რუსეთთან ომი არ შეწყდება მანამ, სანამ უკრაინა არ გაძლიერდება. ამისთვის ჩვენს დამცველებს სჭირდებათ შორი მოქმედების რაკეტები, არტილერია და საჰაერო თავდაცვის სისტემები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"როდემდე გაგრძელდება ომი? ამ სიტუაციაში, ვიდრე უკრაინა არ გაძლიერდება. უკრაინა ჯერ არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც შეიძლება იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება ვიმოქმედოთ ბრძოლის ველზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ განმარტა, რომ ამისთვის უკრაინას ესაჭიროება, პირველ რიგში, პატრიოტის სისტემები, რომელთა მიწოდებაც აშშ-ს შეუძლია - ისინი ცის განბლოკვას შეუწყობს ხელს, მეორეც, ქვეყანას სჭირდება პარიტეტი არტილერიაში მას შემდეგ, რაც უკრაინელი დამცველები წინ წავიდნენ და მესამე პირობა არის შორი მოქმედების რაკეტები.

"თუ რუსეთმა იცის, რომ მის თავზე დრონს შეუძლია ფრენა, ის ნაკლებს ისვრის. თუ მან იცის, რომ უკრაინას აქვს ისეთივე დისტანციური რაკეტები, როგორიც არის მათი X ან "კინჟალი", მაშინ ისინი ნაკლებად ესვრიან როგორც ხალხს, ასევე ენერგიას, რადგან პუტინს შეეშინდება, რომ ხალხი მას კრემლიდან გამოიყვანოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.