10:00 საათზე - "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოში სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშის ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან: ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთო სასამართლოების, საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პარლამენტის, სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე პრაქტიკოსი იურისტები, აკადემიური სფეროს და მედიის წარმომადგენლები.

მისამართი: "სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო პირი: მარიამ პატიაშვილი - 599 516 851

11:00 საათზე - გენერალურ პროკურატურაში, შალვა თათუხაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე და ადვოკატი შოთა კახიძე სარჩელს შეიტანენ.

მისამართი: ორთაჭალა, გორგასლის #24.

საკონტაქტო: შოთა თუთბერიძე - 574 10 81 23 ; შოთა კახიძე - 577 28 85 60

 

11:00 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2024 წლის თებერვალი

მისამართი: ც.დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

12:00 საათზე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

 

12:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

(C კორპუსი, II სართული)

 

12:00 საათზე - საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მისამართი: მაჩაბლის ქ.11

საკონტაქტო ნომერი: 599 58 00 01

 

12:30 საათზე - პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მისამართი: შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზი

ქალაქი გორი, გრ. ფერაძის ქუჩა N5

 

16:00 საათზე - თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მისამართი: თავისუფლების მოედანი #2