მტკივნეულია იმის ნახვა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს და ამას შესაძლოა ჰქონდეს ფინანსური შედეგები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

მისი თქმით, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, დაარღვია მოცემული სიტყვა.

"ყველანი ვამბობთ, რომ ამ კანონის მიღება ნამდვილად დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. იმის მერე, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, საქართველომ დაარღვია მოცემული სიტყვა და ხელახლა შემოიტანა ეს კანონი.

სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსული ტიპის კანონი იყოს მიღებული. ძალიან მტკივნეულია იმის ნახვა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს და ამას შესაძლოა, ჰქონდეს ფინანსური შედეგები", -  განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.