უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 438160 (+770) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.03.24-მდე: ტანკები - 6893 (+6), ჯავშანტექნიკა - 13207 (+24), საარტილერიო სისტემები - 10904 (+27), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1019 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 727 (+1), თვითმფრინავები - 347 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 8553 (+14), ფრთოსანი რაკეტები - 2014 (+4).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 14498 (+44), სპეციალური ტექნიკა - 1789 (+4).