ვერძი

დღეს, თქვენ შიშებს დაძლევთ და სურვილი გაგიჩნდებათ გამოცადოთ თავი იქ, სადაც ადრე არც გიფიქრიათ, ან აიღოთ ხელში სადავეები და მიიღოთ დამატებითი შემოსავლები.

კურო

შეეცადეთ, არავისთან გაიფუჭოთ ურთიერთობა, ყველაფერს გაგებით მოეკიდეთ, თუ დაგჭირდათ, შეცვალეთ ინტერესები და დაელოდეთ უკეთეს მომენტს.

ტყუპები

ნუ იქნებით ზედმეტად გახსნილი და ნუ გაფლანგავთ დროს. ახლა კონტაქტებისა და თანამშრომლობის დროა, სასარგებლოა გამოცდილებების ურთიერთგაცვლა.

კირჩხიბი

თქვენს გარშემო არსებული მიკროკლიმატი დიდადაა დამოკიდებული თქვენს განწყობაზე, ეცადეთ, პოზიტივი შეიტანოთ ყველგან.

ლომი

სიავეს იმავეთი ნუ უპასუხებთ, კრიტიკას - კრიტიკით, ნუ აჰყვებით წყენებს, რათა წარმატების გზაზე დაბრკოლებები აიცილოთ.

ქალწული

შესაძლოა, თქვენი გარემომცველი სივრცე და ურთიერთობები, ახალი ცხოვრებისეული გამოწვევებისა და მოვლენებიდან გამომდინარე, სრულიად შეიცვალოს.

სასწორი

სიამოვნებას მოგანიჭებთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ურთიერთობა, რომლებთანაც კარგი მოგონებები და ბევრი საერთო გაკავშირებთ.

მორიელი

ძალიან სასარგებლო და სასიკეთო იქნება საქმის სწორად ორგანიზება, ყოველი წვრილმანი დეტალის გათვლა და გათვალისწინება.

მშვილდოსანი

მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დაგეგმეთ და განიხილეთ კონკრეტული საქმეები, იზრუნეთ სამომავლო პერსპექტივებზე.

თხის რქა

აუცილებელია, დააბალანსოთ თქვენი ძალები და სწორად იმოქმედოთ, იზრუნოთ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე.

მერწყული

დღეს, დიდია ალბათობა, გადაასწროთ კონკურენტებს და მნიშვნელოვანი სარგებელიც მიიღოთ, თქვენი შესაძლებლობები ამის საშუალებებს მოგცემთ.

თევზები

დღეს, შესაძლოა, შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ არჩევანის წინაშე დადგეთ, რომლისთვისაც თქვენ მზად ხართ და არც თქვენს გეგმებში იყო. იმოქმედეთ თავშეკავებულად და გონივრულად.