სპორტი
მნიშვნელოვანი  ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ | რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? "საქართველოს ბანკი" - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

1788270232

თამაში მონტენეგროსთან28 აგვისტოს, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ თამაშზე მონტენეგროს სოლიდური ანგარიშით, 101:74 მოვუგეთ. პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში მეტოქემ წინააღმდეგობა გაგვიწია და მეოთხე პერიოდის წინ ანგარიში 77:67 იყო. თუმცა, გადამწყვეტ ათწუთეულში ჩვენი კალათბურთელები შეუჩერებლები იყვნენ - მეოთხედი ანგარიშით 24:7 მოვიგეთ.სასურველ შედეგთან ერთად, თამაში კარგი საყურებელიც გამოდგა: ნაკრებმა 100-ქულიან ბარიერს გადააბიჯა. ვიხილეთ ეფექტური ჩატენვები, ულამაზესი პასები, სამქულიანები და თითქმის შეუცდომელი თამაში: მთელი თამაშის განმავლობაში მხოლოდ 3 ბურთი დავკარგეთ. მონტენეგროსთან თამაშისას ბრწყინავდნენ:● გოგა ბითაძე: 23 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება● თორნიკე შენგელია: 24 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა● სანდრო მამუკელაშვილი: 17 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრაგასვლითი შეხვედრასაშინაო გამარჯვების შემდეგ, ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა. თამაში მატოსინოში გაიმართა. პორტუგალიელებს წინა ტურში ესპანეთი ჰყავდათ დამარცხებული და ცხადია, უხერხულ მეტოქედ ითვლებოდნენ. ძალიან საინტერესო თამაში ვიხილეთ - პორტუგალიელებმა გაცილებით მეტი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა მაინც, ანგარიშით 98:90 დამარცხდნენ.გამარჯვების მოსაპოვებლად, ოლეკსანდარ ჯიკიჩი ჩვენი შემადგენლობის ბირთვს დაეყრდნო: თორნიკე შენგელიამ მოედანზე შეუცვლელად, სრული 40 წუთის განმავლობაში ითამაშა და გუნდს 26 ქულით, 6 მოხსნითა და 3 პასით ულიდერა. ბრწყინვალე იყო რატი ანდრონიკაშვილიც, რომელმაც 35 წუთში 20 ქულა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა (თანაც, დაკარგვა საერთოდ არ ჰქონია). სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 22 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი იყო.აღსანიშნავია, რომ შენგელია და ანდრონიკაშვილი FIBA-ს საკვალიფიკაციო დღის საუკეთესო ხუთეულში სვი მიხალიუკთან (უკრაინა), კონსტანტინოს მიტოღლუსთან (საბერძნეთი) და ნეემიას კეტასთან (პორტუგალია) ერთად მოხვდნენ.თამაშის შემდეგ, ჯიკიჩმა აღნიშნა, რომ უზარმაზარი დატვირთვის გაძლება და ლიდერთა თავდადება გამარჯვების მთავარი მიზეზი იყო. თავად პორტუგალიელთა ლიდერმა, ნეემიას კეტამაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები როგორც შეტევაში, ისე დაცვაში სტაბილური იყო. ისიც დაამატა, ეს თამაში ჩვენთვის ერთგვარი გაკვეთილი იქნებაო.სატურნირო მდგომარეობა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსიამ ორი გამარჯვების შემდეგ, FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის I ჯგუფში ცხრილი ასე გამოიყურება:უკრაინა - 14 ქულა;ესპანეთი - 13 ქულა;საქართველო - 13 ქულა;პორტუგალია - 12 ქულა;საბერძნეთი - 12 ქულა;მონტენეგრო - 12 ქულა.მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოსახვედრად ჯგუფის პირველ სამეულში მოხვედრაა საჭირო. ჯერჯერობით, ჩვენს ჯგუფში დაძაბულობაა: იმდენად მცირე სხვაობაა ნაკრებებს შორის, რომ მსოფლიოზე გასვლის შანსს ყველა მათგანი ინარჩუნებს.სამწუხაროდ, მომდევნო თამაშებზე NBA-ს ლეგიონერები - სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე - ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. გადამწყვეტ ბრძოლებში, წინ კიდევ 4 თამაში გველოდება, თუმცა წელს ორს ვიხილავთ: 26 ნოემბერს საბერძნეთს სტუმრად ვეთამაშებით, ხოლო 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიას ვმასპინძლობთ.ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს - საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

