1727889935
ტელეკომპანიის ცნობით, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა საერთოდ შეუჩერეს, ზოგ შემთხვევაში კი შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს."წყაროს ცნობით, აღნიშნული ზომა გამომდინარეობს ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან. ეს კი გულისხმობს, რომ ფინანსური ინსტიტუტები გადაწყვეტილებას ანგარიშის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული სუბიექტის სასანქციო რეჟიმში გადაყვანის თაობაზე იღებენ მაღალი სანდოობის მატარებელი ინფორმაციის კვალობაზე, რომელსაც აშშ-ის ხაზინის ან სახელმწიფო დეპარტამენტი, ან ევროპული ინსტიტუტები ავრცელებენ.საუბარია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ან ევროკავშირის იურისდიქციის ქვეშ მოქმედ საბანკო ინსტიტუტებზე" - წერს "ფორმულა".
1727248174
როგორც "ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს.გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.აღნიშნულზე “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკის მომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“. თუმცა, ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე.“ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების - “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები.“ამერიკის ხმის" ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.
1718307810
"მთავარი არხისთვის" "ქართული ოცნების" კულუარებიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დეპუტატი აღარ იქნება მამუკა მდინარაძე, რომელსაც ივანიშვილი გენპროკურორობას უპირებს, ასევე, ჩანაცვლდებიან დავით მათიკაშვილი, არჩილ თალაკვაძეც, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი ზარქუა, დიტო სამხარაძე, ნინო წილოსანი, ელისო ბოლქვაძე და ალუდა ღუდუშაური.სად წავლენ "ქართულ ოცნებას" მიღმა დარჩენილი დეპუტატები, ეს ამ დროისთვის უცნობია.
1713968661
1. მკაცრად ვგმობთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას, რადგან ის დააწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რითაც დააზიანებს მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობას, რამაც უკვე გამოიწვია მასობრივი პროტესტი საქართველოს საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისა და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;2. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;3. ხაზს ვუსვამთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;4. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საპარლამენტო საქმის წარმოება, რომელიც მიგვიყვანს კანონის მიღებამდე და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც 2023 წლის მარტში აიღო, როდესაც განაცხადა, რომ უპირობოდ უკან გაიწვევდა ამ კანონპროექტს და აღარ წარადგენდა მსგავს კანონს; მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და შესაბამისად, ეწინააღმდეგება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს;5. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანებას;6. ხაზს ვუსვამთ, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანაში;7. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და, შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას სპეცრაზმის მიერ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრანტების დასაშლელად არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს პირები, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;8. ხაზს ვუსვამთ, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელ მედია თავისუფლად იმუშავებს;9. ვგმობთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებას იღებს უაღრესად სადაო რუსული კანონმდებლობისგან, როგორიცაა რუსეთის კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც მიზანმიმართულად ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრიმინაციას და ასევე გამოიყენება რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების ჩასახშობად.10. ვიხსენებთ, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს ვუსვამთ, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ და რომ ზემოხსენებული კანონპროექტი არღვევს ორივე მიზანს;11. შევახსენებთ საქართველოს მთავრობას იმ ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ ერთგულების ვალდებულების შესახებ, რომელიც მან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დროს აიღო და მოვუწოდებთ კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, გააკეთონ იგივე;12. მოვუწოდებთ კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით;13. მოვუწოდებთ კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და ნათლად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ამ შესაძლო ზემოქმედებისა და ზოგადად ევროკავშირის დაფინანსებაზე მისი შედეგების შესახებ;14. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, პატივი სცეს, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და ჭეშმარიტად ჩაერთოს პირობების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების სრულად განხორციელებაში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ჩართულობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით;15. ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას; ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით, ისევე როგორც მის მოქალაქეებს შორის ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერით;16. მოვუწოდებთ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გრძელვადიანი საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას, დააკვირდეს ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს 2024 წლის ოქტომბერში;17. ვავალებთ ევროპარლმენტის თავმჯდომარეს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, ასევე საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს."მთავარი არხი"
