1794689094
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ეს მოთხოვნა შევიდა იმ წინადადებების ნუსხაში, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მოამზადეს.გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ნატოს კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად ბირთვული შეიარაღების მქონე წყალქვეშა ნავებს იყენებს.ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხი რუსეთთან შეთანხმებების საგანი ვერ გახდება.გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვის მოთხოვნების შემცველი დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ნატოს ძალების გაყვანას აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ფინეთის გარიცხვას ალიანსიდან, ასევე ვალდებულებას, რომ უკრაინაში დასავლური ჯარები არ გაიგზავნება.ირწმუნებიან, რომ კრემლის ხელმძღვანელი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის განხილვას მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ დათანხმდება.გარდა ამისა, მოსკოვი მოითხოვს უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა პროდუქციის მიწოდების შეწყვეტას. რუსეთის კიდევ ერთი პირობაა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმა.კრემლი ასევე ცდილობს, ომის დასრულების შემდეგ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე კონტროლი შეინარჩუნოს. სანაცვლოდ მოსკოვი, თითქოსდა, მზად არის ხელი არ შეუშალოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იმ პირობით, რომ კიევი გაერთიანების საერთო თავდაცვით პოლიტიკაში მონაწილეობას არ მიიღებს.ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა პარტნიორები, რომ პუტინს ევროპის საზღვრების შეცვლა სურს, სამიზნეში კი ფინეთი და შვედეთი არიან.
1794671162
რუსული წყაროების ცნობით, დახურული თათბირის დროს ძალოვნებმა მოითხოვეს, უარი ეთქვათ უკრაინის ხელმძღვანელობის ხელშეუხებლობის შესახებ ადრე მიღწეულ შეთანხმებებზე. საბაბად ლენინგრადის ოლქზე, კერძოდ, უსტ-ლუგას პორტზე უპილოტო საფრენი აპარატების ხანგრძლივი თავდასხმები დასახელდა.სხდომის მონაწილეებმა პასიური თავდაცვის სტრატეგია უპერსპექტივოდ მიიჩნიეს. მათი აზრით, გამოყოფილი სახსრებიც კი არ იძლევა მთელი ტერიტორიის დრონებისგან დაცვის საშუალებას, უკრაინულ ხიდებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე კი საპასუხო დარტყმები რუსულ საწარმოებზე თავდასხმებს ვერ აჩერებს.ამიტომ, ძალოვანმა ბლოკმა შესთავაზა იმ პირთა წერტილოვან განადგურებაზე გადასვლა, ვინც ბრძანებებს გასცემს, რაც ასევე ახსნეს მოქმედი ხელისუფლების პირობებში კიევთან მოლაპარაკების შეუძლებლობით.რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ სპეცსამსახურებმა და ავიაციამ შესაძლოა, მიიღონ ნებართვა, გამოიყენონ მძიმე ჰიპერბგერითი შეიარაღება უკრაინის ხელმძღვანელობის ბუნკერების და კორტეჟების წინააღმდეგ. ღრმა თავშესაფრების გასანადგურებლად კი შეთავაზებულია სამტონიანი მართვადი საავიაციო ბომბების "ფაბ-3000"-ისა და ბალისტიკური რაკეტების „ისკანდერის“ გამოყენება.რუსეთმა აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე თავისი დელეგაციის შემადგენლობაში შეიყვანა „ეფ-ეს-ბეს“ კონტრდაზვერვითი ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დმიტრი მინაევი. ეს სტრუქტურა ადრე უკავშირდებოდა დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის მკვლელობის მცდელობას ჯერ კიდევ 2019 წელს.
