08:00 საათზე - სოფელ წკერესთან (დუშეთის მუნიციპალიტეტი) გაიმართება ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის (ბურღვის დასრულება TBM დანადგარით) ღონისძიება.

საკონტაქტო: ანა ჭიჭინაძე - 595 04 97 49; მარიამ კვინიკაძე - 555 75 41 08

11:00 საათზე - "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მისამართი: ამბროლაურის კულტურის ცენტრი

 

11:00 საათზე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავენ, სადაც აქციებთან დაკავშირებით, mona.ge-ს ახალ სიას წარადგენენ.

მისამართი: შარაშიძის 5, ფიქრის გორა.

 

12:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.