ესპანეთი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ არ იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

პედრო სანჩესმა საბჭოს წევრობაზე  უარის მთავარ მიზეზად მადრიდის მიერ საერთაშორისო სამართლისა და გაეროსადმი ერთგულება დაასახელა.

„მრავალ ქვეყანასთან კონსულტაციებისა და რამდენიმე კვირის განმავლობაში საფუძვლიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ევროპის საბჭოში ჩემს კოლეგებს ვაცნობო, რომ ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მშვიდობის საბჭოში“. ვაფასებთ მიწვევას, მაგრამ უარს ვამბობთ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ ამ მიწვევაზე“, – განაცხადა სანჩესმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს და აზიანებს აშშ-სა და ევროკავშირს შორის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, როგორც არასდროს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა წერილობით მსოფლიოს ათობით ლიდერს მიმართა, შეუერთდნენ ინიციატივას, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების მოგვარებას. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ ე.წ. მშვიდობის საბჭო გაეროს ალტერნატივად იქცეს.