1794650615
"რუსული ისტორია კოსტიანტინივკაში მყოფ „მშვიდობიან მოსახლეობაზე“ პუტინის რეფლექსიაა იმაზე, რომ მან კოსტიანტინივკის აღება ვერ შეძლო. აბსოლუტურად პრიმიტიული სვლაა, რადგან სხვაგვარად მას ამ ქალაქის ხელში ჩაგდება არ შეუძლია“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, პუტინს უბრალოდ სურს, რომ უკრაინულმა ჯარებმა კოსტიანტინივკა დატოვონ, რუსები შევიდნენ და ამგვარად მთელი ქალაქის ოკუპაცია მოახდინონ."მაგრამ ჩვენ აქ ღრმად ვართ ჩახედული საქმეში და ყველაფერს ვითვალისწინებთ. ამერიკელ მომლაპარაკებლებს ავუხსენი ჩემი პოზიცია კოსტიანტინივკასთან დაკავშირებით. იქ მყოფი ადამიანები არიან მხოლოდ შეიარაღებული უკრაინის მოქალაქეები და შეიარაღებული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპანტები არიან. იქ, კოსტიანტინივკის შიგნით, ბრძოლები მიმდინარეობს. მათ ეს წინადადება ჩამომიტანეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს კოსტიანტინივკიდან გასვლის საშუალება ჰქონოდათ.ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ უკრაინა რუსებს კოსტიანტინივკას დაუთმობს, მათი შემდეგი ნაბიჯები დონბასის სხვა ქალაქები იქნება და სწორედ ამაში მდგომარეობს ამ იდეის ფილოსოფია."ოლეშკიში ჩვენ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება გვქონდა: ხალხი ბლოკადიდან გამოვიყვანეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ვინ დაბლოკა ისინი და რისთვის? რუსებმა ხალხი დაბლოკეს, იქ ნაღმები განათავსეს. ადამიანები საკვების გარეშე დარჩნენ. მშვენიერია, რომ ჩვენ ისინი განვბლოკეთ და გამოვიყვანეთ, მაგრამ თუ თანამგზავრულ სურათებს დააკვირდებით, დაინახავთ, რა გააკეთეს რუსებმა ოლეშკიში. მაშინ რაღა მოუვა კოსტიანტინივკას?“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, რუსები უკვე წელიწად-ნახევარია კოსტიანტინივკის აღებას ვერ ახერხებენ, ოქტომბერში კი თავიანთ შტურმებს 54 000 ოკუპანტი შეწირეს."მშვიდობიანი მცხოვრებლების სიცოცხლე რომ აინტერესებდეთ, მათ შეეძლოთ მსგავსი ოპერაციები ოლეშკის მახლობლად მდებარე სოფლებში შეეთავაზებინათ, მაგრამ რუსეთს არცერთი ეს სოფელი არ შემოუთავაზებია. რა შემოგვთავაზეს? კოსტიანტინივკა. რატომ? იმიტომ, რომ კოსტიანტინივკის შემდეგ კრამატორსკი და სლავიანსკი იქნება. მათ სურთ ამ ქალაქების განადგურება და მთელი ჩვენი ხალხის დახოცვა. ასეთია მათი იდეა“, - განაცხადა ზელენსკიმ.12 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კოსტიანტინივკაში შესაძლებელია ჰუმანიტარული მისიის ორგანიზება ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ჩატარებული ოპერაციის მსგავსად.კრემლში განაცხადეს, რომ რუსი ოკუპანტები მზად არიან კოსტიანტინივკის განაღმვას შეუდგნენ, რასაც, მათი თქმით, ხუთი დღე დასჭირდება.უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აღნიშნეს, რომ რუსებმა კოსტიანტინივკაში ჰუმანიტარული მისია შესაძლოა, საკუთარი სამხედროების როტაციის მიზნით გამოიყენონ, როგორც ეს ოლეშკიში მოხდა.
1794636840
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 620 630 (+1 710) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 14.11.26-მდე: ტანკები – 12 478 (+6), ჯავშანტექნიკა – 25 750 (+19), საარტილერიო სისტემები – 52 355 (+33), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 273 (+2).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 756 (+0), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 140 (+4); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 607 531 (+448), ფრთოსანი რაკეტები – 5 196 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 174 609 (+302), სპეციალური ტექნიკა – 4 905 (+0).
