მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ირანის რეჟიმი, რომელიც ისრაელის განადგურებას ისახავს მიზნად, კვლავ ცდილობს ბირთვული პროგრამის განახლებას

1794686290

"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გადი ეიზენკოტთან. ამ საუბარმა კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა იმისა, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნა – მთავრობისა, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელის სახელმწიფოს, როგორც ებრაელი ხალხის ეროვნულ სახელმწიფოს და რომელიც შეძლებს, გაუმკლავდეს ჩვენ წინაშე მდგარ უზარმაზარ და რთულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ირანის რეჟიმი, რომელიც ისრაელის განადგურებას ისახავს მიზნად, კვლავ ცდილობს ბირთვული პროგრამის განახლებას. და მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: ეს მკვლელი რეჟიმი, რომელსაც არც კი უყოყმანია საკუთარი ათასობით მოქალაქის მკვლელობისას, არც ბირთვული იარაღის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებისას დაიხევს უკან”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.მისივე თქმით, ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ირანს ამის შესაძლებლობა არ მისცეს."ეს ეგზისტენციალური საფრთხე ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ. ამას ვერ შეძლებს ვერც ვიწრო კოალიციური მთავრობა და ვერც ხელისუფლება, რომელიც ტერორიზმის მხარდამჭერებზეა დამოკიდებული. თუმცა ეროვნული ერთიანობის მთავრობას ამ მიზნის მიღწევა შეუძლია“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.ნეთანიაჰუმ ეიზენკოტს მოუწოდა, წინაპირობების გარეშე შეხვდნენ ერთმანეთს, გვერდზე გადადონ უთანხმოებები და ქვეყნის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის საერთო შეთანხმებას მიაღწიონ.

"ცვლილებები რუსეთსა და აშშ-ში, ზავი უკრაინაში და გლობალური კრიზისი" - რას პროგნოზირებს აბიგია ანანდი 2027-2040 წლებისთვის?

1794655851

20 წლის ასტროლოგი, რომელიც ვედურ სისტემას ეყრდნობა, კაცობრიობის უახლოეს ათწლეულებს საკმაოდ დრამატულ ფერებში ხატავს.ანანდის თქმით, 2020 წელი იყო გარდამტეხი წერტილი (პლანეტების იშვიათი განლაგება), რომელმაც მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მსგავსი მოვლენები ისტორიაში მხოლოდ 1206 (ჩინგიზ ყაენის შემოსევები), 1603 (კაპიტალიზმის დაბადება) და 1935 (მეორე მსოფლიო ომის პრელუდია) წლებში ხდებოდა.მესამე მსოფლიო ომი და კრიტიკული თარიღებიკითხვაზე, გველოდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი, ანანდი ცალსახად პასუხობს: „ჩვენ ნამდვილად ამ მიმართულებით მივდივართ“. მისი პროგნოზით, პროცესი ორ ეტაპად გაიყოფა:• პირველი ფაზა (2029–2032 წლები): კონფლიქტები იქნება ფრაგმენტული და ლოკალური, თუმცა დაძაბულობა პიკს მიაღწევს.• მეორე ფაზა (2035–2039 წლები): ეს იქნება ყველაზე მძიმე პერიოდი. ანანდი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2039–2041 წლებზე, სადაც ასტროლოგიური ასპექტი საოცრად ჰგავს 1941 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომმა კულმინაციას მიაღწია.თუმცა, ასტროლოგი გვამშვიდებს, რომ ისეთი მასშტაბური მსხვერპლი, როგორიც გასულ საუკუნეში იყო, არ იქნება, რადგან ომი უფრო ტექნოლოგიურ ხასიათს მიიღებს.უკრაინა, რუსეთი და ძალთა გადანაწილებაუკრაინის ომთან დაკავშირებით ანანდი სკეპტიკურია. მისი თქმით, კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. გარკვეული ზავი შესაძლოა 2027–2028 წლებში დაიდოს, თუმცა ეს არ იქნება საბოლოო მშვიდობა.რაც შეეხება რუსეთს, ასტროლოგი აღნიშნავს, რომ 2027 წელს ქვეყნის ხელმძღვანელობა შეიცვლება.დასავლეთის დაისი და „ახალი აღმოსავლეთი“ანანდის თქმით, 2020 წელს დასავლეთის 400-წლიანი დომინაციის ციკლი დასრულდა. ახლა ძალაუფლება აღმოსავლეთისკენ (ინდოეთი, ჩინეთი) ინაცვლებს.• აშშ: 2028 წელს ქვეყანას პოლიტიკური გადატრიალება ელის. 2033 წლიდან კი დოლარი პოზიციებს მკვეთრად დაკარგავს.• ჩინეთი: 2029 და 2040 წლებში ქვეყანაში შიდა არეულობებია მოსალოდნელი, თუმცა ჩინეთი მაინც დარჩება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად.• ოქრო: მათთვის, ვინც ინვესტიციებზე ფიქრობს, ანანდი ამბობს, რომ 2033–2036 წლებში ოქროს ფასი 20–25%-ით დაეცემა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ის მაინც ყველაზე საიმედო აქტივად დარჩება.ბუნებრივი კატაკლიზმებიგარდა პოლიტიკისა, ასტროლოგი აფრთხილებს მსოფლიოს 2040 წლისთვის მოსალოდნელი გიგანტური ვულკანური ამოფრქვევის შესახებ, რამაც შესაძლოა, გლობალური შიმშილობა გამოიწვიოს.„კაცობრიობას აქვს შანსი, 2033 წლამდე თავიდან აიცილოს ბირთვული ომი, რადგან ჯერ კიდევ ე.წ. „მშვიდობის 60-წლიან ციკლში“ ვიმყოფებით, მაგრამ ამის შემდეგ პლანეტების გავლენა გაცილებით მკაცრი გახდება“, - აცხადებს აბიგია ანანდი."ამბები.ge"