1708433512
"ალექსეი ნავალნის ტრაგიკულმა სიკვდილმა უნდა გვაიძულოს, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ციხეში მყოფი პოლიტიკური ოპონენტების ბედს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.სწორედ ამიტომ გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედს, რომელიც დაკავებულია 2021 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაბრუნდა.2023 წლის 15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, იმოქმედოს მისი გათავისუფლებისა და სამედიცინო მიზეზების გამო საზღვარგარეთ გადაყვანის სასარგებლოდ.მას შემდეგ საქართველომ მოიპოვა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, რაც უდავოდ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს. ამ კონტექსტში კიდევ უფრო შოკის მომგვრელია, რომ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, ციხეში ჰყავს ადამიანი, რომელიც მათი პრეზიდენტი იყო, ადამიანი, რომელმაც წაიყვანა საქართველო დემოკრატიისკენ ვარდების რევოლუციის სათავეში დგომისას, ის ვინც იბრძოდა ადამიანის უფლებებისთვის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის კორუფციასთან ბრძოლისა და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ.დღეს ჩვენ გთხოვთ, გაუგზავნოთ მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ აქვთ არჩევანი და რომ ამ არჩევანს ექნება შედეგები: ან გააგრძელონ საერთო ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების გზა, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი და მისცენ საქართველოდან წასვლის საშუალება საზღვარგარეთ შესაბამისი მკურნალობის მისაღებად, ან დატოვებენ მას ტყვეობაში მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ისინი სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენებენ ევროკავშირთან დაახლოების რეალურობას.თუ ევროკავშირს შეუძლია მკაფიოდ ისაუბროს ყოფილ საბჭოთა კავშირში დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტების საქმეებზე, ეს აჩვენებს, რომ ალექსეი ნავალნის ბრძოლა ადარდებთ და ის ტყუილად არ მომკვდარა.პატივისცემით ნატალი ლუაზო".წერილი, რომელიც ხელმოწერისთვის ოფიციალურად ხუთშაბათს გამოქვეყნდება, "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.
1701417967
ევროკავშირის „გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების“ პროექტს, 12 დეკემბერს, ჯერ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.გადაწყვეტილების მიღებას ჯერჯერობით ვიქტორ ორბანი ბლოკავს. უნგრეთის ლიდერთან შეთანხმების მისაღწევად და წინააღმდეგობის დასაძლევად ბრიუსელს ორი კვირა რჩება.თავად დოკუმენტი, რომლის პროექტი რადიო თავისუფლებამ ნახა, შედგენილია ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოცემული რეკომენდაციების საფუძველზე. პროექტში გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიაა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს 9 დათქმით, უკრაინასა და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს.ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია - უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი."[ევროკავშირის] გაფართოება წარმოადგენს გეოსტრატეგიულ წვლილს მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში.ეს არის მამოძრავებელი ძალა ევროპელი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, ქვეყნებს შორის უთანასწორობის შესამცირებლად და ხელი უნდა შეუწყოს ღირებულებებს, რასაც კავშირი ეფუძნება.რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ასევე აჩვენებს, რომ გაფართოება წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს“, - წერია დოკუმენტში.უკრაინისა და მოლდოვის თავებში ხაზგასმულია ამ ორი ქვეყნის პროგრესი რეფორმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.რა წერია საქართველოზე?საბჭო მოუწოდებს საქართველოს, „აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ“.დოკუმენტის თანახმად, საბჭო მხედველობაში იღებს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ.საქართველოს შემთხვევაში საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება:მთლიანობაში კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობას, აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, სამეთვალყურეო ორგანიზაციების ჩათვლით.ტექსტში ხაზგასმულია, რომ „ეს ელემენტები საქართველოსთვის უზრუნველყოფენ მტკიცე საყრდენს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინ წასაწევად“.სამოქალაქო საზოგადოება, პოლარიზაციის დაძლევატექსტის პროექტის მიხედვით, საბჭო შეახსენებს საქართველოს აღებულ ვალდებულებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას „გარანტირებულად ექნება თავისუფლად მუშაობისა და აქტიური, ინკლუზიური და გააზრებული ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში“."ეს უზრუნველყოფდა რეფორმირების უფრო ეფექტიან და მდგრად პროგრესს ფუნდამენტურ სფეროებში, კერძოდ - კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების მხრივ“, - წერია საბჭოს დასკვნების პროექტში.