1794600102
"დღეს მთავრობის წევრებთან მკაცრი საუბარი მქონდა. აბსოლუტურად დაუშვებელია ის ვითარება, რაც ბილა-ცერკვასა და ბროვარიში შეიქმნა, როდესაც ადამიანები რამდენიმე დღე უშუქოდ იყვნენ. ამავე დროს, ადგილებიდან წარმოდგენილი ანგარიშები სხვა ინფორმაციას იძლეოდა. პრობლემები უნდა მოგვარდეს და არა დაიმალოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტის თქმით, მან მიიღო ანგარიშები კონოტოპსა და შოსტკაში არსებული ვითარების შესახებაც და დასძინა, რომ იმედი აქვს, ადგილობრივი მცხოვრებლები აუცილებელ დახმარებას მიიღებენ.ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მადლიერია და ამაყობს ენერგეტიკოსებით, სარემონტო ბრიგადებით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებით, რომლებიც ელექტრომომარაგებას ხშირად დაბომბვების ქვეშ აღადგენენ."მაგრამ როდესაც სადმე, ოლქებში კომუნალური სამსახურები, ცალკეული კომპანიები სათანადოდ არ მუშაობენ, ამაზე რეაგირება უნდა იყოს და თანაც ძალიან სწრაფი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
1794595422
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას განცხადებით, მომავალ მოლაპარაკებებზე ევროკავშირს წარმოადგენენ ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები და გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები.ევროპელმა მაღალჩინოსანმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლები ტექნიკურ დონეზე გამართულ ყველა მომავალ მოლაპარაკებაში მიიღებენ მონაწილეობას.მისივე თქმით, ევროპას ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს ლიდერები, რომლებიც მას მოლაპარაკებებზე წარმოადგენდნენ.10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა.ევროპული ქვეყნები სამმხრივ შეხვედრებში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ, თუმცა უკრაინული მხარე მათთან კონსულტაციებს პარალელურ რეჟიმში მართავდა.აბუ-დაბიში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ამერიკელი წარგზავნილები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც პუტინს შეხვდნენ. ამის შემდეგ მათ დუბლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართეს მოლაპარაკებები.მოგვიანებით უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსული მხარე დათანხმდა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპელი წარმომადგენლების მონაწილეობას.აღსანიშნავია, რომ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს ევროპის ჩართულობას მოლაპარაკებებში, ვინაიდან რუსეთის მიზნები ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელი კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურას.ამავდროულად, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს ჯერ კიდევ არ შეუთანხმებიათ, ვინ წარმოადგენს ბლოკს უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებზე. სახელმწიფოთა ნაწილი ანტონიუ კოშტას კანდიდატურას უჭერს მხარს, მაშინ როდესაც საფრანგეთსა და გერმანიას საკუთარი ადგილების ბრიუსელისთვის დათმობა არ სურთ.
1794549720
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 618 920 (+2 590) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 13.11.26-მდე: ტანკები – 12 472 (+1), ჯავშანტექნიკა – 25 731 (+11), საარტილერიო სისტემები – 52 322 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 271 (+2).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 756 (+0), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 136 (+6); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 607 083 (+1 160), ფრთოსანი რაკეტები – 5 196 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 174 307 (+469), სპეციალური ტექნიკა – 4 905 (+6).
