ეს კანონი ხელს შეუშლის დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მაღალი ხარისხის ინფორმაცია აწვდიან, - ამის შესახებ აშშ-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს წარმომადგენელმა რობერტ გილკრისტმა განაცხადა.

"რაც შეეხება უცხოელი აგენტების შესახებ კანონს საქართველოში, აშშ კვლავ არის ღრმად შეშფოთებული, რომ თუ ეს კანონი ამოქმედდება, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას და ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე და ეს კანონი საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან.

თანაბრად ვართ შეშფოთებულები იმ ფაქტით, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მაღალი ხარისხის ინფორმაცია აწვდიან", - განაცხადა გილკრისტმა.