რაღაც ფორმალური ერთიანობის დრო არ არის, ერთად დადგომის და ფოტოს გადაღების დრო ახლა არ არის, ახლა დროა ქმედითი ერთიანობის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქმედითი ერთიანობა უნდა გამოიხატოს შეთანხმებებზე.

"მე მგონია, რომ რაღაც ფორმალური ერთიანობის დრო არ არის, ერთად დადგომის და ფოტოს გადაღების დრო ახლა არ არის, ახლა დროა ქმედითი ერთიანობის, რაც უნდა გამოიხატოს შეთანხმებაზე იმ საკითხზე, თუ როგორ ვამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტი და ფრთხილი იმედებით მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმება და დიდი იმედი მაქვს, ეს უკვე კონკრეტულ ხელშესახებ შედეგად გადაიქცევა.

ახლა მთავარია, დავამარცხოთ ოლიგარქი ივანიშვილი, ოლიგარქიული წყობა საქართველოში და გადავიდეთ ნამდვილ დემოკრატიულ ქმედებებზე, ამისათვის კი ბიძინა ივანიშვილის კლანის დამარცხებაა საჭირო" , - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.