უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 256 080 (+740) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 18.02.26-მდე: ტანკები – 11 681 (+3), ჯავშანტექნიკა – 24 051 (+6), საარტილერიო სისტემები – 37 363 (+40), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 648 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 302 (+1), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 137 924 (+1 851), ფრთოსანი რაკეტები – 4 314 (+26).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 29 (+1). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 78 919 (+194), სპეციალური ტექნიკა – 4 072 (+1).