ირაკლი ზოიძე ქობულეთის მერის თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.

"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა. 

მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. 

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი "ქართულ ოცნებას" და რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად " , - წერს ლევან ზოიძე.