ორბანის მთავრობის მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს

1794655084

მედიის ცნობით, თანხის ნაწილი ტყეში, მიწაში იყო ჩამარხული, ნაწილი კი ფერმის ნაგებობებსა და საწყობებში იყო დამალული.უნგრეთის ფინანსთა მინისტრის ანდრაშ კარმანის განცხადებით, ამოღებულ თანხას სახელმწიფო ხაზინის 12 თანამშრომელი რვა საათის განმავლობაში ხუთი სპეციალური აპარატის გამოყენებით ითვლიდა. მთლიანობაში ამოღებულია 5.07 მილიარდი ფორინტი (15.33 მილიონი დოლარი), 2.66 მილიონი ევრო და 1.26 მილიონი დოლარი.თავად მიკლოშ შეშტაკი ბრალდებებს უარყოფს.უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ჩატარებული ოპერაცია ვიქტორ ორბანის პარტიის „ფიდესის“ „მაფიის დასასრულს ნიშნავს“.მიკლოშ შეშტაკი 2014–2018 წლებში უნგრეთის ეროვნული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

რუბიო – ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ არსებობს

1794340402

მისი თქმით, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება და ქვეყანას სულ უფრო დიდ ზიანს აყენებს. რუბიოს განცხადებით, ამ შეფასებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებიც იზიარებენ.„ირანზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლა უპრეცედენტოა და მისი შედეგები სულ უფრო მძიმდება. ეს ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება. იმავე მიზანს ეკონომიკური საშუალებებითა და ეკონომიკური ზეწოლით თუ ვაღწევთ, სამხედრო დარტყმების განხორციელება საჭირო არ არის. ეს ჩიხური მდგომარეობა არ არის“, – განაცხადა რუბიომ.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა „საბრძოლო მზადყოფნაშია“, თუმცა დამატებითი დარტყმების განხორციელების საჭიროება „ნაკლებად სავარაუდოა“.

მედიის ცნობით, ორბანის ძმა ადამიანთა ტრეფიკინგის საქმეზეა დაკავებული

1794240349

მედიის ცნობით, არონ ორბანი ადამიანთა ტრეფიკინგის საქმეზეა დაკავებული.ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოქმედი მთავრობა კომუნისტური ეპოქის პოლიტიკურ ტაქტიკას იყენებს და რეალური სამიზნე თავად არის."ამ ბინძური პოლიტიკური თამაშის მიზანია ოპონენტების გამოთიშვა და ერთპარტიული სახელმწიფოს დამყარება. მე ვარ რეალური სამიზნე, ჩემს უმცროს ძმას კი უბრალოდ იყენებენ, რომ ჩემამდე მოვიდნენ“, – წერს ვიქტორ ორბანი. 

ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის განახლება ნაკლებად სავარაუდოა, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება

1794167794

ტრამპის თქმით, მისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა თეირანი "ძალიან სერიოზულ შეთანხმებას"."ეს დამოკიდებულია, ხელს მოაწერენ თუ არა შეთანხმებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო გახდება. ისინი დამარცხებული არიან. წელს ინფლაცია 301%-ია. მე ამას გავაკეთებდი, თუ საჭირო იქნებოდა. მე მათ ძალიან სერიოზული დარტყმა მივაყენე. წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ, რამდენად ძლიერად დავარტყით“, – განაცხადა ტრამპმა CNN-თან.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რეგიონში ამერიკული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და მისი ბრძანებით შეიძლება ოპერაცია დაიწყონ.მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკვე განსაზღვრა ირანის ტერიტორიაზე პოტენციური სამიზნეები. კერძოდ, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა."მზად ვართ. სამი ავიამზიდი გვყავს. ბოლო ახლახან ჩავიდა, სამივე სრულად შეიარაღებულია. 38 ხიდი გვაქვს სამიზნეში, რომელთა დანგრევაც ერთ საათში შეგვიძლია. ყველა ჩამოინგრევა. ამის გაკეთება არ მინდა, რადგან მათ აღსადგენად 10 წელი დასჭირდებათ. ხიდების დანგრევა არ მომწონს. ხიდის აშენება ყველაზე რთულია“, – განაცხადა ტრამპმა.

იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი

1794134349

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით ღამის 01:04 საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი შიზუოკის პრეფექტურის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით 40 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. მიწისძვრებზე რეაგირებისა და ვითარების მართვის მიზნით იაპონიის ცენტრალურმა მთავრობამ სპეციალური საკოორდინაციო ოფისი შექმნა.გარდა ამისა, კვირას, დილის 10:53 საათზე 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუმამოტოს პრეფექტურაში.მიწისძვრის ინტენსივობამ კუმამოტოს, უტოსა და უკის ქალაქებში 4 მაგნიტუდის დონეს მიაღწია.

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება

1794081869

პარიზში მეტროს 16 სადგური დროებით დაიკეტა, ხოლო ბორდოში ღამის საათებში არასრულწლოვნების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.საპროტესტო აქციებს პროფკავშირები, სტუდენტური გაერთიანებები და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ქუჩაში დაახლოებით 250 ათასი ადამიანი გამოვიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დემონსტრანტების რაოდენობა 146 ათასს შეადგენს.აქციების მოწყობამდე, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა უსაფრთხოების ზომების მასშტაბური გაძლიერება გამოაცხადა. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ჩართულია 110 მობილური ქვედანაყოფი, 25 სპეციალური ჯავშანმანქანა, წყლის ჭავლის მანქანები, ვერტმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები.ფრანგული მედიის ინფორმაციით, მოძრაობის ორგანიზატორებმა დემონსტრაციების სერია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც დააანონსეს.აქციების მთავარი მიზანია მოსახლეობაზე ფინანსური ტვირთის შემცირება, მსყიდველობითი უნარის ამაღლება და ხელფასების გაზრდა.სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ დემონსტრაციებში, სწავლის პირობების გაუმჯობესებასა და განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.

ტერაქტი კრაკოვში - პოლიციამ თავდამსხმელის შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა

1794080896

პოლონეთის პოლიციის ცნობით, "მთავარი ბაზრის" მოედანზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველების მიერ არის დაკავებული.ამასთან, სამართალდამცველებმა უარყვეს გავრცელებული ცნობები პოლიციელის დაღუპვისა და შესაძლო მეორე თავდამსხმელის არსებობის შესახებ."ინციდენტის ერთადერთი ცნობილი დამნაშავე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - აღნიშნეს უწყებაში.მედიის ცნობით, თავდამსხმელი მოედანზე შავი ფერის Subaru-ს მარკის ავტომობილით შევიდა, რის შემდეგაც შემთხვევით გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. მან AR-15 ტიპის შაშხანა გამოიყენა.სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დაჭრეს. ის კრაკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.პოლიციაში აღნიშნეს, რომ მამაკაცი მარტო მოქმედებდა.

კრაკოვში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

1794068476

პოლიციის დეპარტამენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, მოედანზე შესულმა მამაკაცმა თავისი ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა.პოლიციამ თავდამსხმელი დაჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მას კრაკოვში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის."პოლიცია თავდასხმის წინაპირობებსა და ყველა გარემოებას იკვლევს“, – აცხადებს ტუსკი.