შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი და ხელბარგის შემოწმებისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონის“ შემცველი 30 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.