ასევე მითითებულია, რომ „საბჭო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში - აჩვენოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, გადალახოს პოლარიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი".დოკუმენტში გამოყოფილია ასევე გაფართოებისთვის ფუნდამენტური შემდეგი საკითხები:საბჭო აღნიშნავს საერთო პროგრესს საჯარო მმართველობის რეფორმის, სახელმწიფო შესყიდვების და ეკონომიკური რეფორმების მხრივ;საბჭო მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, აიღოს გაწევრიანების ვალდებულებები;მხარს უჭერს ევროკავშირის ფუძემდებლურ საკანონმდებლო პრინციპებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მდგრად დონეს; ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გაძლიერებული შესრულების საფუძველზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით.საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს - გააგრძელოს სავიზო ლიბერალიზაციის [უვიზო მიმოსვლის - რ.თ.] კრიტერიუმების შესრულება.დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან თავსებადობა, ნეგატიური ტენდენციის შეცვლაპროექტის თანახმად, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს „დეზინფორმაციასთან, უცხო ქვეყნების საინფორმაციო მანიპულაციასთან და ევროკავშირის, მისი ფასეულობების წინააღმდეგ ჩარევასთან“ ბრძოლის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს „გადადგას გააზრებული ნაბიჯები“ ამ მიმართულებით.საბჭო ხაზს უსვამს „ძლიერ მოლოდინს“, რომ საქართველო „არსებითად გაზრდის თავსებადობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან“ და „შემზღუდველ ზომებთან, მათ შორის - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან შესაბამისად“."ის [საბჭო] მოუწოდებს საქართველოს პრიორიტეტულად შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და განაგრძოს სვლა სრული თავსებადობისკენ. ეს იქნება ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის ნათელი ნიშანი ევროკავშირის წევრობისთვის" , - წერია ტექსტში.გაფართოების შესახებ დოკუმენტის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს „ევროკავშირთან კარგი თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდველი ზომების გვერდის ავლის პრევენციის მიმართულებით, მათ შორის - რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ“.სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, დეოლიგარქიზაცია"საბჭო კვლავ აცხადებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების სრულფასოვანი მოქმედება და მართლმსაჯულებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნისთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს“, - წერია "გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების“ პროექტში."საბჭო ხაზს უსვამს, რომ უნდა გაძლიერდეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და განსაკუთრებით - სასამართლო, საპროკურორო და მონეტარული ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა და უზრუნველყოფილ იქნეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“."საბჭო ხაზს უსვამს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების გამოძიების შედეგების განვითარების მნიშვნელობას და დეოლიგარქიზაციის ზომების მიღებას, სისტემური მიდგომით“.2024 წლის არჩევნებისაბჭო მოუწოდებს საქართველოს, „უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი 2024 წელს და სრულად შეასრულოს OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, წინა არჩევნებიდან“.არჩევნებთან მიმართებით საბჭო აღნიშნავს, რომ „ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მტკიცე ჩარჩო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის გასაძლიერებლად“.მედია, გამოხატვის თავისუფლება, LGBTI უფლებებისაბჭო კვლავ აცხადებს, რომ „საქართველომ სრულად უნდა სცეს პატივი ფუნდამენტურ უფლებებს“:მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის ჩათვლით;აზრის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას;დაიცვას LGBTI პირები დაშინებისგან და ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობასაბჭო კვლავ აცხადებს, რომ „მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“.ხაზი ესმება ასევე, რომ ევროკავშირი კვლავ რჩება „კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისა და ასევე არაღიარებისა და ჩართულობის თავისი პოლიტიკის მტკიცე მომხრედ, მათ შორის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნით საქართველოში“.წყარო: რადიო თავისუფლება
1700560030
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს (GRECO) მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია); სახელმწიფო შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვა); კონკურენციის პოლიტიკა (ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება);მართლმსაჯულება;ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გაძლიერება, მათ შორის იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობა, მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციაზე დროული და ეფექტური წვდომა MONEYVAL-ისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად);პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგიმედია (მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა).სამოქმედო გეგმაში ჩამოთვლილია ზემოაღნიშნულ სფეროებში უკვე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ზომები, ასევე, შემდგომი აქტივობები.