კონფლიქტები
ერგნეთში IPRM-ის რიგით 131-ე შეხვედრა გაიმართა

1774979691

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირის/პირების დასჯა.კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს ოკუპირებული ცხინვალიდან უკანონოდ "გამოძევებული" აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება.ასევე, განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის საკითხი. გაიმართა ვრცელი დისკუსია ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით, მათ შორის, მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში.ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2026 წლის 14 მაისს ჩაინიშნა", - აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ანთაძე - დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი

1774966685

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დადგება საკითხი ქალბატონ თამარ მეარაყიშვილთან დაკავშირებითაც."დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, ვგულისხმობ უკანონო დაკავებებს, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დადგება საკითხი ქალბატონ თამარ მეარაყიშვილის, რომელიც ჯერ უკანონოდ იქნა დაკავებული და შემდეგ - უკანონოდ გამოძევებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო დაკავების ერთი შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი, ასევე დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 შემთხვევა", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სუსი - სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

1771938944

 "უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.ამასთან, საკითხი განხილული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სუსი - 2025 წლის 23 დეკემბერს ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

1771608467

"უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ასევე, საკითხი  განხილული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუსში.

სუსი - ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

1770740111

"უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სუსი - 21 იანვარს ოკუპირებულ სოფელ წინაგარასთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

1769098858

მისივე ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება."მიმდინარე წლის 21 იანვარს ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის პროცესში ჩართულ ყველა მხარეს დაკავებულის მდგომარეობის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და სწრაფი რეაგირებისთვის.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

1768909009

"მიმდინარე წლის 13 იანვარს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით სახელებისა და გვარების დასახელებისგან და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა.არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნულია სუსის განცხადებაში. 

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

1767182841

თამარ მეარაყიშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და თბილისში გადმოჰყავთ.ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 23 დეკემბერს დააკავეს, მას ჯაშუშობას ედავებოდნენ და 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. პროტესტის ნიშნად მეარაყიშვილმა მშრალი შიმშილობა დაიწყო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"დაკავებული გახლავთ 11, უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის ორი ფაქტი გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში"

1766402100

მისივე თქმით, დაკავებულია 11 პირი, ხოლო ბორდერიზაციის კიდევ ორი ფაქტია გამოვლენილი."მთავარი საკითხი არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება და ასევე, წინა შეხვედრიდან - 18 ნოემბრიდან დღემდე დაფიქსირებული ინციდენტების განხილვა, ამ შემთხვევაში იგულისხმება უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.დაკავებული გახლავთ 11. უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის ორი ფაქტი გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისა და უკანონო ბორდერიზაციის საკითხი განიხილება.

"რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ახალგაზრდები ცხინვალიდან ძირითადად ფრონტზე არიან, ჩრდილოეთ ოსეთში გადავსებულია სასაფლაოები დაღუპული სამხედროებით"

1764064380

მისივე თქმით, ცხინვალი რუსეთის ნაწილად აღიქმება."ცხინვალში ყველაფერი არის რუსეთზე დამოკიდებული. არა მხოლოდ ხელისუფლება, თვითონ მოსახლეობაც კი როცა გადაწყვეტილებებზე საუბრობს, ინტერესდებიან, თუ რას იტყვის რუსეთი, მოსკოვიდან რა დავალება წამოვა, ანუ, რუსულ ნაწილად აღიქმება და იქ ცოტა ძნელი და ზედმეტია რაიმე პოლიტიკურ პროცესზე საუბარიც კი. სამხედროების ოჯახები  იმდენად ადაპტირდნენ იქ, რომ დარჩენას აპირებდნენ, მით უმეტეს, რომ როტაციები ხდება და იცვლებიან შემადგენლობები, მაგრამ მიგრაცია ძალიან დიდია, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რადგან პერსპექტივების არქონის გამო ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა ძალიან ძნელია. ვინც იქ მოსახლეა დარჩენილი, იმის დიდ უმრავლესობას ვლადიკავკაზში სახლი აქვს, ალტერნატიული საცხოვრებელი. ცხინვალში წესად ითვლება, რომ თუ შესაძლებლობა გაქვს, სახლი იყიდო ვლადიკავკაზში, მოსკოვში.ფუნქციურად, ეს ნამდვილად სამხედრო ბაზაა და ყველაფერი მოხდა ამისთვის. რუსეთი მისი სამხედროებით აზროვნებს და თავის დროზე ამით დაირღვა ევროპის შეიარაღების შესახებ შეთანხმება, ბალანსი და რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და სამხედრო ბაზები განათავსა. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ახალგაზრდები ცხინვალიდან ძირითადად ფრონტზე არიან.ჩრდილოეთ ოსეთში გადავსებულია სასაფლაოები დაღუპული სამხედროებით, მე მგონი, ათასსაც ასცდა. ამ მსხვერპლმა მოსახლეობაზე დიდი უარყოფითი გავლენა იქონია და უარყოფითი დამოკიდებულებაა რუსეთ-უკრაინის მიმართ", - განაცხადა ზურაბ ბენდიანიშვილმა.