელიდან, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების შეუმჩნევლად შევიდა.სირიის ხელისუფლებაში მოსვლამდე აჰმედ ალ-შარაა დაჯგუფება ჰაიათ ტაჰრირ-ალ-შამს ხელმძღვანელობდა, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული და ვიზიტის დაწყებამდე აშშ-მა შარაა გლობალურ ტერორისტებად აღიარებული პირების სიიდან ამოიღო. 

პარიზის სასამართლომ სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

1762787700

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს. მას ეკრძალება საფრანგეთის დატოვება და მისი საქმის ფიგურანტებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი.ასევე, მას აკრძალული ექნება საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური პირებთან შეხვედრაც.საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, სარკოზის ციხიდან გათავისუფლება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და დაცვის მხარე საფრანგეთის ყოფილი ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

თინა ბოკუჩავა - საუბარი იყო კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშაა

1762784719

მისივე თქმით, საუბრისას განიხილეს პარტიების გაუქმების შემდგომი ნაბიჯებიც."მოწოდება, რომ რეპრესიული ნაბიჯები შეჩერდეს და აღიარება იმისა, რომ პარტიების გაუქმება არის საქართველოში დიქტატურის ტოლფასი, ამ თემაზე, რა თქმა უნდა, იყო საუბარი. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე.ჩვენი მხრივ, გარდა მომხსენებლების ანგარიშისა, რომელიც თავისთავად, მნიშვნელოვანია, ასევე საუბარი იყო კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშაა, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო სარჩელი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.PACE-ს დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს. დელეგაცია სამოქალაქო სექტორს, მედიაორგანიზაციებს და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

"საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, მტკიცებულებების გარეშეა წარდგენილი და არ არის დასაბუთებული"

1762780448

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამბობს - სამართლებრივი დევნა დაიწყება ყველაზე, ვინც მას ოპონირებას გაუწევს."ბიძინა ივანიშვილის ხელში პროკურატურა და სასამართლო თავიდან ბოლომდე გადაიქცა აბსურდის თეატრად, აქ არავითარი კანონი და მტკიცებულებების გაგება, საღი აზრის გაგება არ არსებობს. აქ არის უბრალოდ, შეკვეთა და შეკვეთის ბრმა აღსრულება, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, საქმე მტკიცებულებების გარეშეა წარდგენილი და არ არის დასაბუთებული. რა გგონიათ, რა არის საქმეში წარმოდგენილი? - სრულიად არაფერი, გარდა იმისა, რომ გიორგი ვაშაძე, როგორც პოლიტიკოსი საჯარო ეთერებში საუბრობდა და რას გავუწიო ოპონირება, რომ გიორგი ვაშაძე პოლიტიკოსი არაა და ჰქონდა თუ არა მას უფლება, ესაუბრა იმაზე, თუ როგორ ირღვევა საქართველოში კანონი? ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.ეს არის ფაზა, როდესაც სიტყვას აქვს აზრი დაკარგული, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პროკურორების პირით აცხადებს - ნებისმიერ ადამიანს, ვინც ოპონირებას მიწევს, სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ იქნება. ეს არის ფაზა, რომელსაც საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი იყენებდა 20-30-იან წლებში. ესენი გვიანი პერიოდის საბჭოთა რეპრესიული მანქანის სტანდარტებსაც ასწრებენ. ისინი ფორმალურ შემადგენლობას მაინც ითვალისწინებდნენ, 20-30-იან წლებში კი მთავარი იყო, რომ არსებობდა ადამიანი და იარსებებდა საქმე. ახლა ვართ მისული ამ ფაზაში, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს ნებისმიერი ფრაზის გამო იჭერენ.მთელი პრობლემა იმაშია, რომ ხალხი ფიქრობს, რომ ამ პოლიტიკოსებს წაუყენეს ეს ბრალდებები და ჩვენ არ შეგვეხებიანო - არა, ბატონებო, როდესაც ამ ტიპის აბსურდზე დაიყვანება მართლმსაჯულება, როდესაც ამ შეკვეთის შესრულება უწევს პროკურორს, როდესაც ამის კეთება უწევს სისტემას, ხვალ ის არ დაინდობს დედამიწის ზურგზე არავის, ხვალ ეს სისტემა მიადგება ნებისმიერს, მათ შორის "ქართული ოცნების" მომხრეებს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.