1788194057

"ფინალის შემდეგ გასული მთელი ამ დროისა და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მინდა ყველას გამოვუცხადო, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიერას ვასრულებ. ამ გადაწყვეტილებამ ტკივილი მომაყენა, რომელიც დღემდე არ ნელდება, მაგრამ მესმის, რომ ახლა ყველაზე შესაფერისი დროა.გეფიცებით, რომ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი – არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა ყველაფერს ვიგებდით, არამედ ადრეულ პერიოდშიც. ყოველთვის ვიბრძოდი და ყველაფერს ვთმობდი ამ მაისურისთვის, რათა თქვენთვის სიხარული მომეტანა და ფეხბურთის წყალობით გეამაყათ, რომ არგენტინელები ხართ.ძალიან ცოტა დრო რჩება. ეტაპები სრულდება და ეს ეტაპი განსაკუთრებით მტკივნეულია. მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება ეროვნულ ნაკრებში გატარებული დრო. ყველაფერი გავიღე, რისი გაღებაც შემეძლო. მეტი აღარაფერი მაქვს გასაცემი. თანაც მოდიან შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც იმსახურებენ ნაკრებში ყოფნას.გმადლობთ იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის, რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მჩუქნიდით. ეს ძალიან მომენატრება. ახლა მეც ერთ-ერთი თქვენგანი გავხდები, ტრიბუნებიდან ვუქომაგებ და მხარს დავუჭერ.მადლობა ჩემს ოჯახს იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და ამ მშვენიერ, თუმცა რთულ მოგზაურობაში თან მახლდა. მადლობა თითოეულ მწვრთნელს, თანაგუნდელს და მენეჯერს, რომლებთან ერთადაც წილად მხვდა ამ გზის გავლის ბედნიერება. თან მიმაქვს დაუვიწყარი მოგონებები და მომენტები.მივდივარ სულიერი სიმშვიდისა და სიამაყის გრძნობით იმის გამო, რომ თქვენ და ჩემს პარტნიორებს რამდენიმე ზღაპრული მომენტი გაჩუქეთ. წარმოუდგენელი იყო ამის თქვენთან ერთად განცდა. მიყვარხართ!მადლობას ვუხდი ღმერთს იმისთვის, რომ არგენტინელი ვარ. წინ, არგენტინა!შენიშვნა. ეს სიტყვები 21 ივლისს დავწერე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან ორი დღის შემდეგ. დღეს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ამაში იმაზე მეტად ვარ დარწმუნებული, ვიდრე ადრე“, – წერს მესი.მესი არგენტინის ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობდა. მის შემადგენლობაში ფორვარდმა მოიგო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, ორჯერ კოპა ამერიკა (2021, 2024) და ფინალისიმა (2022).ეროვნულ გუნდში მესიმ 207 მატჩში 125 გოლი გაიტანა, რაც მეორე შედეგია სანაკრებო დონეზე. კრიშტიანუ რონალდოს პორტუგალიის ნაკრებში 233 მატჩში 146 გოლი აქვს.

მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე

1788189546

28-30 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ლოზანამ ტურნირის ისტორიაში პირველად, გრანდ სლემს უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობა მსოფლიოს 78 ქვეყნის 525 ძიუდოისტმა მიიღო.საქართველოს ნაკრები ტურნირზე 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.  ქართველმა ფალავნებმა მაყურებელს არაერთი დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა შესთავაზეს.უკვე ტრადიციად იქცა, რომ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ტატამიდან მედლის გარეშე აღარ ბრუნდება. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალამდე მიმავალ გზაზე მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა - მან ფინალამდე 2 იპონით და 2 იუკოთი მიაღწია. გადამწყვეტ ბრძოლაში მის პირისპირ ძალიან რთული მეტოქე, ფრანგი სარა ლეონი იდგა. ეთერმა ფრთხილი და ტაქტიკურად გამართული ბრძოლა აჩვენა, მეტოქეს იუკოთი აჯობა და საქართველოს ოქროს მედალიც მოუტანა.კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ილია სულამანიძეც (100 კგ.). ილია ტურნირზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მისივე გამარჯვებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინალამდე იოლი გზა გაიარა. ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში, სულამანიძის მეტოქე ნიდერლანდელი სიმეონ კათარინა იყო, რომლის ასპარეზობაც წელს თბილისშიც ვიხილეთ, სადაც ვერცხლის მედალს დაეუფლა. ურთულეს და დაძაბულ ბრძოლაში ილია სულამანიძემ დამაჯერებლობა შეინარჩუნა, გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინა და ოქროს მედალს დაეუფლა.პირველ ადგილამდე ცოტა დააკლდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ გამორჩეულ წევრს, გურამ თუშიშვილს (+100 კგ). გურამმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ინალ ტასოევთან დასანანი მარცხი იწვნია, თუმცა მისი ბრძოლა ამით არ დასრულებულა. რეპეშაჟში გადასვლის შემდეგ, მან ორ შეხვედრაში  გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დამსახურებულად დაეუფლა.საერთო ჯამში, საქართველომ ლოზანას გრანდ სლემი სამი მედლით დაასრულა - ოქროს მედალს ეთერ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე დაეუფლნენ, ხოლო გურამ თუშიშვილმა კი  საკუთარ კოლექციას ბრინჯაო დაუმატა.საინტერესო დებიუტი და საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლოზანის გრანდ სლემი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანისთვის, რომელმაც ჩვენს ნაკრებთან ერთად მიღწეული დიდი წარმატების შემდეგ უზბეკი ძიუდოისტების გამოწრთობა დაიწყო. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა - უზბეკეთის ნაკრებმა ტურნირზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სრულ შემადგენლობას, ტურნირზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას შემდეგი სპორტსმენები იცავდნენ:● კაცები: თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე 66 კგ.), მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ლოლაძე (ორივე 73 კგ.), ზაურ დვალიშვილი (81 კგ.), ლუკა ჯავახიშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე 90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).● ქალები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე - 57 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების  მთავარი სპონსორია

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს

1788174071

მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ნაკრების მეორე შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ დღეს, დღეს,  22:00 საათზე გაიმართება.საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრა უკვე გამართა, მონტენეგროს 28 აგვისტოს თბილისში დაუპირისპირდა და მეტოქე 101:74 დაამარცხა.ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრები 12 კალათბურთელით იასპარეზებს.ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ბურთების სხვაობას მიენიჭება, რაც თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგისთვის ბრძოლას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.საქართველოს ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი თამაშები ელოდება.დღეს პორტუგალიასთან შეხვედრით გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ ბრძოლას აგრძელებს.ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებსსაქართველოს ბანკი –  საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი 

ილია სულამანიძე ლოზანის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

1788111219

ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა.გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალია – 28 აგვისტოს ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს

1787836020

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე, გადამწყვეტ რაუნდს იწყებს. ოლეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და ახლა მთავარი მიზნისთვის - ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლების მოპოვებისთვის - ბრძოლას განაგრძობს.მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ნაკრების პირველი შეხვედრა ხვალ, 28 აგვისტოს, 19:30 საათზე გაიმართება. ქართველი კალათბურთელები თბილისის სპორტის სასახლეში მონტენეგროს უმასპინძლებენ.გუნდს მეორე შეხვედრა 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე, პორტუგალიის წინააღმდეგ ელის.ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრები 12 კალათბურთელით იასპარეზებს.მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში გუნდებს პირველი ეტაპიდან დაგროვილი ქულები გადმოჰყვათ. ამ ეტაპზე ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ასეთია: ესპანეთი - 11 ქულა; უკრაინა - 10 ქულა; მონტენეგრო - 10 ქულა; პორტუგალია - 9 ქულა; საბერძნეთი - 9 ქულა; საქართველო - 9 ქულა.მეორე რაუნდში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს, პორტუგალიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს - ჯამში ექვს შეხვედრას. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მატჩები ამ სამ გუნდთან გაიმართება, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების კონკურენტები ესპანეთი და უკრაინაც არიან, რადგან პირველი ეტაპიდან მიღებული ქულები საერთო ცხრილში ინარჩუნებს მნიშვნელობას.ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ბურთების სხვაობას მიენიჭება, რაც თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგისთვის ბრძოლას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.საქართველოს ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელოდება. 28 აგვისტოს მონტენეგროსთან შეხვედრით გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ერთვება.ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი -  საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი. 

