"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ის საპატიმროში 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

გვარამიას პატიმრობა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა მისჯილი.

ანალოგიური ბრალდებით ასევე დააკავეს ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო 4 სექტემბერს დატოვეს, ისინი მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.

რუსთავის ციხე უკვე დატოვეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ და გივი თარგამაძემ.