ოლექსი დანილოვს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, სხვა მიმართულებით გადაიყვანენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მადლობელი ვარ ალექსეი დანილოვის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობისთვის. ის სხვა მიმართულებაზე გადადის - ამის შესახებ მოგვიანებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტზე ალექსანდრე ლიტვინენკო დაინიშნა. პ

პრეზიდენტის თქმით, ის უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობის გამოცდილებას შეუთავსებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინაშე დავალებებს.

"ოლეგ ივაშჩენკო გახდა საგარეო დაზვერვის ახალი ხელმძღვანელი. მას აქვს შესაბამისი გამოცდილება", - განაცხადა ზელენსკიმ.