ვიცით, სად იმყოფება ირაკლი კობახიძე, ეს არის "ქაჯი პოლიტიკოსების" შეკრება. ეს, ფაქტობრივად, გაგრძელებაა "ქართული ოცნების" პუტინისტური ხაზისა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეკრება არის ულტრამემარჯვენეთა კონფერენცია.

"ვიცით, სად იმყოფება ირაკლი კობახიძე, შარშან ღარიბაშვილი იმყოფებოდა. ეს არის ულტრამემარჯვენეების კონფერენცია, სადაც არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ მონაწილეობს და არცერთი ქვეყნის მეთაური თუ მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ევროპულ ღირებულებებს სცემს პატივს. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას "ქაჯი პოლიტიკოსების" შეკრება, თუმცა მანდ ორი ქვეყნის წარმომადგენლის გარდა არცერთი იმყოფება. ორბანმა კობახიძეს დიდი პოლიტიკური მოჭადრაკე უწოდა, დაავიწყდა, რომ მან შარშანდელ კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილსაც უთხრა, რომ მაგრად თამაშობს ნარდსო, კარგი მონარდეაო. ის თუ ნარდის დიდოსტატი იყო, ეს თურმე ჭადრაკში ყოფილა სპორტის ოსტატი. ეს, ფაქტობრივად, გაგრძელებაა "ქართული ოცნების" პუტინისტური ხაზისა", - განაცხადა რომან  გოცირიძემ.

ირაკლი კობახიძე უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობს.