1794471337
იმისთვის, რომ ბიზნესების წარმომადგენლებმა ერთ სივრცეში შეძლონ მათთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღება და ნაკლები დრო დახარჯონ ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესებზე, თიბისიში, ბოლო პერიოდში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 5 სიახლე დაინერგა.ბიზნესის რეგისტრაცია თიბისის ფილიალში - თიბისიში, ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის 16 ფილიალში, დარეგისტრირდნენ შპს -დ ან ინდივიდუალურ მეწარმედ და ამისათვის, დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარაა. ერთი ვიზიტით, ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, საბანკო ანგარიშიც გახსნას და საჭირო მომსახურებაც მიიღოს.ბიზნეს ანაბარი გაუმჯობესებული პირობებით - თიბისიში, ბიზნესანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ - წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია), წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე.თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის - ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება. ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის.ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება ონლაინ - ტენდერში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის. პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება განაცხადის დაფიქსირებიდან, 30 წუთშია შესაძლებელი. 70 000₾-მდე დაფინანსება მეწარმეებისთვის, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით - თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000₾-დან 70 000₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ. პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას.თიბისი ბიზნესის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/businessთიბისი ბიზნესის გუნდი, უახლოეს მომავალში, მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს.
1794410160
საელჩოებთან ერთად ტრადიციული შეხვედრებით, თიბისი ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კავშირების ჩამოყალიბებას ბიზნესსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის; ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები მაკროეკონომიკურ და სექტორულ განახლებებს, ასევე ეკონომიკურ ტენდენციებს ეცნობიან, რაც კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.რეგიონში მიმდინარე სავაჭრო და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება და საქართველოსთვის ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს ქმნის. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წლის შემდეგ დერეფანზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2026 წელს 5 მილიონ ტონას მიაღწევს. ამასთან, 2021-2025 წლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საქონლით ვაჭრობა 84%-ით გაიზარდა და 51 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დერეფნის მზარდ ეკონომიკურ მნიშვნელობას.ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად, დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად მისი მონაწილე ქვეყნები ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლამდე დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება 55.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს წილი 3.4 მილიარდი დოლარია. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კასპიის ზღვის გავლით არასანავთობო ტვირთების მოცულობა 2023 წლის 3.5 მილიონი ტონიდან 2040 წლისთვის შესაძლოა 15.6 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს მზარდ როლსა და პოტენციალს შუა დერეფანში. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში შუა დერეფნის წილმა საქართველოს სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვებში 28% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 9% იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტვირთების შენახვის, დახარისხების, გადამუშავებისა და რეექსპორტის სერვისების განვითარება ქვეყანას საშუალებას მისცემს, სატრანზიტო მარშრუტიდან რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს. კვლევის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარების დაგეგმილი პროექტების განხორციელებამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 3.6%-ით გაზარდოს.
1794409608
კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები.eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები.ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები.საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
1794405360
ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ქალს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლოს ხელოვნური ინტელექტი 10 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით.ვის შეუძლია AI სტიპენდიის მიღება?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. წინასწარი პროფესიული გამოცდილება ან ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობა აუცილებელი პირობა არ არის - აპლიკანტების შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.როგორ უნდა შეავსო განაცხადი?საქართველოს ბანკის AI სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა:ეწვიო სასტიპენდიო პროგრამის ვებგვერდს და შეარჩიო სასურველი აკადემია და სასწავლო კურსი;შეავსო ელექტრონული განაცხადის ფორმა;წარადგინო სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერ, რატომ გაინტერესებს არჩეული მიმართულება და როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას.პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება.როგორ ხდება სტიპენდიატების შერჩევა?განაცხადების მიღების შემდეგ აკადემიები აპლიკაციებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით განიხილავენ. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:აპლიკაციების პირველადი გადარჩევა;შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შეფასება.შერჩევის პირობები და კრიტერიუმები პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა:სმარტ აკადემია - Smart Academy;თბილისის კომუნიკაციის სკოლა - Tbilisi School of Communication;ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Academy of Digital Industries;აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP;ეჯაილ სქული - AgileSchool;სქილვილი - Skillwill;სქეილაფი - ScaleUp;ელექტრონული აკადემია - Electronic Academy;რე ედუქეითი - Re;დიზაინ ინსტიტუტი.პროგრამის, პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1794385425
ოქტომბერში, მობაილბანკს მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიანი ულიმიტო სამგზავრო ბარათის გააქტიურება მომხმარებლებს უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან, სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ. ერთიანად გადასახდელი წლიური 250₾-იანი აბონემენტის ან ერთთვიანი 40₾-იანი აბონემენტის ნაცვლად, მომხმარებლები სააქციო პერიოდში თვეში მხოლოდ 20 ლარს გადაიხდიან. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ სრულწლოვან მომხმარებლებს, ფიზიკური ბარათის გამოყენებით.კიდევ ერთი სიახლე პირველი სწრაფი სამომხმარებლო სესხის აღებას უკავშირდება. მომხმარებლები, რომლებიც ამ ტიპის სესხს თიბისიში პირველად იღებენ, 0%-იანი გაცემის საკომისიოთი ისარგებლებენ და სესხს დამატებითი ერთჯერადი გაცემის საკომისიოს გარეშე მიიღებენ.გაფართოვდა მობაილბანკის კრიპტო პლატფორმის შესაძლებლობებიც - ყიდვა-გაყიდვის ფუნქციონალს ხუთი ახალი კრიპტოაქტივი: HYPE, MNT, KAS, SKY და PENGU დაემატა. შედეგად, პლატფორმაზე უკვე 60-ზე მეტი კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.ოქტომბრის სიახლეებს შორისაა Visa+-იც - პირველად საქართველოში, თიბისის მობაილბანკში მომხმარებლებს შეუძლიათ, საბანკო ბარათს ტელეფონის ნომერი დაუკავშირონ და Visa+-ის საშუალებით საერთაშორისო მასშტაბით თანხა მხოლოდ ტელეფონის ნომრით გაგზავნონ და მიიღონ. სერვისი ასევე იძლევა მობაილბანკიდან საერთაშორისო მომენტალური გადარიცხვის შესაძლებლობას.თიბისის მობაილბანკი აგრძელებს განვითარებას და მომხმარებლებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. თითოეული განახლების მიზანი ყოველდღიური საჭიროებების გამარტივება, დროის დაზოგვა და კიდევ უფრო კომფორტული ციფრული გამოცდილების შექმნაა.
1794378668
უკვე ათწლეულებია, თიბისი მხარს უჭერს ხელოვნების განვითარებას და საერთაშორისო კულტურული კავშირების გაძლიერებას. იტალიის საელჩოსთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული პროექტი განხორციელდა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა, რადგან ასეთი პროექტები ქვეყნებს შორის კულტურულ კავშირებს აძლიერებს, ქართულ აუდიტორიას ახალ გამოცდილებას სთავაზობს და საქართველოს საერთაშორისო კულტურულ სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს.ექსპოზიცია დამთვალიერებელს იტალიური მოდისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობისა და კრეატიულობის სამყაროში ამოგზაურებს და სახელგანთქმული დიზაინერების საკულტო ნამუშევრებს აცნობს. გამოფენაზე წარმოდგენილია იტალიური მოდის ყველაზე პრესტიჟული ბრენდების სამოსის ექსკლუზიური კოლექცია, რომლის თითოეული ექსპონატი მოგვითხრობს ოსტატობაზე და გვაჩვენებს იტალიის გავლენას მსოფლიო მოდის განვითარებაზე.ექსპოზიცია მოიცავს 35 უნიკალურ სამოსს, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიქმნა კინოსა და პოპ-მუსიკის ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორიცაა სოფია ლორენი, ოდრი ჰეპბერნი, ინგრიდ ბერგმანი, ანიტა ეკბერგი, ჯულია რობერტსი, მონიკა ბელუჩი, სკარლეტ იოჰანსონი, მადონა, ბიონსე და სხვები.მნახველს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს ლეგენდარული კინოკოსტიუმები, რომლებმაც კინოსა და მოდის ისტორია შექმნეს, გლობალურ ტრენდებად იქცნენ და ხელი შეუწყეს შეუდარებელი იტალიური სტილის დამკვიდრებას მთელ მსოფლიოში.გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებლებისთვის აჟღერდა მუსიკა კინოფილმებიდან, რომელიც იტალიელმა პიანისტმა და დირიჟორმა, სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელმა კომპოზიტორმა და არანჟირების ავტორმა პაოლო ვივალდიმ შეასრულა.გამოფენის იდეის ავტორი და კურატორია “Made in Italy“-ს დესპანი მსოფლიოში სტეფანო დომინელა, ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ კომპანია Mariotto-სთან თანამშრომლობით.მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 27.
1794373380
ულიმიტო წთ (საქართველოში) - 14₾50 000 მბ - 22₾9 000 მბ - 10₾ვადა - 30 დღეჩართვა - *288# okან აპლიკაციით MyMagtiwww.magticom.ge/sakvirveli330თუ გსურს, „საკვირველი დღეებისა“ და მაგთიკომის სხვა შეთავაზებები SMS-ის სახით მიიღო, გადადი ბმულზე და იხილე დეტალური ინსტრუქცია - https://www.magticom.ge/ka/directmarketing
1794319188
პროგრამის შესახებ:რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები.პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის და თანამშრომელთა კმაყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ოქრომჭედლიშვილი.ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-ზე მეტი დეპარტამენტი ჩაერთო.
1794314256
საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:11 ნოემბერი | 16:00–17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე;12 ნოემბერი | 16:00–17:00 | გორი - Gori Inn;16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1794308430
აღიარება, სხვადასხვა მიღწევასთან ერთად, ბანკის მიერ დანერგილ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.სისტემა ავტომატურად ამუშავებს და ამოწმებს გადარიცხვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს გადარიცხვის დანიშნულებას, ამოწმებს შესაბამისობას და სხვა. ამასთან, ბიზნესმომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია გადარიცხვის სტატუსის შესახებ, საჭირო დოკუმენტაცია კი ინვოისის ატვირთვის საფუძველზე ავტომატურად შეივსოს. სისტემის დანერგვის შედეგად, საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების დრო შემცირდა.Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომას, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები ბიზნესის დროის დაზოგვის, საქმიანობის გამარტივებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ის ფინალურ ეტაპზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბით.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
1793446802
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
1794250456
ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
1793623062
რუსეთმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბა - დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი
1793643327
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
1793871309
