უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 22 აპრილს,  თავის ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს ესაუბრა. პრეზიდენტებმა  უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო იარაღის მიწოდების საკითხი განიხილეს.

თეთრი სახლისა და უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ბაიდენმა დაარწმუნა ზელენსკი, რომ ის დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს უკრაინის დახმარების კანონპროექტს აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს უკრაინისა და ჭეშმარიტი გლობალური ლიდერობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

პრეზიდენტებმა განიხილეს თავდაცვის დახმარების პირველი პაკეტი, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას კანონის მიღების შემდეგ გადასცემს. ბაიდენმა პირობა დადო, რომ ეს იქნება სწრაფი და ძლიერი და გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას, შორ მანძილზე და საარტილერიო შესაძლებლობებს.

"მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერისთვის, რომელიც არ სუსტდება, ასევე მისი გლობალური ლიდერობისთვის. მე მივიღე დაპირება ჯო ბაიდენისგან, რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარება იქნება სწრაფი და მძლავრი და ის გააძლიერებს უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებს, შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას და საარტილერიო შესაძლებლობებს.

მე ასევე აღვნიშნე ორპარტიული მხარდაჭერა კანონპროექტისთვის და სპიკერის მაიკ ჯონსონისა და უმცირესობის ლიდერის ჰაკიმ ჯეფრისის პირადი როლები. წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთი გადაწყვეტილება - დაუშვას რუსული აქტივების კონფისკაცია - მძლავრ სიგნალს უგზავნის ყველა ჩვენს პარტნიორს“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა და მომავალი სამშვიდობო სამიტის მომზადება.