სამართალი
პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

1794324617

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვანთან.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების ოც წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა", - აცხადებენ პროკურატურაში.

2024 წელს წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

1794294817

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა.მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

1794294547

შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, პაკისტანის, იორდანიის, სომხეთის, ტაილანდის, ტაჯიკეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, სუდანის, უგანდის, ფილიპინების, ჩინეთის, ერაყის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 91 მოქალაქე.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3700-ზე მეტი პირი. 

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1794294268

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  მათ შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი მათ შორის: „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“  მცენარე „კანაფი“ და  „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, კიდევ ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

1794294031

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.კერძოდ, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ინოვაციური პროგრამის შექმნასა და მისი ამოქმედების შემდეგ მიღებული მოგების განაწილებას დაჰპირდნენ, რის შედეგადაც მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ 150 000 აშშ დოლარს.ამასთან, ბრალდებულებმა უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი მოტყუებით დაარწმუნეს, რომ 40 000 ევროს სანაცვლოდ კომპანიისთვის სარეკლამო ვებგვერდს შექმნიდნენ და საძიებო სისტემებში მოწინავე ათეულში მოხვედრას უზრუნველყოფდნენ.თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებულთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტეს და მის კუთვნილ 40 000 ევროს თაღლითურად დაეუფლნენ.სამართალდამცველებმა ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

1794293758

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თავდამსხმელებმა მოტყუებით შეაღწიეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, წებოვანი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2 000 ლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

იმერეთის პოლიციამ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

1794293553

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, განიზრახა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლება.ბრალდებულმა უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დაამოწმა, შემდგომ კი საჯარო რეესტრში მისი წარდგენით აღნიშნული უძრავი ქონება საკუთარ სახელზე გადაიფორმა.დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებს 1 602 000 ლარის ზიანი მიადგათ.სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

1794223073

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეს და 200 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ალკოჰოლური სასმლისთვის განკუთვნილი 500 000 ცალი ყალბი აქციზური მარკის უცხო ქვეყანაში დამზადებასა და საქართველოში შემოტანას დაჰპირდნენ.ყალბი აქციზური მარკების შემოტანას ბრალდებულები რამდენიმე ეტაპად გეგმავდნენ. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყალბი აქციზური მარკების შემოტანისა და გასაღების პირველივე ფაქტზე დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში ჩამოიტანეს 100 000 ერთეული და 40 000 აშშ დოლარად მიჰყიდეს საქართველოს მოქალაქეს.აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების  9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ სუსში.

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

1794208679

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღეს 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელთა საერთო ღირებულება 20 000 აშშ დოლარს შეადგენს.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოღებულია.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

1794208114

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა პვპ“, 480 აბი „პრეგაბალინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.