იმ შემოტევებიდან გამომდინარე, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს,  ნამდვილად დროულია საკანონმდებლო ცვლილებები. მე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ, როდესაც რამე მისაღები და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, მაშინ მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა. მე მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამართულ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ოზურგეთში.

ფრიდონ ინჯიას თქმით, კანონპროექტში „ოჯახური ღირებულებები“ შესაძლებელია შეიცვალოს ტერმინით "ქართული ღირებულებები“.

„მე შევცვლიდი და „ოჯახური ღირებულებების“ ნაცვლად ჩავწერდი - „ქართულ ღირებულებებს“. ქართულ ღირებულებებში შედის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა,  სარწმუნოება, ენა და მათ შორის ოჯახიც. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგანი „ქართული ღირებულებები“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.