1794513038
ზელენსკიმ რუტეს უკრაინის ცის დაცვაში უცვლელი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მასირებული დაბომბვების გამო ამჟამად ვითარება უკიდურესად რთულია - მხოლოდ ნოემბრის პირველ კვირაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 115 რაკეტა, ასევე ათასობით მართვადი საავიაციო ბომბი და რეაქტიული "შაჰედი" გაუშვა.ზელენსკის თქმით, ანტიბალისტიკური რაკეტების მუდმივი დეფიციტის გარდა, რითაც მტერი ენერგეტიკაზე დარტყმებისთვის სარგებლობს, ახალი ტექნიკური სირთულეებიც წარმოიშვა. კერძოდ, რეაქტიული დრონების ჩამოგდებას ხელს უშლის ფრონტის ხაზის გასწვრივ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემა Starshield-ის მუშაობაში არსებული შეფერხებები.ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების გააქტიურების ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამშვები სისტემები ცარიელი არ დარჩეს."ხელოვნური შეზღუდვები მშვიდობაზე არ მუშაობს, ისინი აგრესორზე მუშაობენ. მადლობა, მარკ, PAC-2-ითა და PAC-3-ით დახმარების მზადყოფნისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
1794463680
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 616 330 (+2 150) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 12.11.26-მდე: ტანკები – 12 471 (+3), ჯავშანტექნიკა – 25 720 (+14), საარტილერიო სისტემები – 52 278 (+47), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 269 (+3).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 756 (+0), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 130 (+8); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 605 923 (+1 013), ფრთოსანი რაკეტები – 5 196 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 173 838 (+312), სპეციალური ტექნიკა – 4 899 (+5).
1794425047
მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ დაპირისპირებაში გადამწყვეტი ყოველთვის იყო ტრანსატლანტიკური ერთობა და ასეა დღესაც."მთავარი ყურადღება უკრაინის თემაზეა მიპყრობილი, საერთაშორისო წესრიგების ახალი კონტურები სწორედ ამ წრეში გამოიკვეთება. ზოგადად, მე ვემხრობი უფრო ინსტიტუციონალურ საგარეო პოლიტიკის გატარებას, მათ შორის ამერიკის მხრიდანაც, შესაბამისად, კუშნევ-უიტკოფის ტანდემი არც თუ ისე ეფექტური დიპლომატიის განხორციელების მექანიზმი მგონია, თუმცა, დავიტოვოთ იმედი, რომ სადღაც სწორ გზავნილებსა და სწორ შედეგებზე მივა ეს ფორმატი, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, როგორ მანიპულირებს რუსეთის ინტერესებში არ არის მშვიდობა და პირობითი ზავის, როგორც საკუთარი მოგების გაფორმება, მეეჭვება, რომ რაიმე დათმობაზე წავიდეს რუსეთი.რაც შეეხება ევროპის ჩართვას, ევროპა ჩართულია. აქ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რაც უნდა გავითვალისწინოთ - ნებისმიერ ასეთ დაპირისპირებაში გადამწყვეტი ყოველთვის იყო ტრანსატლანტიკური ერთობა, ეს იქნებოდა ფაშიზმთან, საბჭოთა კავშირთან გამკლავება თუ მის შთამომავალ რუსეთთან გამკლავება. თუ ეს პროცესი ამ შედეგს მაინც მოგვცემს, რომ ტრანსატლანტიკური ერთობა შენარჩუნებული იქნება უკრაინის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების კუთხით, ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება, თუმცა რაღაც ალტერნატიული ფორმების ძიება ევროპული უსაფრთხოების, სადაც რუსეთიც მონაწილე იქნება, ეს ძველი გადაღეჭილი თემაა და არ იმუშავა არასდროს იმიტომ, რომ თვითონ რუსეთის აღქმა წარმოუდგენელია. რუსეთი არ აპირებს, იყოს დადებითი აქტორი, მისი დღის წესრიგი და სისტემა, რაზეც ეს სახელმწიფო დგას, ანტიცივილიზაციური და უფრო დესტრუქციისკენაა მიმართული, ვიდრე მსოფლიო წესრიგის აღდგენისკენ", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
1793623062
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
1793871309
რუსეთმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბა - დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი
1793643327
2 ნოემბრის ანონსი
1793561906
