საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს და განახორციელოს ყველა ზომა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სერიოზულად არ უყურებს ხალხის ნებას.

"მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა, ამ კანონის მიღებამ,  შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს საქართველოზე. ეს არის კიდევ ერთი, ბოლო მაგალითი იმისა, როგორ ხდება ზეწოლა ჟურნალისტებზე, რა მდგომარეობაში არის მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მთავრობის მოქმედება გვიჩვენებს, რომ ისინი სერიოზულად არ ეპყრობიან საქართველოს ხალხის ნებას, გახდნენ ევროკავშირის წევრები. მათ უნდა მიიღონ და განახორციელონ ყველა ზომა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს კანონი დააბრკოლებს საქართველოს მსვლელობას ევროკავშირისკენ და ნამდვილად ხელს არ შეუწყობს იმას, რომ ქართველებმა იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც არ არის კორუფცია და რომელიც არის დემოკრატიული", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.