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა

1787505847

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი რვა ქულით მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა მეორე 10-წუთიან მონაკვეთში ჩამორჩენა აღმოფხვრა, 26:16 მოიგო და პირველი ტაიმი „ჯვაროსნების“ სასარგებლოდ დასრულდა – 43:41.დარჩენილი ორი მეოთხედში შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა, თუმცა დასკვნით მეოთხედში უფრო ზუსტად ქართველმა კალათბურთელებმა ითამაშეს და საბოლოოდ შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 101:90მომდევნო მატჩები „ჯვაროსნებს“ უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აქვთ – 28 აგვისტოს თბილისში, მონტენეგროს ნაკრებს ეთამაშებიან, 31 აგვისტოს კი სტუმრად პორტუგალიას შეხვდებიან.

ლევან ძიმცეიშვილმა სამი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

1787495396

ძიმცეიშვილმა ატაცში 108 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ქართველი ძალოსანი პირველ ადგილზე გავიდა აკვრაშიც (128 კგ), ხოლო ორჭიდის ჯამში მოგროვებული 236 კილოგრამით მესამე ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.კეკელიძემ ატაცში 86 კილოგრამი დაძლია, რაც მეექვსე შედეგი აღმოჩნდა, აკვრაში თავი 107 კილოგრამს გაართვა და მე-8 პოზიცია დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვებული 193 კილოგრამით მე-6 ადგილზე გავიდა.

"მილანის" ყოფილი კაპიტანი ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა

1785484149

ფრანკო ბარეზიმ მთელი თავისი პროფესიული კარიერა მხოლოდ "მილანს" მიუძღვნა, ის გუნდის ღირსებას 1978 წლიდან 1997 წლამდე იცავდა."როსონერიში" 19 სეზონის განმავლობაში მცველმა 716 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან 20 ტიტული მოიგო, მათ შორის ექვსი სერია A-ს ტიტული და სამი ჩემპიონთა თასი. ბარეზის კარიერა იტალიის ნაკრებშიც არანაკლებ ბრწყინვალე იყო, სადაც მან 81 მატჩი ჩაატარა. "აძურას" შემადგენლობაში ბარეზიმ მსოფლიო ჩემპიონატების მედლების სრული კომპლექტი მოიპოვა: ოქრო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ვერცხლი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრინჯაო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ბრინჯაო 1988 წლის ევრო ჩემპიონატზე.ბარეზი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთია იმ იშვიათი მოთამაშეთა შორის, ვინც მსოფლიო პირველობაზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების დაუფლება შეძლო. 1997 წელს "მილანმა“ ფრანკო ბარეზის პატივსაცემად 6-ნომრიანი მაისური ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო.

"სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად"

1784921176

"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია.ეს ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა, თუმცა ვიგრძენი, რომ იმ საქმისადმი, რომელსაც წლების განმავლობაში სრული პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ვემსახურებოდი, საჭირო მოტივაცია აღარ მაქვს.მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ ძიუდოისტს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდი. ერთად გადავიტანეთ გამარჯვების სიხარული და მარცხის სიმძიმე, ერთად მოვიპოვეთ მედლები და არაერთხელ ავაფრიალეთ საქართველოს დროშა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ტატამებზე. ეს მოგონებები და მიღწევები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იქნება.განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში ვგრძნობდით.სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე მომავალში, ყოველთვის დავრჩები საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად!ცხოვრებაში ყველა დასასრულს ახალი დასაწყისი მოჰყვება. დღეს ვასრულებ ჩემს საქმიანობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ მექნება შესაძლებლობა, ქართული ძიუდოს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო", - წერს ლაშა გუჯეჯიანი.ლაშა გუჯეჯიანი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2020 წლის დეკემბრიდან იყო.გუჯეჯიანი ძიუდოისტთა ნაკრებს ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე უძღვებოდა. 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რითაც არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.პარიზში, 2024 წელს ქართველმა ძიუდოისტებმა ერთ ოქროსა და ორ ვერცხლს მოუყარეს თავი და ასევე მეოთხე ადგილი დაიკავეს. ორივე შემთხვევაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა.გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და გიორგი სარდალაშვილი.