პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დანიშნა. 

სახელმწიფო რწმუნებულს კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

პლატონ კალმახელიძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი დღემდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, ასევე, 2014 წელს არჩეული იყო თელავის მერად.