კორუფციაკორუფციასთან ბრძოლის ნაწილში სამომავლო აქტივობები ითვალისწინებს ახალშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს და სხვა ანტიკორუფციული ორგანოების შესაძლებლობებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას, მათ შორის გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის გზით.სამოქმედო გეგმის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროს უფლებამოსილება მიენიჭება, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში.ბიუროს გაძლიერება ითვალისწინებს შიდა განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, ტრენინგებს და ვორკშოფებს. სამთავრობო გეგმის თანახმად, ჩამოყალიბდება ანტიკორუფციული პოლიტიკის სტრატეგიული ჩარჩო შემდეგი დოკუმენტებისგან: ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტი, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. ასევე, შემუშავდება და განახლდება ანტიკორუფციული რისკის შეფასების, საჯარო მოხელეების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგისა და პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მეთოდოლოგიური დოკუმენტები.გაფართოვდება ქონებრივი მდგომარეობის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული პირების სია. შემუშავდება ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა.ანტიკორუფციულ ბიუროს პირდაპირი წვდომა ექნება საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზებზე.იგეგმება მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შემუშავება და დახვეწა (მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლების მინიჭება, სახდელის სახეებისა და ოდენობების განსაზღვრა).სახელმწიფო შესყიდვებისახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების სრულიად ახალი ეკოსისტემისა და სამართლებრივი ბაზის ამოქმედებას:ახალი რეგულაციების დამტკიცება, რომელიც ხელშემკვრელ ორგანოებს ბაზრის კვლევის შედეგების და ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დოკუმენტების ატვირთვას დაავალდებულებს, რათა შემცირდეს შესყიდვის პირობების მორგება კონკრეტულ პირზე/ეკონომიკურ ოპერატორზე;ქვეკონტრაქტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამჟღავნების ახალი რეგულაციების დამტკიცება;შავ სიაში მყოფი ეკონომიკური აქტორების სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებიდან გამორიცხვა.სამოქმედო გეგმით, 2023 წლის მეოთხე კვარტლიდან დაგეგმილია სახელმწიფო შესყიდვებში მიმდინარე რეფორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიის დაგეგმვა და მართვა; პროფესიონალთა და ბიზნესის სხვადასხვა ჯგუფზე ორიენტირებული სპეციალიზებული ბროშურების, ბუკლეტების, ბროშურების შედგენა, მომზადება და გავრცელება; აქტიური მონაწილეობა ეკონომიკურ რადიო და სატელევიზიო გადაცემებში, პრესკონფერენციების გამართვა…საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მოდერნიზაცია ითვალისწინებს ახალი ელექტრონული პროცედურების და ელექტრონული ინსტრუმენტების დანერგვას, მეტ გამჭვირვალობას და უფრო მიზნობრივ ფოკუსირებას „რისკ-ფაქტორების“ გათვალისწინებაზე.კონკურენციის პოლიტიკასაქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გააგრძელებს კონკურენციის წესების ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასევე, გააფართოებს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილებას კონკურენციის რეგულაციების ეფექტიანად განხორციელებისთვის, დანერგავს მეტ სიცხადეს კონკურენციის პოლიტიკაში და ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას.მართლმსაჯულებადეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში ნათქვამია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობის ასპექტები ევროკავშირის მე-3 პრიორიტეტის პარალელური პროცესებით არის დაფარული და, შესაბამისად, ისინი აქ არ განიხილება.დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით კი გათვალისწინებულია:მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა გონივრულ ვადებში დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად;საქმეების ნაკადის შემცირება და სასამართლოში მაღალი დატვირთვის საკითხის გადაწყვეტა, რისთვისაც აუცილებელია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შემუშავება და ხელშეწყობა, როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაცია;სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლო პერსონალის შესაძლებლობების ამაღლების ხელშეწყობა;ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების დახვეწა;მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება;სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების შემდგომი განვითარება;სასამართლოს მიმართ ნდობის შემდგომი გაძლიერება საზოგადოების ინფორმირებულობისა და კომუნიკაციის გაზრდის გზით; სასამართლოების დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესება;ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემდგომი გაძლიერება;სასამართლო პროცესებში ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის ხელშეწყობა;მთარგმნელობითი სერვისების გაუმჯობესება სამართლიანი სასამართლოს უფლების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად;იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება, რათა სათანადოდ უზრუნველყოს მსმენელების შესაბამისი რაოდენობის მომზადება, რაც აუცილებელია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.