მე მაქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში მაინც ვნახავთ საქართველოს წარმომადგენლებს ევროპარლამენტში - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროპარლამენტარს სამი გზავნილი აქვს.

"პირველი - საქართველოსთვის და ქართველებისთვის: საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა  რუსული აგენტების კანონი, თუ საქართველოს უნდა შეუერთდეს ევროკავშირს. ეს დაეხმარება ქვეყანას რომ თავი დააღწიოს კრემლის აგენტებს და არა მოგონილ აგენტებს. მე მხარს ვუჭერ საქართველოს მოსახლეობის პროტესტს კანონის წინააღმდეგ.

მეორე გზავნილი მაქვს ოპოზიციის და საქართველოს მოსახლეობისთვის - თქვენ უნდა გააერთიანოთ ძალისხმევა, არ მინდა რამდე გასწავლოთ, რაც თქვენც იცით, მაგრამ ნამდვილად ეგზისტენციალური დროა ახლა რეგიონისთვის, ქვეყნისთვის და ყველა ჩვენთვის. არავის არ უყვარს საქართველო უფრო მეტად, ვიდრე ქართველებსა

და მესამე - ზოგადი გზავნილი: ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს კრემლი გახდა ძალიან აქტიური, მაგრამ კრემლი ფიქრობს, რომ ერთი და იგივე გზავნილები ისმის არამხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ყოფილი პრემიერმინისტრისგან რომელმაც ბოლო დროს განაცხადა, რომ საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის წევრი, ესაა შოკისმომგვრელი ამბავი და ღია გზავნილია საქართველოს მთავრობისგან და ზუსტად ცოტა სხვა სიტყვებით გვესმის იგივე მოლდოვის ოპოზიციისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე პოლიტიკას ატარებს კრემლი ყირგიზეთში, უნდათ მსგავსი კანონს დანერგვა. ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ხდება კრემლის მარიონეტი და ამას უკვე გამოხატავენ ღიად. ჩვენ ასევე ვხედავთ, კრემლი როგორ იქცევა ევროპარლამენტის არჩევნების წინ და იგივე გზავნილები ზოგჯერ ევროპაშიც გვესმის. ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ კრიტერიუმები, რას ნიშნავს პრორუსული პოლიტიკა", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. ["მთავარი არხის" სინქრონული თარგმანი]