ეს აქციაც არის იმის მაჩვენებელი თუ როგორი დამოკიდებლება აქვს საკუთარ მოქალაქეებთან, ადმინისტრაციულ რესურსთან თავად "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მცდელობა საზოგადოების დაპირისპირებისა და გახლეჩვის. 

"ეს აქციაც არის იმის მაჩვენებელი თუ როგორი დამოკიცებლება აქვს საკუთარ მოქალაქეებთან, ადმინისტრაციულ რესურსთან თავად "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს.

ჩვენ ვნახეთ მიმოწერა, სადაც კაპიკების გამო, სთხოვენ და აიძულებენ, რომ სახლიდან ერთი ადამიანი მაინც გამოვიდეს. ეს არის ძალიან მძიმე მიდგომა, თუ როგორ უდგებიან საქართველოს მოქალაქეებს. ივანიშვილს საკუთარი კეთილდღეობის გარდა არ აინტერესებს არაფერი და ეს აქცია კიდევ ერთი მცდელობაა საზოგადოების დახლეჩვის და დაპირისპირების, რაც პრინციპში, უნდა "ქართულ ოცნებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.