ფულის გათეთრებისა წინააღმდეგ ბრძოლასაქართველოს ხელისუფლება აანონსებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის 2023-2026 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, MONEYVAL-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი) რეკომენდაციების ეტაპობრივი განხორციელებას, ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნას, საქართველოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშის განახლებას, კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის გლობალური ფორუმის ახალ EOIR სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას; ორმაგი საგადასახადო ხელშეკრულებების გაფორმება მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან.პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგიდეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა გეგმავს აკრძალოს იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის განხორციელება;პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წლიური დანახარჯების ზედა ჭერის დაბლა დაწევას და პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნებას.მედიამედიის ნაწილში ქართული მხარე ჯერ აპირებს მედია მფლობელობის შესახებ ევროკავშირის/ევროპის საბჭოს შესაბამისი კანონმდებლობის სკრინინგს და ანალიზს, შემდეგ კი გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას შესაბამისი კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიღებით. აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ და პარტნიორებად სამოქმედო გეგმაში დასახელებულია საქართველოს პარლამენტი, კომუნიკაციების კომისია, მედია კომპანიები და ევროპის საბჭო.წინაისტორიაევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს დაუსახა 12 პრიორიტეტის შესრულება, რომელთაგან ერთ-ერთი იყო „დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნეს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით“.დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველმა პარტიამ უკრაინის კანონის მაგალითზე კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ოლიგარქების რეესტრის შექმნას ითვალისწინებდა და აცხადებდა, რომ ეს კანონი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხებოდა. თუმცა, მათი თქმით, დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებში ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ჯდება.ვენეციის კომისიამ შეაფასა, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი ოლიგარქიული ზეგავლენის დამარცხებისთვის არაეფექტურია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნაცვლად ხარვეზიანი კანონპროექტის მიღებისა, საქართველომ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სისტემური მიდგომა უნდა დანერგოს.ვენეციის კომისიის მოსაზრება გაიზიარა ევროკავშირმაც და თბილისს მოუწოდა, არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი. პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩააგდო.14 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც თავად არ გაუსაჯაროებიათ. მთავრობა აცხადებს, რომ დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს 7 მიმართულებით და დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს.მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა საბჭოს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. თუმცა დეოლიგარქიზაციის პრიორიტეტმა 12 რეკომენდაციიდან გადმოინაცვლა 9 ნაბიჯშიც, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციაა დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
1679904540
"2020NEWS”-ს სანდო წყარომ აცნობა, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში ბევრი, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახე იქნება. ახალი პარტიის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.სააგენტოს დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, ვიქტორ ყიფიანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს და კითხვებს არ პასუხობს. შესაბამისად, ჯერჯერობით მხოლოდ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ახალ პოლიტიკურ პროექტს იწყებს.შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ყიფიანი და მისი იურიდიული კომპანია „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ ფინანსურ დავაში. იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილს აღნიშნული დავა ამ დრომდე არ დაუსრულებია, ოლიგარქმა ყიფიანის იურიდიულ კომპანიას კონტრაქტი ცოტა ხნის წინ შეუწყვიტა და ყიფიანი ამ საქმეს ჩამოშორდა.ცნობისათვის, ვიქტორ ყიფიანი ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაციის ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოება, მმართველობა, გლობალური წესრიგი საქართველოსა და მის მიმდებარე რეგიონზე ზეგავლენასთან დაკავშირებული საკითხები, მაკროეკონომიკა. იგი რეგულარულად აშუქებს აღნიშნულ თემატიკას როგორ ქართულ, ისე უცხოურ მედიასაშუალებებში; რეგულარულად აკეთებს საქართველოში არსებული პოლიტიკური და გლობალური გეოპოლიტიკური ტენდენციებისა და მოვლენების ანალიზს; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში სპიკერისა და პრეზენტატორის ამპლუაში.ვიქტორ ყიფიანი ხელმძღვანელობს სხვადასხვა სფეროს მაღალკვალიფიციური ექსპერტებისა და მკვლევარებისგან შემდგარ გუნდს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს მაღალი დონის ექსპერტულ ცოდნას, გამჭვირვალე, მიუკერძოებელ და მკაფიო რეკომენდაციებს სთავაზობს.
