აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებზე ჩასვლა არ გამორიცხა.

"ვიცი, რომ პუტინს სურს, ჩავიდე სტამბოლში. ეს შესაძლებელია, თუ ჩვენ შეგვიძლია ომის დასრულება. მე ამაზე დავფიქრდები. ესაა ომის დასრულების შესაძლებლობა. ხვალინდელი დღე დაკავებული გვაქვს სრულად, მაგრამ მე მზად ვარ, შევცვალო გრაფიკი, რომ გადავარჩინო სიცოცხლეები“, – განაცხადა ტრამპმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრამპი 13 მაისს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა. დონალდ ტრამპი 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.