შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებული არიან დაბა ადიგენში, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ოპოზიციონერი დეპუტატის ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, "ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია, პოლიციამ გადაკეტა გზები".

"ამ წუთებში ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია

ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოატყუა ორივე მხარე. 18-დღიანი ლოდინის მიუხედავად პრობლემა არ მოაგვარა. პირიქით დაძაბა. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველოში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ მლოცველებს", - წერს ნაკაიძე.