1678553895
"ვნახე, რომ ჩიტაძისკენ დაიძრა ხალხი და იყო ჩოჩქოლი. უკვე დგანან რობოკოპები და დგას წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ასხამს წყალს ხალხს. ვერ გეტყვით როგორ აღმოვჩნდი იქ, ვხედავდი წყლის ჭავლს და უბრალოდ დავიძარი იქითკენ. ეს იყო სიბრაზე, ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯი, მოდით ვიტყვი პირდაპირ - კონსტიტუციის თავზე გადახევა და ფაქტიურად კი არადა საბოტაჟი, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც თუ არ ვცდები შემოდგომით, ხელახლა უნდა განიხილონ ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, არანაირი შიშს გრძნობა არ იყო...წყლის ჭავლმა თავისი ქნა და დაცვის მიუხედავად, ბიჭების დიდი მონდომების მიუხედავად, დავეცი მე, მაგრამ დროშა არ დაცემულა ერთი წამითაც. უცბად გამომართვეს, ბევრნი იყვნენ და უცბად წამომაყენეს და ააფრიალეს. მე არ ვიცი დღეს ის დროშა ვის აქვს, ეს არის გარდამავალი დროშა, მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის ხელშია ეს დროშა...", - აცხადებს "რადიო თავისუფლებასთან" ნანა მალაშხია.მისივე თქმით, 2014 წელს, კიევში, მაიდნის აქციებშიც მონაწილეობდა.
1673894983
როგორც გოშევსკამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, მუქარა საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომელსაც საქართველოში პოლონეთის ელჩიც ესწრებოდა.მისივე თქმით, ელჩს განუცხადეს, რომ გოშევსკას "გამონათქვამები ზიანს აყენებენ საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობას"."მინდა ვთქვა, რომ მე არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ისმის ჩემი მისამართით. თუ ისევ გავაგრძელებ პრეზიდენტის სიცოცხლეზე და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, მემუქრებიან, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე და მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს ეს. მე მაგალითად არ მაქვს რუსეთში და ბელარუსში შესვლის საშუალება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ ამ ქვეყნებს დაემატება საქართველო, აქ ყველაფერი ნათელი იქნება...ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ მაშკიევიჩთან. ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა. იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე. მინდა, საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ წრეზე და იყოს საშუალება, რომ მოვინახულოთ პოლიტიკური პატიმრები. მე წლების განმავლობაში ვნახულობდი ციხეში ყოფილ პრემიერს, ბატონ ვანო მერაბიშვილს. მაშინ მქონდა ამის საშუალება, ახლა არ მაქვს ამის საშუალება და რამდენჯერმე სააკაშვილის ნახვაზე უარი მითხრეს, ასევე უარი მითხრეს გვარამიას მონახულებაზე.როგორც ვიცი, ეს საუბარი შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში. როცა ასეთი ტიპის საუბრები ტარდება, ეს როგორც წესი საგარეო საქმეთა სამინისტროში ტარდება და პოლონეთის ელჩს იქ მიაწოდეს ეს ინფორმაცია. ელჩს უთხრეს, რომ თითქოსდა ჩემი გამონათქვამები ზიანს აყენებენ საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობას, ასევე ანა ფოტიგას გამონათქვამები. ამ კონტექსტში ელჩს უთხრეს, რომ მე დამემუქრება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა", - განაცხადა გოშევსკამ.
დევიდ კრამერი - არ მგონია, რომ საქართველოში ახლა ხელახალი არჩევნების ჩატარებას აზრი ჰქონდეს
1730489776
ვახუშტი მენაბდე - ოპოზიცია სიებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ვერ ჩახსნის
1730040442
მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა
1730489004
"ორბანის ვიზიტი აბსოლუტურად ამაზრზენია, ის მხარს უჭერს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მიიტაცა საქართველო"
1730058434
29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1730144531