უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 232 090 (+1 280) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.01.26-მდე: ტანკები – 11 599 (+3), ჯავშანტექნიკა – 23 946 (+3), საარტილერიო სისტემები – 36 549 (+33), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 623 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 282 (+0), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 113 277 (+449), ფრთოსანი რაკეტები – 4 190 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 75 556 (+140), სპეციალური ტექნიკა – 4 050 (+1).