ერთადერთი საკითხი, რაზეც "ოცნებასთან" შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა, -  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისივე თქმით, ყველა სხვა შემთხვევაში, ყველაზე კეთილშობილურშიც კი, ეს იქნება მათი პოლიტიკურ მეტ-ნაკლებად ნორმალურ მხარედ აღიარება.

"ოცნების” მორიგი თაღლითური ინიციატივა, ვითომ დებატების შესახებ, გამოხმაურების ღირსი საერთოდ არ არის, თუმცა, ჩვენს მხარეს რამდენიმე გამოხმაურებამ სურვილი გამიჩინა, ჩემი დამოკიდებულება გამეზიარებინა.

ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ყველა სხვა შემთხვევაში, ყველაზე კეთილშობილურშიც კი, ეს იქნება მათი პოლიტიკურ მეტ-ნაკლებად ნორმალურ მხარედ აღიარება.

არაღიარების ხაზი ჩვენი, ოპოზიციის, გასავლებია და არა პროპაგანდისტი თაღლითების. თუ დებატი რუსებთან თუნდაც ყველაზე მინიმალურის მომტანია, მაშინ გაუგებარია პარლამენტში რატომ არ შევედით. ბოლომდე! ელენე ხოშტარია, რუსთავის ქალთა ციხე", - აღნიშნულია წერილში.